ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, March 7, 2009

კვირის ამბები...


ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა ჰილარი კლინტონმა ევროპარლამენტის შენობაში დისკუსია გამართა ჯგუფთან ,,ახალგაზრდა ევროპელები’’. ერთ ერთ კითხვაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა მან განაცხადა ,,ადამიანის უფლებები არის და ყოვეთვის იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დასაყრდენი. განსაკუთრებით ყურადღებით ვუდგებით გეების და ლესბოსელების დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტებს’’.

ინგლისის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა სინანული გამოთქვა კალიფორნიის შტატში გეი ქორწინების აკრძალვის გამო და ამ ფაქტს მიუღებელი უწოდა. მან ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხალხს სიფრთხილისაკენ მოუწოდა. პრემიერ მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა რომ რეფერენდუმით დადასტურებული ეს აკრძალვა მალე გაუქმდება.

ფილადელფიაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, იუდეველი რელიგიის მსახურთა უმრავლესობა, 70 პროცენტი მზადაა LGB პიროვნებების მისაღებად სინაგოგაში. კითხვარები სულ 3000 რაბინს დაეგზავნა, ამერიკაში და კანადაში. აქედან პასუხები სულ 1000 მა გამოაგზავნა. გამოკითხვაში არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.

ახალი ზელანდია ყველა მამაკაცს, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონია თუნდაც ერთი სეხსუალური კავშირი სხვა მამაკაცთან ამიერიდან ეკრძალება სისიხლის ჩაბარება. სისიხლის დონორობის უფლება გეებს უკვე დიდი ხანია საფრანგეთშიც ეკრძალებათ, ამის წინააღმდეგაც 2009 წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ საფრანგეთის LGB ორგანიზაციები. საქართველოში ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან გრაფის შევსებისას ნაკლებად სავარაუდოა რომ ქართველებმა თავისი ნებით მიუთითონ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. :):):)

უგანდა - კამპელაში, სასტუმრო ტრიანგლში 5 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება საერთაშორისქო ანტი გეი კონფერენცია. მასში მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტი მემარჯვენეები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ოჯახის სიწმინდის (???) დამცავი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმრავლესობა ამერიკიდან. ამერიკიდანაა წარმოდგენილი ასევე ყოფილი გეების ასოციაცია (ასეთიც არსებობს თურმე) . დასანანია რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰომოფობების ამ მასკარადზე არ მიუწვევიათ საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.

საფრანგეთირადიო ფრანსის გენერალურ დირექტორს, რომელიც გეია შეიძლება ძვირად დაუჯდეს ერთ ერთ კალენდრისთვის პოოზიორობა. საქმე ეხება კალენდარს რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ართ-ერთმა ორგანიზაციამ გამოსცა ქველმოქმედების მიზნით და საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სადაც ნათქვამია რომ აღნიშნულმა ფაქტმა ნიკოლა სარკოზის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. რადიო ფრანსის დირექტორს სავარაუდოდ მაისის შემდეგ მანდატს აღარ გაუგრძელებენ.

3 comments:

  1. კარგია, მოკლედ და კონკრეტულად :):):)

    ReplyDelete
  2. ბლოგების ლისტში ჩაგამატე ჩემთან, იმედია წინააღმდეგი არ ხარ :) ისე გავითიშე ინტერნეტიდან რომ გამომრჩა მომელოცა ბლოგის გაკეთება. მოკლედ, გილოცავ, მომწონს და წარმატებებს გისურვებ ;)

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა დავიდ, წინააღმდეგი რატო უნდა ვიყო, პირიქით, მეც დაგამატე ჩემს ბლოგების ლისტში, იმედია არ იქნები წინააღმდეგი :):):)

    ReplyDelete

 
javascript