რამდენიმე თვის წინ ჩემ ბლოგზე გამოკითხვა ჩავატარე, თუ რას ფიქრობდნენ გეი პარადზე ბლოგის მკითხველები. თუმცა შემდეგ რამდენიმე თვით ბლოგის განახლება შევაჩერე და ამ პოსტსაც მხოლოდ ეხლა ვაქვეყნებ…
გეი პარადი, ეს სიტყვა ერთნაერად სცემს თავზარს ქართველ ჰომოფობებს, გეებს თუ ლიბერალებს. თვით ყველაზე გახსნილი ადამაინებისაგანაც კი ხშირად გამიგია რომ საჭირო არაა ქუჩაში გამოხვიდე და იყვირო რომ გეი ხარ. ალბათ პრობლემის არსიც იმაშია, რომ ასეთი მანიფესტაციის გაგება ისეთ ქვეყანაში სადაც იგი უბრალოდ არ ჩატარებულა საფუძველშივე მცდარია და იმ სტერეოტიპებს ემყარება რომელსაც უხვად გვაწვდის ქართული თუ უცხოური მედია.
თვითონ სიტყვა გეი პარადი ცუდად იყო თავიდანვე შერჩეული და სხვათაშორის უკვე რვა წელია გეი პარადი აღარ ჰქვია, მაგრამ ყველა მაინც გეი პარადს ეძახის (მეც მათ შორის:). საქმე ეხება ყველაზე მასობრივ, თეატრალიზებულ მანიფესტაციას რომელიც ყოველწლიურად იმართება და რომლის მიზანიცაა უფლებებისათვის ბრძოლა და მოთხოვნების წამოყენება, და არა უბრალოდ ყვირილი რომ გეები ვართ დაგვინახეთო. ძნელია ამტკიცო რა ფუნქცია აქვს გეი პარადს. ალბათ არაფერი. ფუნქცია აქვს ჩაინიკს. რაც შეეხება ასეთ მანიფესტაციას აქ მთავარია მოთხოვნები რის გამოც ეს მანიფეტაცია ტარდება და შესაბამისად ოცდაათწლიანი გეი მანიფესტაციების შედეგები.
ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ რომ გეი პარადი გადაწყვეტს ყველა პრობლემას რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ან რომ გეი პარადი ჩატარდება და ყველა პრობლემა საზოგადოებაში მოიხსნება. მაგრამ ფაქტია რომ უფლებები რომლებიც დღეს აქვთ ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალებს თავისით არ მოსულა. არცერთ მთავრობას არ გაუღვიძია ერთ მშვენიერ დღეს და არ უთქვამს მოდი ეხლა ჰომოსექსუალობა დანაშაულად აღარ ითვლებოდეს, ჰომოსექსუალებს უფლებები მივცეთ, დაქორწინდნენ, შვილები ყავდეთ და იყვნენ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებიო. მაგალითისათვის ავიღოთ დემოკრატიის აკვანად წოდებული საფრანგეთი. პირველი გეი პარადის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტერანმა წინასაარჩევნო დაპირებაში შეიტანა ჰომოსექსუალობის დეპენალიზაცია, რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ 1981 წელს აღასრულა კიდეც. ეს იყო პირდაპირი შედეგი ევროპაში ერთ-ერთი პირველი გეი პარადისა. დღესაც ათასობით, ზოგჯერ მილიონამდე ადამიანის გამოსვლა ქალაქში ამ მოძრაობის მხარდასაჭერად აიძულებს პოლიტიკოსებს უარი თქვან რადიკალურ განცხადებებზე (დაახლოებით ისეთი ლორთქიფანიძემ რომ გააკეთა). ხშირად გამიგია, ამას იმიტომ არ აკეთებენ ევროპელი პოლიტიკოსები რომ კანონი კრძალავსო. არა. კანონი არ კრძალავს, მაგრამ თავის გამაიმუნების ეშინიათ. ეს სწორედ იმიტომ რომ დაინახეს, საზოგადოება (არა მხოლოდ ჰომოსექსუალები) განვითარდა. დღეს ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია სთქვას ის რაც ლორთქქიფანიძემ განაცხადა, ამისთვის მას არ დაიჭერენ. მაგრამ უარესი კი დაემართება. ეს მისი პულიტიკურ სიკვდილს გამოიწვევს.
სწორედ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია ის რომ ბევრ ქვეყანაში სადაც ოცხდახუთი წლის წინათ ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა დღეს ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია.
რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, დიახ ხშირად ატარებს ასეთი მანიფესტაციები პროვოკაციულ ხასიათს, მაგრამ ძირითადად თეატრალიზებული სანახაობაა. ეს ყველას აღიზიანებს. თუმცა რიო-დეჟანეიროს კარნავალი რომელიც ზუსტად ასეთივე მსვლელობაა რატომღაც არავის არ აღიზიანებს.
მოწინააღმდეგეებისაგან აი ყველაზე ხშირად რა მომისმენია :
მითი ტიტლიკანა კაცებზე. დავიწყოთ იქიდან რომ სრული შიშიშვლე ქუჩაში ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა და შესაბამისად ვერავინ გაბედავს სრულად გაშიშვლებას პარადზე. თუმცა არიან ნახევრად შიშველი ადამიანები, წელს ზევით შიშვლები, ან ყველაზე ექტრემალები საბანაო კოსტუმებით. მართალია ისინი ამ მსვლელობაში სრულ უმცირესობას წარმოადგენენ მაგრამ მედიაში ყველაზე კარგად ეს სურათები იყიდება. შესაბამისად დამკვიდრდა სტერეოტიპი გეი პარადი – გარყვნილების ზეიმი.
კი ბატონო გეი ხარ, რაღა საჭიროა ყვირილი. ასეთ რამესაც ხშირად გაიგებ. სინამდვილეში კი, სამწუხაროდ და არა საბედნიეროდ სწორედაც რომ ყვირილია საჭირო. რომ არ ყოფილიყო პრობლემები არ იქნებოდა არც გეი მანიფესტაციების აუცილებლობა.
ცალკე თემაა ის არგუმენტები რომელსაც ულტრა რადიკალები ასახელებენ, ქვეყანას რომელიც ამას დაუშვებს ღმერთი დასჯის, სატანისტებო და ასე შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ ბლოგოსფეროში ამ თემების სერიოზული განხილვის საჭიროება არა რის. (საბედნიეროდ).
ასეთი მსვლელობა მორწმუნე ადამიანების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს (ილია II, 2007 წლის აგვისტო). საინტერესოა ეს განცხადება უფრო შეურაცხყოფს ადამიანებს თუ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნით მანიფესტაციის გამართვა.
ახლა კი დავუბრუნდეთ გამოკითხვას. გამოკითხვაში სულ 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვა ასეთი იყო, საჭიროა თუ არა გეი პარადის ჩატარება თბილისში. გამოკითხულთა ნახევარი (51პროცენტი) მიიჩნევს რომ კი. დანარჩენი 49 პროცენტიდან ნაწილი წინააღმდეგია ნაწილმა კი არ იცის. ერთი შეხედვით საიმედო შედეგებია თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემ ბლოგზე ჰომოფობები ნაკლებად შემოდიან (კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) შედეგები ნათლად აჩვენებს თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში გეი პარადთან მიმართებაში.
სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას რომ გეი პარადის არარსებობა საქართველოში არაა მხოლოდ ულტრამორწმუნეების ბრალი. თავად გეები არ აქტიურობენ, თორემ ჩემი აზრით მიუხედავად ყველა პირობის არარსებობისა, უფლებებისათვის მანიფესტაციის გამართვა დღევანდელ საქართველოში უკვე შესაძლებელია. ამის დასტურად დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაც გამოდგება, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო გეი პარადების გამართვა როდესაც კანონით ჰომოსექსუალობა ისჯებოდა.