ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, March 21, 2009

ბერლინის მერია ჰომოფობიის წინააღმდეგ

ბერლინის ქუჩებში ქალაქის მერიის თაოსნობით და ჰომოფობიასთან ბრძოლის ეგიდით ახალი ბილბორდები გამოჩნდა. სულ სამი სახის ბილბორდი, რომელთაგან თითოეულზე გამოსახულია შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის: ბიჭი და გოგო, ორი გოგო და ორი ბიჭი. ბილბორდებს თან სდევს სლოგანი: ,,სიყვარული იმსახურებს პატივისცემას'' (Liebe verdient Respekt). იგივე სლოგანი არაბულ და თურქულ ენებზეცაა დაწერილი. იდეის ავტორია ქალაქ ბერლინის მერი (რომელიც გახსნილი გეია) და ერთ-ერთი ლგტბ ასოციაცია. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბერლინში ჰომოფობიურმა აქტებმა იმრავლა. ქალაქის მერმა გერმანულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა: ,,სამწუხაროა და გაუგებარი რომ უბრალო კოცნა ორ ადამიანს შორის ამხელა სიძულვილსა და აგრესიას იწვევს ''.
სანამ თბილისში ანალოგიური სახის კამპანია ჩატარდება, შეგიძლიათ იხილოთ ბერლინური ბილბორდების სამივე ვარიანტი.



2 comments:

  1. ძალიან მაგარი პლაკატებია და შესანიშნავი იდეაა. თბილისში ასეთი ბილბორდების გამოჩენა ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოა... მაგრამ ბერლინის მერის არ იყოს, მეც ასე ვფიქრობ, რომ საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანებმა სხვანაირი ადამიანები შეიცნონ და მიიღონ...

    ReplyDelete

 
javascript