ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Tuesday, March 31, 2009

ჰომოფობია ევროკავშირის ქვეყნებში


ერთი შეხედვით ევროკავშირში ლგტბ ადამიანის უფლებები ყველაზე მეტადაა დაცული, მაგრამ საქმე მთლად ასე არაა. გუშინ ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა რომლის მიხედვითაც სამსახური, სკოლა, ჯანდაცვა და პოლიტიკა - ის სფეროებია სადაც ლგტბ ადამიანები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი.
განსაკუთრებული პრობლემები შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რომლებიც სულ ბოლოს შეუერთდნენ ევროკავშირს, თუმცა ევროკავშირის ძველი წევრი რამოდენიმე ქვეყანაც მოხვდა ამ სიაში: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი. დასკვნაში ასევე მოხსენიებულია ქვეყნები სადაც ევროკავშირის მოწოდებას ლგტბ უფლებებისათვის მეტის გაკეთების საჭიროების შესახებ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა პოლიტიკოსებისგან. ასეთი ქვეყნებია: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, უნგრეთი და იტალია.
მართალია უკვე მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სკოლაში. ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაც ხშირ შემთხვევაში დეპრესიით, ტოქსიკომანიით და თვითმკვლელობითაც სრულდება. ამასთან პოლიცია რიგ ქვეყნებში არაა კომპეტენტური იბრძოლოს, გამოიძიოს ჰომოფობიის ფაქტები. ზოგ ქვეყანაში ჰომოფობია იმდენად ძლიერია რომ მსხვერპლი ვერ ბედავს ან არ თვლის საჭიროდ იჩივლოს. დასკვნა რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს შეიქმნას სპეციალური სისტემა რომელიც გაააადვილებს ასეთი ფაქტების აღრიცხვას.

Monday, March 30, 2009

ბერლინი, პარიზი, ციურიხი - ვინ იქნება მეოთხე? :)


კვირას 29 მარტს ციურიხის მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა კორინ მაუჩმა. იგი ამ ქალაქის ისტორიაში პირველი ქალი მერი იქნება და თანაც ... ლესბოსელი. ციურიხი შვეიცარიის მთავარი კომერციული და კულტურული ცენტრია და მხოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ ქალაქთა შორისაა. 2006 და 2007 წლებში ჩატარებული რამდენიმე საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგად ციურიხი მსოფლიოში "საუკეთესო ცხოვრების ხარისხის" ქალაქად დასახელდა.
ახლადარჩეული მერი არ მალავს თავის ლესბოსელობას და ამბობს რომ უკვე დიდი ხანია თავის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. ასე რომ ციურიხი პარიზისა და ბერლინის შემდეგ ევროპის მესამე დიდი ქალაქია რომელსაც ჰომოსექსუალი მერი ჰყავს. შემთხვევითობაა თუ არა, მაინც აღსანიშნავია რომ სამივე მათგანი მემარცხენე სოციალისტური ბანაკიდანაა.
და კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევა, ციურიხი მაისის თვეში ევროპარადის მისაღებად ემზადება. ევროპარადი ბებერი კონტინენტის ყველაზე მასობრივი და გრანდიოზული გეი ფესტივალია რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყნებში და რომელშიც მონაწილეობას როგორც მისი სახელიც გვეუბება მთელი ევროპის ლგტბ საზოგადოება ღებულობს. ახლადარჩეულმა მერმა უკვე განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებს გახსნის ცერემონიაში და მონაწილეებს სიტყკვირას 29 მარტს ციურიხის მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა კორინ მაუჩმა. იგი ამ ქალაქის ისტორიაში პირველი ქალი მერი იქნება და თანაც ... ლესბოსელი. ციურიხი შვეიცარიის მთავარი კომერციული და კულტურული ცენტრია და მხოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ ქალაქთა შორისაა. 2006 და 2007 წლებში ჩატარებული რამდენიმე საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგად ციურიხი მსოფლიოში "საუკეთესო ცხოვრების ხარისხის" ქალაქად დასახელდა. ახლადარჩეული მერი არ მალავს თავის ლესბოსელობას და ამბობს რომ უკვე დიდი ხანია თავის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. ასე რომ ციურიხი პარიზისა და ბერლინის შემდეგ ევროპის მესამე დიდი ქალაქია რომელსაც ჰომოსექსუალი მერი ჰყავს. შემთხვევითობაა თუ არა, მაინც აღსანიშნავია რომ სამივე მათგანი მემარცხენე სოციალისტური ბანაკიდანაა. და კიდევ ერთი სასიამოვნო დამთხვევა, ციურიხი მაისის თვეში ევროპარადის მისაღებად ემზადება. ევროპარადი ბებერი კონტინენტის ყველაზე მასობრივი და გრანდიოზული გეი ფესტივალია რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყნებში და რომელშიც მონაწილეობას როგორც მისი სახელიც გვეუბება მთელი ევროპის ლგტბ საზოგადოება ღებულობს. ახლადარჩეულმა მერმა უკვე განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებს გახსნის ცერემონიაში და მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს სიამაყეს ქალაქით რომელიც ტოლერანტობის დიდი ტრადიციით გამოირჩევა და სადაც არ ყოფენ ადამიანებს კანის ფერის, სირარიბისა თუ ცხოვრების სტილის მიხედვით.

Sunday, March 29, 2009

ახალი ამბები მოკლედ

მაროკო - ბოლო დროს მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლების მიერ გამოცხადებულ ანტი გეი კამპანიას ქვეყნის ხელისუფლებაც უერთდება. ხელისუფალთა განცხადებით სახელმწიფო ყველა ღონეს იხმარს რათა ხელი შეუწყოს მაროკოში საზოგადების მორალური ღირებულებების დაცვა-შენარჩუნებას.


სერბეთი -127 ხმით 59-ის წინააღმდეგ სერბეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რომელიც კრძალავს სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ყოველგვარ დისკრიმინაციას.

ბელგია – ბელგიის პარლამენტში რამოდენიმე დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით პარლამენტმა ოფიციალური რეზოლუციით დაგმოს რომის პაპის განცხადება პრეზერვატივებთან დაკავშირებით (იხილეთ აქ). თუ აღნიშნული რეზოლუცია მართლაც გავა კანონის მიხედვით ბელგია დიპლომატიურ ურთიერთობებს შეწყვეტს ვატიკანთან.

საფრანგეთი – ორლეანის ეპისკოპოსმა რადიოინტერვიუში განაცხადა რომ სპერმის მოლეკულები იმდენად პატარაა რომ პრეზერვატივში შეიძლება გატარდეს (!!!!). თუმცა მეორე დღესვე მოიბოდიშა და განაცხადა რომ მისი განცხადება ცრუ ინფორმაციას ეყრდნობოდა რომელიც მან ერთ-ერთ გაზეთში წაიკითხა.

ვატიკანი – პაპის განცხადება კვლავ ვნებათაღელვის საგანია ევროპაში. ინგლისურმა გაზეთმა პაპს სიმართლის დამახინჯებაში დასდო ბრალი, საფრანგეთში კი მრავალი საპროტესტო-თეატრალიზებული აქციები ეწყობა. გასულ კვირას პრეზერვატივების დარიგება პარიზის ღვთიშობილის ტაძართან შეხლა-შემოხლით დასრულდა. ერთ-ერთი ჯგუფი კი გამოვიდა წინადადებით და ევროპელებს მოუწოდა ყველამ გააგზავნოს ფოსტით თითო პრეზერვატივი ვატიკანში, იდეის ავტორების მიზანიია ვატიკანის საფოსტო განყოფილების პრეზერვატივებით ავსება.

ინდოეთი – გაეროს ადამიანის ეფლებათა დაცვის ბიურომ მოუწოდა ინდოეთს გააუქმოს ანტი ლგტბ და დისკრიმინაციული კანონები.

ვენესუელა – ვენესუელის პარლამენტი განიხილავს ახალ კანონს რომელიც ჰომოსექსუალი წყვილთა ოფოციალურ ცნობას ითვალისწინებს. მართალია კანონში ქორწინებაზე არაა ლაპარაკაი, მაგრამ უგუ ჩავესის ქვეყანაში ესეც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. იგივე კანონპროექტით ტრანსექსუალებს პასპორტის შეცვლის საშუალებაც ექნებათ.


ეკვატორი – პირველად ქვეყნის ისტორიაში, აპრილში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ლგტბ კავშირის წევრები. მათ რა თქმა უნდა ცალკე პარტია არ გააჩნიათ და მონაწილეობას მემარცხენე პარტიის სიებით აპირებენ. მათი მიზანი პარლამენტში ლგტბ უფლებებისთვის მუშაობაა.

Wednesday, March 25, 2009

ჰომოსექსუალიზმი და ნატურალები - ქართულ ენაში გამოხატული ჰომოფობია

გეი ტერმინოლოგიას, მსოფლიო ენებში დიდი ხნის ისტორია არა აქვს, ზოგიერთ მცირერიცხოვან ენაში კი ასეთი რამ საერთოდ არც არსებობს.
გასული საუკუნის სამოციან წლებამდე თვით დასავლეთშიც ალბათ სულ რამოდენიმე და ისიც მკვეთრად უარყოფითი ტერმინი არსებობდა რომელიც ამ მოვლენას და ასეთ ადამიანებს გამოხატავდა. სამოციან წლებიდან დასავლეთში ჰომოსექსუალები აქტიურად იწყებენ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლას, ჩნდება გეი სუბკულტურა, გეი ქომიუნითი და შესაბამისად ყოველდღიურ ხმარებაში შემოდის ახალი სიტყვები, გამოთქმები. სწორედ ამ დროს ჩნდება თვით სიტყვა გეი და უფრო მოგვიანებით ქვირ (queer) ინგლისურში რომელიც მალე ამ ენიდან თითქმის ყველა ენაში ვრცელდება და მიიჩნევა როგორც ყველაზე ნეიტრალური და კეთილგანწყობილი სიტყვა ჰომოსექსუალების აღსანიშნად.
თუ დასავლურ ენებში ასეთი ტერმინოლოგიის გაჩენა სამოციან წლებიდან დაიწყო, საქართველოში თავისი პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი სულ რამოდენიმე წელიწადს ითვლის და მისი გამოყენების არეალიც ძირითადად რამოდენიმე ინტერნეტ საიტით, ბლოგით და ინტერნეტ ფორუმებით შემოიფარგლება (გაზეთ ასავალ-დასავალის ლექსიკური მარაგი პიდარასტებს და მამათმავლებს ვერაფრით ვერ გასცდა). ქართულ ინტერნეტში და შესაბამისად ენაში ყოველდღიურად ჩნდება და მკვიდრდება ახალთ-ახალი სიტყვები

რომლებიც ძირითადად რუსული ტერმინოლოგიიდანაა აღებული და უბრალოდ კალკირებულ თარგმანს წარმოადგენს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სიტყვა ცისფერი რომელიც მხოლოდ რუსეთში და შესაბამისად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიყენება. მაგრამ დავანებოთ თავი სიტყვა ცისფერს, ბოლოსდაბოლოს ეს სიტყვა მიუხედავად მისი რუსული წარმომავლობისა საკმაოდ უწყინარად გამოიყურება.

რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს და ნატურალებს, სიტყვებს რომელსაც ქართველი ჰომოსექსუალებიც და ჰომოფობებიც ერთნაირად ხმარობენ და რომლის განმარტებაც ერთ შემთხვევაში არასწორია (ჰომოსექსუალიზმი), მეორეში კი უბრალოდ დისკრიმინაციული (ნატურალი).

ტერმინი -იზმი საერთაშორისოა და ყველა ენაში გამოხატავს დოქტრინის, დოგმის, თეორიის თუ იდეოლოგიის მხარდამჭერებს და მიმდევრებს (ლენინიზმი, ლიბერალიზმი, დარვინიზმი), იგივე სუფიქსი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა დაავადების აღმნიშვნელად (აუტიზმი). ჰომოსექსუალურობა ისევე როგორც ჰეტეროსექსუალურობა არც დოგმაა, არც იდეოლოგია და თეორია, და მით უმეტეს არც დაავადება. სწორი სიტყვები უთუოდ არის ჰომოსექსუალი (პიროვნება), ჰომოსექსუალური (აბსტრაქცია), ჰომოსექსუალურობა (მოვლენა) (შესაბამისად ჰეტეროსექსუალი ჰეტეროსექსუალური ჰეტეროსექსუალურობა).

რაც შეეხება სიტყვა ნატურალს (და ნატურალებს). ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ჰეტეროსექსუალის (ჰეტეროსექსუალების) აღსანიშნად. სიტყვა უთუოდ აღებულია სიტყვიდან ნატურალური რომელიც ქართულში (და არა მარტო ქართულში) ბუნებრივს, ნამდვილს, ჭეშმარიტს ნიშნავს. გამოდის რომ ჰომოსექსუალები არანატურალურები, არაბუნებრივები, ხელოვნურად შექმნილები არიან?

ჩემი აზრით არსებული სამი ვარიანტიდან (ნატურალი, სთრაითი და ჰეტეროსექსუალი) ყველაზე მისაღები ჰეტეროსექსუალია. სთრაითი წმინდა ინგლისური სიტყვის კალკირებაა ხოლო ჰეტეროსექსუალი საერთაშორისო სიტყვაა რომელიც სხვა რომ არაფერი ჰომოსექსუალის პირდაპირი ანტონიმია.

და ბოლოს, ეს პოსტი რა თქმა უნდა არაა ლინგვისტური ნაშრომი და არც მე არ მაქვს პრეტენზია ენათმეცნიერობაზე, ამიტომ ნებისმიერი შენიშვნა და საპირისპირო აზრი საინტერესო მოსასმენი იქნება ჩემთვის, ასე რომ ველი თქვენს კომენტარებს.

Tuesday, March 24, 2009

ახალი გეი სასტუმრო ბერლინში

ბერლინის ცენტრში გუშინ გეი სასტუმრო გაიხსნა. 86 ოთახისაგან შემდგარი სასტუმრო ბერლინის ცენტრში ე.წ. გეი ქალაქში გახსნა გეი სასტუმროების აქსელმა, რომელიც მხოლოდ გეი სასტუმროებზე მუშაობს. ეს სასტუმრო ამ ქსელის რიგით მესამე სასტუმროა. მანამდე გეი სასტუმროები ბარსელონაში და ბუენოსაირესში გაიხსნა.ბერლინის სასტუმროში 17 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო და როგორც სასტუმროს ხელმძხვანელობამ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა სასტუმროს მთავარი კოზირი სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით ყოველთვის მხიარული ატმოსფერო იქნება. სასტუმროშივე იქნება გეი ბარი და მოდერნიზებული სასადილო ოთახი. გახსნის ცერემონიას ბერლინის მერიც ესწრებოდა რომლმაც განაცხადა რომ ასეთი სასტუმრო კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ბერლინის გეი უბანს და დიდ რეკლამას გაუწევს ბერლინს, როგორც გეი ფრენდლი ქალაქს მსოფლიოში.

არგენტინის გეი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

არგენტინის გეი ფეხბურთის ეროვნულმა გუნდმა თვითდაფინანსების ორიგინალურ ხერხს მიმართა. გუნდის წევრების მონაწილეობით გამოიცა კალენდარი რომლის რეალიზაციიდან შემოსული თანხითაც გუნდი ივნისში ვაშინქტონში გაემგზავრება გეი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
გუნდის კაპიტანი ფოტოგრაფის ნამუშევარით კმაყოფილია და დასძენს ,,ეს კალენდარი კიდევ ერთხელ გამოეხატავს ჩვენს დიდ სიყვარულს ფეხბურთის მიმართ, დამოუკიდებლად ჩვენი სექსუალური ორიენტაციისა ''.
არგენტინელები პირველები არ არიან. ამ საქმეში პიონერობა ეკუთვნით ფრანგ მერაგბეებს, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია თითქმის შიშვლები წარმატებით პოზიორობენ.









Saturday, March 21, 2009

ბერლინის მერია ჰომოფობიის წინააღმდეგ

ბერლინის ქუჩებში ქალაქის მერიის თაოსნობით და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეგიდით ახალი ბილბორდები გამოჩნდა. სულ სამი სახის ბილბორდი, რომელთაგან თითოეულზე გამოსახულია შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის: ბიჭი და გოგო, ორი გოგო და ორი ბიჭი. ბილბორდებს თან სდევს სლოგანი: ,,სიყვარული იმსახურებს პატივისცემას'' (Liebe verdient Respekt). იგივე სლოგანი არაბულ და თურქულ ენებზეცაა დაწერილი. იდეის ავტორია ქალაქ ბერლინის მერი (რომელიც გახსნილი გეია) და ერთ-ერთი ლგტბ ასოციაცია. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბერლინში ჰომოფობიურმა აქტებმა იმრავლა. ქალაქის მერმა გერმანულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა: ,,სამწუხაროა და გაუგებარი რომ უბრალო კოცნა ორ ადამიანს შორის ამხელა სიძულვილსა და აგრესიას იწვევს ''.
სანამ თბილისში ანალოგიური სახის კამპანია ჩატარდება, შეგიძლიათ იხილოთ ბერლინური ბილბორდების სამივე ვარიანტი.



Thursday, March 19, 2009

რომის პაპმა აღმოჩენა გააკეთა - შიდსის გავრცელების მიზეზი პრეზერვატივები ყოფილა

საქართვეოსაგან განსხვავებით, სადაც პატრიარქის და საპატრიარქოს თუნდაც მცდარ შეხედულებებს ,,მონის'' ფსიქოლოქოლოგიის მქონე არა მარტო საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაც და ზოგადად პოლიტიკური სპექტრი ლამის კაანონად თვლის, დასავლეთის კათოლიკური სახელმწიფოები არ მალავენ თავიანთ აღშფოთებას რომის პაპის 17 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. ბენედიქტ მეთექვსმეტემ თვითმფრინავში რომლითაც იგი კამერუნში მიდიოდა ჟურნალისტებს განუცხადა: ,,შიდსის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია პრეზერვატივების მეშვეობით. პირიქით, მათი გამოყენება ამწვავებს პრობლემას და ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას''.
ეაქციამ არ დააყოვნა თვით უმაღლეს ეშელონებიდანაც კი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულ განცხადების გამო. სამინისტრო განმარტავს რომ იგი მართალია არაა უფლებამოსილი ჩაერიოს საეკლესიო დოქტრინის საქმეში, და ამას არც აპირებს, მაგრამ მსგავსი განცხადებები ეჭქვეშ აყენებს სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკას და ადამიანის სიცოცხლის დაცვისთვის არსებულ ვალდებულებებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხისმგებლო უწოდა რომის პაპის განცხადებას და თავისი შეძრწუნება გამოხატა. ,,კვლავ ვიმეორებ რომ შიდსი არის დაავადება რომელიც არ იკურნება და არც რაიმე პრევენციას ექვემდებარება დღესდღეობით, თავდაცვის ერთადერთი ზომა არის პრეზერვატივის გამოყენება''.
ბევრად უფრო კატეგორიული იყო ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ოფიციალურ კომუნიკეშიც აღნიშნულია რომ ასეთი განცხადებების გაკეთება ეკლესიის ხელმძღვანელისაგან 21 საუკუნეში, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ამ საკითხზე მომუშავე მსოფლიო მეცნიერთა რეკომენდაციებთან, უსათუოდ შეიცავს ეკლესიურ ხედვას რომელიც შეიძლება მიჩნეული იყოს ძალიან საშიშად. პაპის ქმედება სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს მრავალ ადამიანს.

პოლიტიკოსებმა მემარჯვენეთა თუ მემარცხენეთა ბანაკიდან არ დააყოვნეს რეაქციები. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამად ბორდოს მერი, რომელიც თავს კათოლიკედ და ქრისტიანული ღირებულებების ერთგულად მიიჩნევს აცხადებს რომ რომის პაპი პრობლემებს ბადებს, რადგანაც აშკარად ტოტალური აუტიზმის პირობებში ცხოვრობს.
უფრო შორს წავიდა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და რომის პაპის განცხადებას უპასუხიმგებლო და კრიმინალური აქტი უწოდა. მისი ასეთი აღშფოთება გასაგებიცაა რადგანაც იგი ამჟამად პარლამენტში შიდსის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძხვანელობს.
ცალკეული რეგიონებიც კი ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ და ყველგან დაგმობილია რომის პაპის განცხადება. ,,უპასუხისმგებლო'' და ,,მიუღებელი'', ეს ორი სიტყვა ყველა საპროტესტო განცხადებაში გვხვდება.

პარიზის მერი, პირველი გახსნილი გეი საფრანგეთის პოლიტიკაში ბერტრან დელანოე სინანულით აღნიშნავს რომ პაპი , იყენებს თავის ხელთ არსებულ სულიერ და მორალურ ზეგავლენას და შიდსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალების წინააღმდეგ გამოსვლით სჩადის აქტს რომლის უდაოდ უარყოფითი მნიშვნელობა ყველასათვის ცხადია.

ბევრად უფრო რადიკალური განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან ადამიანის ეფლებებზე და შიდსთან ბრძოლის გზებზე მომუშავე არასამთავრობოები, ბევრმა მათგანმა განაცხადა რომ პაპის ეს განცხადება სასიკვდილო განაჩენია მილიონობით აფრიკელისათვის.
,,ყელში ამოვიდა ეს პაპი, მისი, განცხადება სხვა არაფერია თუ არა განზრახ მკვლელობბის მცდელობა'' - განაცხადა გარემოს დაცვის პრობლემებზე მომუშავე ერთ ერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სამწუხაროა რომ 21 საუკუნეში ამხელა უფსკრული არსებობს პაპის აზროვნებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მაშინ როდესაც ექიმები ამტკიცებენ რომ პრეზერვატივი 99 პროცენტით იცავს შიდსისგან, გაუგებარია რას ეყრდობა პაპი რომელიც ამ საქმეში არაა პროფესიონალი. ჯობია პაპმა ილაპარაკოს იმაზე რაც იცის, პრეზერვატივები არაა ის თემა სადაც მას რამე გაეგება - ასეთია ზოგადად შეფასებები.
ორგანიზაცია ექიმები საზღვებს გარეშე შიშობს რომ რომის პაპის ასეთი უპასუხისმგებლო პოზიცია წყალში ჩაუყრის ორგანიზაციას წლების განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე გაწეულ საპრევენციო მუშაობას, რადგანაც აფრიკაში კათოლიციზმს ძალიან ძლიერი გავლენა აქვს და მოსახლეობაც სპეციალისტებზე მეტად ეკლესიის სიტყვას ენდობა (რა სამწუხარო პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან).
მკაცრი იყო აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიც, მათი უმრავლესობის აზრით რომის პაპი უბრალოდ არ ცხოვრობს 21 საუკუნეში და საერთოდაც მოწყვეტილია რეალობის გრძნობას.
ჩემი აზრით როდესაც ასეთი დიდი გავლენა გაქვს მასებზე, შენი თითოეული განცხადება კარგად უნდა აწონ-დაწონო და პასუხი აგო ყველა შესაძლო შედეგზე რომელიც შენს მოძღვრებას და მოწოდებებს შეიძლება მოჰყვეს, სხვანაერად რომ ვთქვათ სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ,,სამსახურეობრივი მდგომარეობის'' ბოროტად გამოყენებას შორის?
რა თქმა უნდა არ არსებობს და არცაა საჭირო რომ არსებობდეს რაიმე ინსტანცია რომელიც პაპს ან პატრიარქს აუკრძალავდა თავისი აზრების გამოთქმას. სისულელეების თქმის უფლება ყველას, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებსაც აქვთ, მითუმეტეს რომ მათ ეს ყველაზე კარგად გამოსდით.

ობამა მხარს უჭერს მსოფლიო მასშტაბით ჰომოსექსუალობის დეპენალიზაციას

ბარაკ ობამა აშკარად კარგად იწყებს მოღვაწეობას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა ამერიკის არმიაში გახსნილი გეების მიღებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით (იხილეთ ჩემი პოსტი), სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო ჰომოსექსუალთა დისკრიმინაცია ბრიუსელში გამოსვლისას, ხოლო ამჟამად, უახლესი ინფომრაციით ამერიკა ხელს მოაწერს საფრანგეთის მხარდაჭერითა და ინიციატივით შედგენილ დეკლარაციას, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში ჰომოსექსუალობის დეპენალიზაცია. (იხილეთ სტატია gay.ge-ზე).
დეკლარაცია რომელიც დეკემბერში იქნა მიღებული, აქამდე ამერიკის ხელმოწერის გარეშე რჩებოდა. ჯორჯ ბუში მართალია სხვა ქვეყნების მსგავსად სახალხოდ არ გამოსულა დეკლარაციის წინააღმდეგ მაგრამ არც ხელი მოუწერია. ოთხშაბათს ვაშინქტონმა ოფიციალურად განაცხადა რომ უახლოეს მომავალში შეუერთდება აღნიშნულ დეკლარაციას.


ამ განცხადებას უკვე მიესალმა საფრანგეთი და ხაზი გაუსვა ამერიკის მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობას.ა


აღსანიშნავია რომ აღნიშნულ დეკლარაციას მხარი საქართველომაც დაუჭირა.


იმედია სხვა ქვეყნებიც მიიღებენ ადრე თუ გვიან დადებით გადაწყვეტილებას და ბოლოს რომის პაპი და ირანის პრეზიდენტიღა დარჩებიან საერთო ბანაკში.


მართლაც ყველაზე ამაზრზენია ვატიკანის უარი, მაშინ როდესაც მსოფლის 77 ქვეყანაში ჰომოსექსუალები ისჯებიან კანონით ხოლო შვიდ ქვეყანაში მათ სიკვდილით სჯიან, ვატიკანი სწორედ რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგი გამოდის.

Tuesday, March 17, 2009

რუსთავი 2 ერთსქესიანი ქორწინებისათვის ,,იბრძვის'' ???!!!


მაშ ასე, ეთერშია კურიერი, დღის მთავარი თემა - ერთსქესიანი ქორწინება… პირველ რიგში მივესალმები ყველანაირ ინფორმაციას რომელიც ლგტბ თემატიკას გააშუქებს საქართველოში. რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი რომ ვიყო არც ეს ბლოგი მექნებოდა.
და მაინც რაშია პრობლემა ? ვისაც არ უნახავს მოკლედ გადმოვცემ, 9 საათიანი კურიერის ერთ ერთ წამყვან თემად 17 მარტს გავიდა რეპორტაჟი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ. სიუჟეტი ეხებოდა ვინმე გეგას რომელსაც სურს ოფიციალურად იქორწინოს, მაგრამ ჰოი საოცრებავ, საქართველოში თურმე ერთსქესიანი ქორწინება დაშვებული არაა… ახალი ამბავიც ამას ქვია.
რა თქმა უნდა თემატიკა სერიოზულია და ხშირ განხილვას და დებატებს საჭიროებს. მაგრამ საინტერესოა რა კრიტერიუმით მოხდა ასეთი რეპორტაჟი, რომელიც არანაირ ახალ ინფორმაციას არ შეიცავს საინფორმაციო გამოშვების პირველივე ნაწილში. ყველაფერი რომ ჟურნალისტებს და მათ არაფროფესიონალიზმს დავაბრალოთ (ურომლისობასაც ეს სიუჟეტი ნამდვილად არ უჩივის), არც ჩვენი ეკონომისტი ჰომოსექსუალია ძალიან თანამიმდევრული. ჯერ იძახის რომ ჰომოსექსუალები თურმე ,,ერთი თვე მაქსიმუმი 5 თვე ერთი წელი ორი თვე სამი თვე’’ (სტილი დაცულია) შეიძლება დარჩნენ ერთად და ხაზგასმით ამბობს რომ არ არსებობს იდეალური ურთიერთობა გეებს შორის (ამას ლუჟკოვიც იძახის), ამის შემდეგ როცა ელოდები რომ საშინელ ჰომოფობიურ განცხადებას გაააკეთებს, ჩვენი გიგილო არც მეტი არც ნაკლები ჰომოსექსუალთა ასეთი მსუბუქი და დროებითი (როგორც თვითონ გვმოძღვრავს) ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას ითხოვს. აქ კომენატრი ზედმეტია.
გარდა ამისა ადამიანს მიუედავად გახსნილობისა აშკარად ემჩნევა რომ ქართული ,,სკოლა’’ აქვს გამოვლილი და დაუფიქრებლად, რეპორტაჟში რომლითაც თავისი კეთილი ნებით (და ამაში სულაც არ მინდა ეჭვის შეტანა) საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს, არც მეტი არც ნაკლები ბუნებრივ ნაკლს უწოდებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს. ეხლა გეკითხებით, მე კარგი, გავარკვევ რამეს, მაგრამ რა ქნას ბებიაჩემმა ? როგორ გაიგოს ?
ეს კიდე არაფერი, მე დამრჩა შთაბეჭდილება რო ჟურნალისტიც და რესპოდენტიც ორივე დაგვცინიან, როდესაც აცახადებენ რომ გეგა პირველი ქართველია რომელიც საჯაროდ და დაუფარავად იბრძვის თავისი უფლებებისათვის, ამ დროს კი ეთერში მისი სახე კუბიკებითაა დაფარული და ხმაც დამახინჯებულია. ასე ბატონო ირანშიც განვაცხადებ დაუფარავად რომ გეი ვარ.
და კიდევ ერთი რამ რაც, პირადად მე ვერ გავიგე. სადაა ,,ის’’. როცა გამოდიხარ და ქორწინებას ითხოვ აქ ,,კაკ მინიმუმ’’ ორნი უნდა იყოთ. მარტო ამას ქორწინება კი არა ონანიზმი ქვია. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ გეგას არავინაც არ ყავს ამჟამად და უბრალოდ იძახის რო უნდა შეიტანოს განცხადება მომეცით ქორწინების უფლებაო. ისე მართლა რო მისცენ მერე რას იზავს ? ყავს ვინმე ? აქ ორი პასუხია შესაძლებელი დიახ და არა. ვნახოთ პირველი ვარიანტი, თუ დიახ ყავს ვინმე, მაშინ გაუგებარია რატომ გამოდის მარტო და სად არის მისი მეორე ნახევარი. თუ ის მეორე არ ეთანხმება გეგას და დამალვა ურჩევნია მაშინ თუნდაც ნება დართონ მათი ქორწინება მაინც ვერ შედგება. მეორე ვარიანტში კი გეგას სვანის პონტში მარტო მოუწევს საქორწინო მოგზაურობაში წასვლა.
ასეთი ტიპის უნიჭო რეპორტაჟების მომზადება ისეთივე ჰომოფობიური გამოხტომა და მარაზმია ჩემი აზრით როგორც ღამის შოუს და შაბათის შოუს იაფფასიანი ხუმრობები. რეპორტაჟები საზოგადოებაში ჰომოსექსუალების იმიჯის სასარგებლოდ სულაც არ მუშაობს, ამას ამავე რეპორტაჟში იუსტიციის სამინისტროს ერთერთი განყოფილების ხელმძღვანელის ირონიული ღიმილიც ადასტურებს. ზუსტად ასე ეცინებათ ხოლმე სოფელში როცა დავუშვათ ვინმე ,,გააკუებს’’.
და ბოლოს, ციტატა რეპორტაჟიდან ,,გეგამ იცის რომ კანონი ერთსქესიან ქორწინებას უკრძალავს მაგრამ უფლებებისთვის ბრძოლას არ აპირებს’’. ეს წინადადება ცალკე გარჩევის თემაა მაგრამ მოსაწყენი რომ არ გახდეს სტატია აქვე ,,გავათავებ ‘’. :):):)

შიდსით დაავადებულთა მაღალი მაჩვენებელი, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში ფიქსირდება

აივ-შიდსით დაავადებულთა ყველზე მეტი მაჩვენებელი, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში ფიქსირდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია ცინცაძემ განუცხადა, ქვეყნის მასშტბით რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1916 შემთხვევა.
ყველაზე მეტი, 679 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ მოდის სამეგრელოს რეგიონი 303, აქედან ზუგდიდში - 225; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 267; იმერეთში - 245; აფხაზეთში - 103; ქვემო ქართლში - 71; კახეთში - 71; შიდა ქართლში - 51; გურიაში - 41; ფოთში - 29; სამცხე-ჯავახეთში - 26; სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.
აივ-შიდსით დაინფიცირებულთა 59.8% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 33.2% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 2.7% ჰომობისექსუალური კონტაქტით; 2.3% ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.7% სისხლის გადასხმით, ხოლო 1.3%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.
დაავადებულთა შორის 163 ლტოლვილია. თბილისში ჩატარებული ანალიზების შემდეგ აივ-შიდსი 48 უცხოელს დაუდგინდა.
საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. ჩატარებული სტატისტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.
The georgian Times

ტელეღიპუცები

LGTB ახალი ამბები


აშშ - დასავლეთ ვირჯინიის შტატში მიიღეს კანონპროექტი რომელიც მიზნად ისახავს LGTB ადამიანების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციული ფაქტების აღმოფხვრას. ყურადღება გამახვილებულია განსაკუთრებით შრომით საქმიანობაზე, უძრავი ქონების ყიდვასა და კრედიტების გაცემის პოლიტიკაზე.

ბრაზილია - მსახიობი მარკო რიბერიო რომელისაც დღემდე გახმოვანებული აქვს შონ პენის ყველა როლი, უარს აცხადებს მილკის გახმოვანებაზე. მოტივი მის რელიგიურ პრინციპებთან ფილმის შინაარსის შეუსაბამობაა.

ბულგარეთი - მედიის ზედამხვედელობის ეროვნული კომისია გამოვიდა წინადადებით აიკრძალოს LGTB აქტიურობის გაშუქება ტელევიზიებით.

ლონდონი - ბრიტანეთის დედაქალაქში 25 მარტიდან 8 აპრილამდე გაიმართება LGTB ფილმების კინოფესტივალი.

ინდოეთი - ქალაქ მადრას მერიამ გადაწყვიტა ქალაქში დაამონტაჟოს სპეციალური ტუალეტები ტრანსსექსუალებისათვის. ესპანეთი - გეი წყვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასჯელი მიესაჯა არა უშუალოდ ჩადენილი მკვლელობისათვის, არამედ ხანძრის განზრახ გაჩენის გამო, რომელიც მან მკვლელობის შემდეგ გააჩინა.

საფრანგეთი –1 იანვარს გამთენიისას 5 კაციანმა ჯგუფმა სხვის მანქანაში რომელიც ფუნთუშების მოპარვის მიზნით გააღეს გეი ჟურნალები აღმოაჩინა. სწორედ ამას მოჰყვა მანქანის მფლობელზე და მის მეგობარ ბიჭზე თავდასხმა. საბედნიეროდ ყველაფერი იქვე დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა გადაიღო. სასამართლოს 2 თვე დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად რომ თავდასხმის მიზეზი მხოლოდ მსხვერპლის სექსუალური ორიენტაცია იყო. საბოლოოდ ხუთივეს 6 თვიანი პატიმრობა და დაზარალებულთა სასარგებლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

მექსიკა –მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქის მერობაზე კენჭს იყრის გეი კანდიდატი. კანდიდატი სოციალ-დემოკრატებმა წარმოადგინეს. 31 წლის მიგელ გალანი რომელსაც არასდროს დაუმალავს რომ გეია, გამარჯვების შემთხვევაში პირველი გეი მერი იქნება მექსიკაში.

Sunday, March 15, 2009

ალა პუგაჩოვა სცენიდან მიდის

პოპულარულმა რუსმა მომღერალმა,რუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვამ გამოაცხადა, რომ საკონცერტო მოღვაწეობას თავს ანებებს.

ალა დეიდა სცენას საიუბელეო გასტროლების შემდეგ დატოვებს. მსოფლიო ტურნე რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს მოიცავს,

პუგაჩოვამ ამ გადაწყვეტილების ორი ძირითადი მიზეზი დაასახელა. ”პირველი - ჯანმრთელობაა, გული აღარ მაძლევს საშუალებას ვიმოგზაურო გემითა და თვითმფრინავით კონცერტების ჩასატარებლად, მეორე კი - მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ, რომლებიც მე გადავიტანე, ხმა რა თქმა უნდა ისეთი აღარ არის. ამიტომ იგი ვეღარ გადმოსცემს იმ გრძნობებსა და ინტონაციებს, რომლებიც მინდა რომ გადმოვცე”, - განცხადა სახალხო არტისტმა სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.

მართალია სცენიდან მიდის, მაგრამ უმექმედოდ ყოფნას არ აპირებს, იგი უკვე მოღვაწეობს რადიო ალაში, ასევე დაგეგმილი აქვს ძალების მოსინჯვა კინოსა და თეატრში. აპრილის დასაწყისში ფინალურ სოლო კონცერტებს ალა პუგაჩოვა კრემლში გამართავს. 15 აპრილს კი, პუგაჩოვას 60 წლის იუბილეზე (უფიციალური ვერსიით:) კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი გაიმართება დარბაზ ,,როსიაში’’.

პრესკონფერენციაზე რომელიც საათნახევარს გაგრძელდა და რომელიც როგორც გახსნისთანავე გამოაცხადეს კიევში, თბილისში :) და ერევანშიც მიმდინარეობდა ვიდეოკონფერენციით პრიმადონამ უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას რომელიც არავის გაუკვირდება რომ ევროვიზიის კონცერტს და ჩვენს სიმღერას ეხებოდა, თუმცა ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა რადგანაც როგორც ჩანს ალა დეიდა აზრზეც არ იყო (ყოველ შემთხვევაში ასე აჩვენა) ამ სიმღერის შესახებ. მას შემდეგ რაც მას ძალიან მოკლედ აუხსნეს სიმღერისა და მისი შინაარსის შესახებ ალაჩკამ განაცხადა რომ კომენტარს თბილისში ჩამოსვლისას გააკეთებდა და მოკლედ შემოიფარგლა იმის თქმით რომ დავანებოთ თავი პოლიტიკაზე სიმღერას და ვიმღეროთ სიყვარულზე.

ასე რომ პუგაჩოვას გამოსამშვიდობებელ კონცერტს თბილისშიც უნდა ველოდოთ. ძალიან კარგი. :) :) :)

Saturday, March 14, 2009

გააუპატიერეთ და განიკურნებიან

სხვადასხვა მონაცემებით სამხრეთ აფრიკაში ლესბოსელები ძალიან ხშირად ხდებიან შეგნებული სექსუალური აგრესიის მსხვერპლნი. საქმე არ ეხება ჩვეულებრივ გაუპატიურებას, კაცები ფიქრობენ რომ ხშირი გაუპატიურების შემთხვევაში ლესბოსელი ქალის განკურნებას შეძლებენ.

თურმე ასეთი ,,საკორექციო’’ გაუპატიურებების რიცხვი ამ ბოლო ხანებში თანდათან მატულობს, განსაკუთრებით გარეუბნებში სადაც სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენა ცხოვრობს და შესაბამისად ჰომოფობიის მაღალი დონით გამოირჩევა. 13 მარტს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით რომელიც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია ActionAid-მა ჩაატარა, კვირაში 10 მდე ასეთი გაუპატიურების შემთხვევა ხდება, იგივე კვლევის მიხედვით ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყანაში 31 ლესბოსელი შეეწირა პირდაპირ ჰომოფობიურ აგრესიას და აქედან მხოლოდ ერთადერთის მკვლელი იქნა გასამართლებული.

მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის კონსტიტუცია კანონის თანასწორობას ითვალისწინებს და კრძალავს სექსულური ორიენტაციის ნიადაგზე ყოველგვარ დისკრიმინაციას, კანონი არ არსებობს რომელიც განასხვავებს ჰომოფობიის მოტივით ჩადენილ მკვლელობას თუ დანაშაულს სხვა დანაშაულებისგან. ადამიანის უფლებათა დამცველი კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვს ასეთი ტიპის დანაშაულისათვის სპეციალური კანონის მიღებას.

საერთოდ სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა სექსუალური დანაშაულების სიმრავლით (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ჰომოფობიური აქტები). წელიწადში სავარაუდოდ გაუპატიურების 500 000 ფაქტი ხდება, აქედან საშუალოდ მხოლოდ 25 საქმე თუ მიდის სასამართლომდე და ამ 25დანაც საშუალოდ მხოლოდ ერთი ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში.

Friday, March 13, 2009

რიგის გეი პარადი 2009

ლატვიაში რელიგიურ ჯგუფებს დაეგზავნათ მიმართვა რომლითაც რიგის მუნიციპალიტეტი სთხოვს იგნორირება გაუკეთონ მაისში ქალაქში დაგეგმილ გეი პარადს. მერიის წარმომადგენელმა, რელიგიურ ჯგუფებთან დაგეგმილ შეხვედრაზე განაცხადა რომ არ არის საჭირო ყურადღების გამახვილება ამ მოვლენაზე, რაც უფრო უყურადღებოდ დატოვებენ ასეთ მოვლენას, მით მეტი შანსია რომ მომავალში ორგანიზატორებს პარადის ჩატარების სურვილი აღარ გაუჩნდეთ .

თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ლატვიის ქრისტიანული რადიოს დირექტორი, მისი აზრით შეუძლებელია ჭეშმარიტი ქრისტიანები ასეთ მოვლენას ჩუმად შეხვდნენ. ქრისტიანების ვალია კატეგორიული პოზიცია დაიკავონ ქვეყანაში გეი მსვლელობების და ყველანაერი გეი აქტიურობის წინააღმდეგ.

წლევანდელი რიგის პარადი იმითაა აღსანიშნავი რომ პირველად იგი მოიცავს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ოფიციალურად ამ დღეებს ბალტიის ქვეყნების მეგობრობის დღეების ქვია.

პარადის ორგანიზატორებმა ქალაქის მერიას ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში მიმართეს სანქციის გასაცემად. შეთავაზებული იყო მსვლელობის ორი სავარაუდო მარშრუტი. თუმცა ანტიგეი მოძრაობის წევრებმა, კერძოდ მოძრაობამ ,,ოჯახისათვის'', ასევე მიმართა მერიას იმავე დღეს ანტიგეი მსვლელობის, ოფიციალურად კი ოჯახის დღესასწაულის გასამართად, რომელსაც ადგილი ექნება იმავე პარკში სადაც გეი მსვლელობა უნდა დასრულდეს. ქალაქის მერიის სამსახურს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ეკლესია კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ასეთ მსვლელობას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ იგი რომელიმე ეკლესიასთან ახლოს ჩაივლის. მისივე თქმით ეკლესია სპეციალურად ამასთან დაკავშირებით ლოცვებს აღავლენს რათა ღმერთს შესთხოვონ რომ ხალხი არ წავიდეს ასეთ აქციაზე. (თუ ასე ადვილია საქმის გადაწყვეტა რაღას გაჰკივიან?:))

მისივე თქმით მათ უკვე მიმართეს რიგის მერიას რათა გააკეთონ ყველაფერი რაც შესაძლებელს გახდის გეი პარადის არ ჩატარებას. (მერე რამე რომ იყოს თავს გაიმართლებენ, სიტყვა აკრძალვა არ გვიხსენებია, უბრალოდ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთო, როგორც ჩვენ საპატრიარქოს დაემართა დიდ ათეულთან დაკავშირებით).

ამასთან ერთად სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს რიგის მერს არ დაეჭირა მხარი გეი პარადისათვის და მხარი დაეჭირა ,,ოჯახისათვის'' კავშირის მიერ მომზადებული მსვლელობისათვის.

მომავალ წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ ერთობლივ პარადს ჩაატარებენ, ამჯერად უკვე ლატვიის დედაქალაქ ვილნიუსში.


უგანდაში ჰომოფობების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა


ჰომოფობი აქტივისტები ერთიანდებიან რათა ერთ ძალად იბრძოლონ ერთსქესიანი ურთიერთობების ამოსაძირკვად (?!). ამ ინიციატივის ერთ ერთი ავტორი და თანამოაზრეა ამერიკული ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’.

სამხრეთ აფრიკული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით 7 მარტს უგანდის დედაქალაქ კამპელაში შეიქმნა ანტიგეი გაერთიანება, რომლის მიზანიც, როგორც დასახელებიდანაც ჩანს არის ჰომოსექსუალობის დამარცხება ქვეყანაში, ყოველგავრი ჰომოსექსუალური ხასიათის პროპაგანდის აკრძალვა რათა გამორიცხონ მომავალში ჰომოსექსუალური ურთიერთობების არსებობა.

ჯგუფის შექმნა გადაწყდა სამდღიან კონფერენციაზე (ამზე მოკლედ უკვე დავწერე წინა დღეებში, იხილეთ აქ) ამერიკელი ქრისტიანი ევანგელისტების და ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’ მიერ. ეს საკმაოდ ძლიერი ჯგუფია რომელიც ამერიკაში რადიო სადგურებსაც კი ფლობს. ანტიგეი ექსტრემისტების შეკრების მიზანი იყო დაესახათ გზები თუ როგორ ებრძოლათ ჰომოსესუალობის გავრცელების წინააღმდეგ და აეხსნათ საზოგადოებისათვის ჰომოსექსუალობისგან განკურნების გზები. მათ რიგებში არიან ე.წ. ყოფილი გეებიც, როგორც ფილმში Eating out, ოღონდაც ამჯერად ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სასტიკი პროტესტი გამოთქვეს ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უგანდის სექსუალურ უმცირესობათა გაერთიანებამ. ერთობლივ კომუნიკეში ადამიანის უფლებათა დამცველები კოლონიალიზმის ახალ ფორმას უწოდებენ (იგულისხმება ამერიკელების მიერ) ჰომოფობიის ასეთ მხარდაჭერას აფრიკის ქვეყნებში და გამოხატავენ შეშფოთებას, რომ აღნიშნული ფაქტი დიდად გაზრდის ასეთ ქვეყნებში LGTB ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და აგრესიის ფაქტების რაოდენობას.

აი რამდენიმე გამონათქვამი უგანდელი პოლიტიკოსების და ამ აღნიშნული მუშაჯგუფის წევრებისა რომელიც ერთ ერთ ბლოგერთან ვნახე და მისი ნებართვით გთავაზობთ: ,,მივუშვათ კრიმინალური გამოძიების ბიურო დაიჭიროს ყველანი’’, ,გადავასახლოთ ვიქტორიის რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე ყველანი და დავტოვოთ იქ სანამ არ ამოწყდებიან’’, ,არ შეიძლება შიდსის პრევანციის პროგრამა ეხებოდეს ჰომოსექსუალებსაც, რადგანაც ისინი არალეგალები არიან’’ ,,შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გეები არიან’’ ხოლო ეთიკის სამინისტრომ განაცხადა რომ საჭიროა მათი დაჭერა და ქვეყნიდან გაგდება’’ – აი ეთიკა ასეთი მესმის.

საინტერესოა რომ ანტიგეები რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად ამერიკიდან ფინანსდებიან და იმართებიან განუწყვეტლივ გაჰკივიან რომ ჰომოსეხსუალების პროპაგანდა უცხო ქვეყნიდან იმართება და ფინანსდება და რომ იგი მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ (რა ნაცნობი სიტუაციაა საქართველოსათვის).

და ბოლოს, ის ჯგუფი რომელიც ამ კმპანიას აფინანსებს იგივე ლოზუნგების გაშლას თავის ქვეყანაში ვერ ახერხებს, რადგანაც იქ უკვე მკვეთრად გამოხატული ჰომოფობია ისჯება კანონით.


Sunday, March 8, 2009

განწყობისათვის...

ეს სიმღერა მისი პირველი ალბომიდანაა. ,,სიმღერა მაშინ დავწერე როცა ჩემს ბოი ფრენდს დავშორდი. მას აღარ ვუყვარდი, იმიტომ რომ ფიქრობდა რომ მეც აღარ მიყვარდა იგი. ეს იყო ძალიან ძნელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.’’ განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სიმღერას ქვეყნის დასასრული ქვია. აპოკალიპსისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მშვენიერი სიმღერაა და ძალიან ლამაზი კლიპი.
მომღერალი და კომპოზიტორი, მათ ალბერი დიდი ხანი ქორისტი იყო, იგი სულ ახლახანს გადასახლდა კალიფორნიაში და პირველი ალბომიც გამოუშვა. მისი საიტი და სხვა სიმღერები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მეთიუ მიტჩემი

მეთიუ მიტჩემზე ბევრი დაიწერა ქართულ ბლოგებში. ავსტრალიელი მოცურავე და 2009 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ალბათ ერთ ერთი ყველაზე წარმატებილი (და დაცემა :)) გეი სპორტსმენია მსოფლიოში.
ფრანგული ჟურნალი ,,ეკიპ მაგაზინი'' 7 მარტის გამოცემაში ორ გვერდ უთმობს ავსტრალიელ მოცურავეს, რაღა თქმა უნდა თავისი სექსი სურათებით. სტატიაში ჟურნალისტი უბრუნდება მისი ქამინგ აუთის თემას, რომელიც მეთიუმ ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე გააკეთა. ეს გმირობაა, იმ დროს როცა სპორტის სამყარო მსოფლიოში კვლავ რჩება ყველაზე ჰომოფობად. კორესპონდენტის კითხვას მიტჩემი პასუხობს რომ მან ქამინგ აუთი გააკეთა ყოველგვარი წინასწარ გათვლების გარეშე. ,,მე ვცხოვრობ ბიჭთან ერთად, რომელიც მიყვარს. რატომ უნდა დამემალა ? მე რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი ეს ლაშლანის (მისი ბოი ფრენდი) დამსახურებაცაა''.
ამავე სტატიაში მიტჩემი კიდევ ერთხელ საუბრობს თავის სურვილზე არ დაჯერდეს ოლიმპიურ ჩემპიონობას და გახდეს მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში. ჩემპიონატი ივლისში რომში ჩატარდება. გახდება თუ არა ჩემპიონი არავინ იცის მაგრამ ერთი რამ ცხადია, იტალიელებს და არა მარტო მათ, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება მისი ლამაზი სხეულით მოიხიბლონ.
ქამინგ აუთიდან სამი თვის შემდეგ მიტჩემი გუშინ პირველად გამოვიდა სახალხოდ სიდნეის ყოველწლიურ LGTB მსვლელობაზე. ესეც რამდენიმე გუშინდელი ფოტო კვირის კარგ განწყობაზე დასამთავრებლად.


Saturday, March 7, 2009

კვირის ამბები...


ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა ჰილარი კლინტონმა ევროპარლამენტის შენობაში დისკუსია გამართა ჯგუფთან ,,ახალგაზრდა ევროპელები’’. ერთ ერთ კითხვაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა მან განაცხადა ,,ადამიანის უფლებები არის და ყოვეთვის იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დასაყრდენი. განსაკუთრებით ყურადღებით ვუდგებით გეების და ლესბოსელების დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტებს’’.

ინგლისის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა სინანული გამოთქვა კალიფორნიის შტატში გეი ქორწინების აკრძალვის გამო და ამ ფაქტს მიუღებელი უწოდა. მან ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხალხს სიფრთხილისაკენ მოუწოდა. პრემიერ მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა რომ რეფერენდუმით დადასტურებული ეს აკრძალვა მალე გაუქმდება.

ფილადელფიაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, იუდეველი რელიგიის მსახურთა უმრავლესობა, 70 პროცენტი მზადაა LGB პიროვნებების მისაღებად სინაგოგაში. კითხვარები სულ 3000 რაბინს დაეგზავნა, ამერიკაში და კანადაში. აქედან პასუხები სულ 1000 მა გამოაგზავნა. გამოკითხვაში არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.

ახალი ზელანდია ყველა მამაკაცს, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონია თუნდაც ერთი სეხსუალური კავშირი სხვა მამაკაცთან ამიერიდან ეკრძალება სისიხლის ჩაბარება. სისიხლის დონორობის უფლება გეებს უკვე დიდი ხანია საფრანგეთშიც ეკრძალებათ, ამის წინააღმდეგაც 2009 წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ საფრანგეთის LGB ორგანიზაციები. საქართველოში ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან გრაფის შევსებისას ნაკლებად სავარაუდოა რომ ქართველებმა თავისი ნებით მიუთითონ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. :):):)

უგანდა - კამპელაში, სასტუმრო ტრიანგლში 5 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება საერთაშორისქო ანტი გეი კონფერენცია. მასში მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტი მემარჯვენეები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ოჯახის სიწმინდის (???) დამცავი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმრავლესობა ამერიკიდან. ამერიკიდანაა წარმოდგენილი ასევე ყოფილი გეების ასოციაცია (ასეთიც არსებობს თურმე) . დასანანია რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰომოფობების ამ მასკარადზე არ მიუწვევიათ საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.

საფრანგეთირადიო ფრანსის გენერალურ დირექტორს, რომელიც გეია შეიძლება ძვირად დაუჯდეს ერთ ერთ კალენდრისთვის პოოზიორობა. საქმე ეხება კალენდარს რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ართ-ერთმა ორგანიზაციამ გამოსცა ქველმოქმედების მიზნით და საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სადაც ნათქვამია რომ აღნიშნულმა ფაქტმა ნიკოლა სარკოზის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. რადიო ფრანსის დირექტორს სავარაუდოდ მაისის შემდეგ მანდატს აღარ გაუგრძელებენ.

Friday, March 6, 2009

მოსკოვის გეი პარადი ევროვიზიის კონკურსის დღეს ჩატარდება

გეი პარადის მორიგი, რიგით მეოთხე გამოცემა მოსკოვში სპეციალურად დაამთხვიეს ევროვიზიის კონკურსს და იგი 17 მაისის ნაცვლად 16 მაისს ჩატარდება. სტრატეგია კარგადაა გათვლილი, ამ დღეს მოსკოვი მსოფლიო მედიის ყურადრების ცენტრში იქნება, ბოლოსდაბოლოს ათასობით უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს ევროვიზიის კონცერტს. თუმცა ნებართვა წლევანდელ პარადზე, ისევე როგორც წინა წლებში არ გაიცა. ორგანიზატორებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს სასამართლოს და... პასუხი: საქმის განხილვას 5 დან 6 წლამდე დასჭირდება. ამის გამო ერთი კვირის წინ სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობასთან რუსი LGTB მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სავარაუდოდ ისევე როგორც წინა წლებში გეი პარადი მაინც გაიმართება უნებართვოდ, მაღთლმადიდებელი რუსების წივილ-კივილის ფონზე, რაც როგორც წესი პოლიციის მიერ მონაწილეების დაშლით დასრულდება, თუმცა ყოველივე ეს ევროვიზიის ფინალის დღეს უკვე მეტ ინტრიგას იძენს, ასე რომ ევროვიზიის 2009 წლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იქნება. გეი პარადის სკანდალმა შეიძლება ჩვენი სიმღერაც კი დაჩრდილოს :)
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც, მოსკოვი კვლავ რჩება ევროპაში ერთ ერთ ყველაზე ჰომოფობ ქალაქად. ყველაზე სამწუხარო კი ისაა რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) იგივე ქალაქი თამამად შეიძელება ჩაითვალოს ყველაზე Gay Friendly ქალაქად. :):):)

Wednesday, March 4, 2009

ამერიკის არმია გეების მისაღებად ემზადება

ამირიკის კონგრესში ახალი კანონპროექტი შევიდა, უფრო სწორად ძველის შესწორება მოხდება. საქმე ეხება ცვლილებების შეტანას კანონში, რომელიც 1993 წლიდან უფლებას აძლევს გეებს და ლესბოსელებს იმსახურონ არმიაში, ოღონდაც დუმულის სანაცვლოდ, ანუ მხოლოდ მათ ვინც არ განაცხადებს ხმამაღლა თავისი სექსუალური ოროენტაციის შესახებ. 1993 წლის შემდეგ, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა 13 ათასამდე გეი და ლესბოსელი იქნა დათხოვილი არმიიდან, ისინი ვისაც ქამინგ აუთი უკვე ჰქონდათ გაკეთებული. აღნიშნული ცვლილებები ჯერ კიდევ 2006 წლებში იყო წარდგენილი კონგრესში, მაგრამ მაშინ იგი ვერ გავიდა.დროა არმიამ გადახედოს თავის პოლიტიკას და მიიღოს ყველა კადრი კვალიფიკაციის და არა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ასე მოუწოდებს კალიფორნიის წარმომადგენელი კოლეგა კონგრესმენებს. 1993 წელს, ინაოგურაციიდან სულ ცოტა ხანში ბილ კლინტონმა მიმართა პენტაგონს ბოლო მოეღოთ არმიაში აყვანისას არსებულ დისკრიმინაციული ფაქტებისთვის, თუმცა მაშინ კლინტონის ეს ინიციატივა საკმაოდ ცუდად მიიღეს როგორს არმიის ხელმძღვანელობამ ასევე რესპუბლიკელება და არც საზოგადოებრივი აზრი იყო მაინცდამაინც ფავორიტული. საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტი შეირჩა და მიიღეს კანონი რომელიც მართალია უფლებას აძლევს ჰომოსექსუალებს იმსახურონ არმიაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით თუ არ განაცხადებენ თავიანთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ამ მხრივ ბევრად უფრო კარგადაა საქმე (ყველაფერი შედარებითია) ევროპის რიგ ქვეყნებში. მახსოვს ამ ზაფხულს ინგლისში თავდაცვის სამინისტრომ პირველად მსოფლიოში ნება დართო გეი ჯარისკაცებს გეი პარადზე გამოსულიყვნენ არც მეტი არც ნაკლები...არმიის სახელით და სამხედრო ფორმებით. რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია რაიმე კანონი არსებობდეს, რომელიც აკრძალავს ჰომოსექსუალების მიღებას ან პირიქით აკრძალავდა დისკრიმინაციას. პრინციპში ჩვენთას კონტექსტიც სხვანაერია და ასეთი რამე რომც იყოს შეიძლება ბევრმა პირიქით გამოიყენოს სავალდებულო სამსახურის თავის აცილების მიზნით. საინტერესოა

Monday, March 2, 2009

რობერტო ბენინი ჰომოფობიის წინააღმდეგ

ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა, რობერტო ბენინიმ იტალიის ერთ-ერთ წამყვან არხზე გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ჰომოსექსუალების დასაცავად.. გადაცემა ეხებოდა პოვიას ახალ სიმღერას (იხილეთ წინა სტატია).

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს მისი გამოსვლიდან :

ჰომოსეხსუალები ღმერთის პროექტია, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი. გეები არ არიან ცოდვილები, ყველაზე მეტი ცოდვა სიბრიყვეა.

საკონცენტრაციო ბანაკებში (მეორე მსოფლიო ომის დროს) ჰომოსექსუალები აწამეს იმისათვის რომ უყვარდათ სხვა. წარმოიდგინეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ გვაწამონ მხოლოდ ჩვენი სასიყვარულო გრძნობების გამო. ეს ყველაფერი აბსურდია. დაუჯერებელია რომ დღეს კიდევ ამ თემაზე გვიწევს ლაპარაკი. სიყვარული ბევრად უფრო იმედისმომცემია ვიდრე რწმენა.

ამის შემდეგ რობერტომ ოსკარ უალდის წერილი წაიკითხა, რომელიც მან თავის ,,მეგობარს’’ მისწერა. მის გამოსვლას დარბაზი დიდი ოვაციებით შეხვდა.

იტალია ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან ერთ-ერთია (სამწუხაროდ არა ერთად-ერთი) სადაც ჰომოფობიას ისევ მძლავრად აქვს ფეხი მოკიდებული, რა თქმა უნდა ლომის წვლილი ამაში ვატიკანს და ამ ქვეყანაზე მის უდიდეს გავლენას მიუძღვის.

მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ერთსქესიანი ქორწინების ან ქორწინების ძალის მქონე კავშირის შესახებ კანონის გატანა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რობერტოსნაირი ადამიანების, რომელიც იტალიაში ყველას უყვარს მხარდაჭერას. ბენინი თვითონ არაა გეი, მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმით ,,ცხოვრება მშვენიერია’’, ამ ფილმმა გაიმარჯა ცნობილ ოქროს პალმის რტოს ფესტივალზე, ასევე გახდა ოკარის გამარჯვებული და თავად ბენინი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.

ბრავო რობერტო !!!!

 
javascript