ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს
Showing posts with label გეი. Show all posts
Showing posts with label გეი. Show all posts

Wednesday, December 23, 2009

ფონდი “ინკლუზივის” საგანგებო მიმართვა


საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო
2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.
თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.
ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა, 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე დავით ხიდეშელის სახელითა და გვარით. ამას გარდა, მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს თუ ის არ დაუყოვნებლივ გაჩუმდებოდა (“მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ”, “გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ” და სხვ.). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პასუხს აგებენ ასეთ საქციელზე, მან უპასუხა: “მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო”; “მე ვარ კანონიცა და სასამართლოც”.
გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. რამდენიმე მათგანის ჩანთა გაიჩხრიკა სხვა ოთახში, ისე, რომ მათი მფლობელები არ ესწრებოდნენ ამ პროცედურას და მხოლოდ ამის მერე დაუბრუნეს ის პატრონს. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, პარალელურად მათ უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთი მათგანის ჩხრეკვის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი “პოლიციელი” ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ “ამათ ქალის სხეული შეაზიზღეს”.
ოფისსა და ოფისის თანამშრომლებზე დღემდე ხდება ზეწოლა – გაურკვეველი პირები ღიად უთვალთვალებენ და დაყვებიან მათ. ოფისთან მუდმივად მორიგეობს მანქანა; ასევე რამდენიმე პირი დგას ერთ-ერთი თანამშრომლის სადარბაზოსთანაც რომელიც ოფისის მახლობლად ცხოვრობს.
ფონდში შემოჭრის მიზეზის მიუხედავდ, “ინკლუზივის” დარბევა იმ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებათადაცვითი ორგანიზაციების მიმართ ხორციელდება და მათ დისკრედიტაციას ემსახურება. Aმ მხრივ საყურადღებოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მანამდე გავრცელებული სიუჟეტი “ადამიანთა უფლებების პრიორიტეტის” წევრთა მიერ დევნილებისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე, რუსთავი 2-ს სიუჟეტი საია-ს მიერ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თაობაზე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების კონოტაციით და სხვ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა, რომლის მონაწილენიც დღემდე დაუსჯელნი არიან.
შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ორგანიზაციის პროფილის გათვალისწინებით, მოხდეს ჰომოსექსუალობის თემით მანიპულირება და საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში აგრესიის ხელოვნურად გაღვივება.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში განყენებულ პოზიციას იკავებს და ქვეყნის შიგნით თუნდაც დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე მართლმადიდებლური ინტერესების დამცველად, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ფუნდამენტალისტურ და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე რომ მიზანმიმართულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მარგინალიზაცია, მათი კრიმინალიზაციის ან დისკრედიტაციის გზით.
ამრიგად,
1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.
2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.
3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. Aასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.
3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა აღდგომელაშვილს.
ფონდი “ინკლუზივი”

Saturday, October 24, 2009

სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია


ირლანდიაში შოკი გამოიწვია ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი და ვარსკვლავი სპორტსმენის ქამინგ აუთმა.


დონალ ოგ კუსაცკიმ, ირლანდიის ერთ-ერთმა ყველლაზე ცნობილმა ჰარლინგის მოთამაშემ ქამინგ აუთი გააკეთა. ჰარლინგი ირლანდიის ტრადიციული და ეროვნული სპორტია, რომელიც დაახლოებით ფეხბურთსა და ამერიკულ ფეხბურთ ჰგავს. ეს სპორტი ირლანდიაში ძალიან პოპულარულია, ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს და განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული სპორტის სამყაროში. თავად დონალი კი ამ სპორტის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია.

საავტობიოგრაფიო წიგნში რომელიც დღეს გამოდის იგი წერს ,,ადრეულ ასაკიდანვე მივხვდი რომ გეი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. ვცადე ქალებთან ამეწყო ურთიერთობა, მართლაც ძალიან ლამაზი გოგოები მყოლია, მაგრამ თავის მოტყუება არ შემეძლო, სულ სხვა რამ მინდოდა. გრძნობები ეფრო ძლიერია ბიჭების მიმართ. ეს ასეა და ყოველთვის ასე იყო. ვიცი რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ ასპექტში, რაც მხოლოდ მე მეხება. რას იფიქრებენ ამაზე არ მანაღვლებს, მთავარი ისაა რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ''.
სპორტის სამყარო დღესაც კვლავ ითვლება ყველაზე ჰომოფობიურად ევროპაში. სულ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში ერთ ერთმა გუნდმა ჩემპიონატი დატოვა იმისათვის რომ გეი გუნდთან თამაში უწევდათ და არ იკადრეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მოქმედი და მეტნაკლებად ცნობილი ღიად გეი სპორტსმენი. სააკაშვილი რომ ირლანდიის პრეზიდენტი იყოს ალბათ იტყოდა, ეს მოხდა პირველად ჩვენთან მთელი ევროპის მასშტაბით, ჩვენ ყველას დავანახეთ როგორი წინწასული საზოგადოება ვართ და მართალიც იქნებოდა.

Wednesday, October 14, 2009

მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილებს ლოცავს


მერაია ქერიმ ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა თავის მსმენელებს. გასულ შაბათს, ლას ვეგასში კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მამაკაცმა პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი მის ბოი ფრენდს და მერაია ქერის დიდი ფანს.
როგორც გაზეთი ლოსაჯელეს ტაიმსი იტყობინება, ყველაფერი დაგეგმილი იყო. გეი წყვილიდან ერთ-ერთი რომელიც კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს მერაია ქერის დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მის შეყვარებულმა ასე ორიგინალურად ეთხოვა დაქორწინება და ბეჭედი პირდაპირს სცენაზე, მისი იდოლისა და ათასობით მსმენელის თვალწინ შეეთავაზებინა. ამისათვის მას ასობით წერილის გაგზავნა დასჭირდა ცნობილ ადამიანებთან რათა როგორმე მერაია ქერის დაკავშირებოდნენ. მომღერალი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა წინადადებას და სცენაზე შამპანურითაც დალოცა მომავალი მეუღლეები.

სანამ რომელიმე თქვენგანი გადაწყვიტავდეს მსგავსი სიურპრიზი გაუკეთოს თავის შეყვარებულს ლელა წურწუმიას კონცერტზე, შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული სცენა აქ.

Sunday, September 20, 2009

ბელგარდში 8 წლის შემდეგ დაგეგმილი მეორე გეი პარადიც ჩაიშალა

კვირას ბელგრადში დაგეგმილი იყო გეი პარადი, თუმცა ერთი დღით ადრე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აღარ ჩაეტარებინათ მსვლელობა. ამის მიზეზი ულტრა მემარჯვენეთა, ულტრა ნაციონალისტთა და მართლმადიდებელთა (ამ სიტყვას მგონი ულტრა აღარ უნდა) მხრიდან არსებული თავდასხმების საშიშროება დასახელდა
ოფიციალურად გეი აღლუმი არავის აუკრძალავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მსვლელობის ქალაქის ცენტრიდან ერთ-ერთ სკვერში გადატანის მოთხოვნით მიმართა, რომელსაც ქალაქიდან მდინარე ყოფს. ორგანიზატორებმა საპასუხოდ გადაწყვიტეს საერთოდ გაეუქმებინათ მსვლელობა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით მათ არაადეკვატურად მიიჩნიეს უფლებების მოთხოვნით ,,მინდვრებში’’ გამოსვლა - ,,მსვლელობა, რომლითაც უფლებებს ითხოვ მხოლოდ ქალაქში შეიძლება ჩატარდეს’’.

პირველი გეი პარადი ბელგრადში 2001 წელს ჩატარდა. მაშინ პოლიცია უძლური აღმოჩნდა დაეცვა მანიფესტანტები და ყველაფერი როგორ მოსალოდნელი იყო დარბევით და ცემა-ტყეპით დამთავრდა. (http://www.youtube.com/watch?v=ppXVAocEHSk)მეორე გეი პარადს კი ბელგრადელები 8 წელი ელოდნენ და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს მოუწევთ.  

2007 წელს იგივე მიზეზით ორგანიზატორებმა უარი თქვეს თბილისში გეი პარადის ჩატარებაზე, ოღონდაც ბელგრადისაგან განსხვავებით მაშინ თბილისში გეი პარადი დაგეგმილიც კი არ ყოფილა :):):)

 
javascript