ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Tuesday, March 17, 2009

რუსთავი 2 ერთსქესიანი ქორწინებისათვის ,,იბრძვის'' ???!!!


მაშ ასე, ეთერშია კურიერი, დღის მთავარი თემა - ერთსქესიანი ქორწინება… პირველ რიგში მივესალმები ყველანაირ ინფორმაციას რომელიც ლგტბ თემატიკას გააშუქებს საქართველოში. რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი რომ ვიყო არც ეს ბლოგი მექნებოდა.
და მაინც რაშია პრობლემა ? ვისაც არ უნახავს მოკლედ გადმოვცემ, 9 საათიანი კურიერის ერთ ერთ წამყვან თემად 17 მარტს გავიდა რეპორტაჟი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ. სიუჟეტი ეხებოდა ვინმე გეგას რომელსაც სურს ოფიციალურად იქორწინოს, მაგრამ ჰოი საოცრებავ, საქართველოში თურმე ერთსქესიანი ქორწინება დაშვებული არაა… ახალი ამბავიც ამას ქვია.
რა თქმა უნდა თემატიკა სერიოზულია და ხშირ განხილვას და დებატებს საჭიროებს. მაგრამ საინტერესოა რა კრიტერიუმით მოხდა ასეთი რეპორტაჟი, რომელიც არანაირ ახალ ინფორმაციას არ შეიცავს საინფორმაციო გამოშვების პირველივე ნაწილში. ყველაფერი რომ ჟურნალისტებს და მათ არაფროფესიონალიზმს დავაბრალოთ (ურომლისობასაც ეს სიუჟეტი ნამდვილად არ უჩივის), არც ჩვენი ეკონომისტი ჰომოსექსუალია ძალიან თანამიმდევრული. ჯერ იძახის რომ ჰომოსექსუალები თურმე ,,ერთი თვე მაქსიმუმი 5 თვე ერთი წელი ორი თვე სამი თვე’’ (სტილი დაცულია) შეიძლება დარჩნენ ერთად და ხაზგასმით ამბობს რომ არ არსებობს იდეალური ურთიერთობა გეებს შორის (ამას ლუჟკოვიც იძახის), ამის შემდეგ როცა ელოდები რომ საშინელ ჰომოფობიურ განცხადებას გაააკეთებს, ჩვენი გიგილო არც მეტი არც ნაკლები ჰომოსექსუალთა ასეთი მსუბუქი და დროებითი (როგორც თვითონ გვმოძღვრავს) ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას ითხოვს. აქ კომენატრი ზედმეტია.
გარდა ამისა ადამიანს მიუედავად გახსნილობისა აშკარად ემჩნევა რომ ქართული ,,სკოლა’’ აქვს გამოვლილი და დაუფიქრებლად, რეპორტაჟში რომლითაც თავისი კეთილი ნებით (და ამაში სულაც არ მინდა ეჭვის შეტანა) საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს, არც მეტი არც ნაკლები ბუნებრივ ნაკლს უწოდებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს. ეხლა გეკითხებით, მე კარგი, გავარკვევ რამეს, მაგრამ რა ქნას ბებიაჩემმა ? როგორ გაიგოს ?
ეს კიდე არაფერი, მე დამრჩა შთაბეჭდილება რო ჟურნალისტიც და რესპოდენტიც ორივე დაგვცინიან, როდესაც აცახადებენ რომ გეგა პირველი ქართველია რომელიც საჯაროდ და დაუფარავად იბრძვის თავისი უფლებებისათვის, ამ დროს კი ეთერში მისი სახე კუბიკებითაა დაფარული და ხმაც დამახინჯებულია. ასე ბატონო ირანშიც განვაცხადებ დაუფარავად რომ გეი ვარ.
და კიდევ ერთი რამ რაც, პირადად მე ვერ გავიგე. სადაა ,,ის’’. როცა გამოდიხარ და ქორწინებას ითხოვ აქ ,,კაკ მინიმუმ’’ ორნი უნდა იყოთ. მარტო ამას ქორწინება კი არა ონანიზმი ქვია. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ გეგას არავინაც არ ყავს ამჟამად და უბრალოდ იძახის რო უნდა შეიტანოს განცხადება მომეცით ქორწინების უფლებაო. ისე მართლა რო მისცენ მერე რას იზავს ? ყავს ვინმე ? აქ ორი პასუხია შესაძლებელი დიახ და არა. ვნახოთ პირველი ვარიანტი, თუ დიახ ყავს ვინმე, მაშინ გაუგებარია რატომ გამოდის მარტო და სად არის მისი მეორე ნახევარი. თუ ის მეორე არ ეთანხმება გეგას და დამალვა ურჩევნია მაშინ თუნდაც ნება დართონ მათი ქორწინება მაინც ვერ შედგება. მეორე ვარიანტში კი გეგას სვანის პონტში მარტო მოუწევს საქორწინო მოგზაურობაში წასვლა.
ასეთი ტიპის უნიჭო რეპორტაჟების მომზადება ისეთივე ჰომოფობიური გამოხტომა და მარაზმია ჩემი აზრით როგორც ღამის შოუს და შაბათის შოუს იაფფასიანი ხუმრობები. რეპორტაჟები საზოგადოებაში ჰომოსექსუალების იმიჯის სასარგებლოდ სულაც არ მუშაობს, ამას ამავე რეპორტაჟში იუსტიციის სამინისტროს ერთერთი განყოფილების ხელმძღვანელის ირონიული ღიმილიც ადასტურებს. ზუსტად ასე ეცინებათ ხოლმე სოფელში როცა დავუშვათ ვინმე ,,გააკუებს’’.
და ბოლოს, ციტატა რეპორტაჟიდან ,,გეგამ იცის რომ კანონი ერთსქესიან ქორწინებას უკრძალავს მაგრამ უფლებებისთვის ბრძოლას არ აპირებს’’. ეს წინადადება ცალკე გარჩევის თემაა მაგრამ მოსაწყენი რომ არ გახდეს სტატია აქვე ,,გავათავებ ‘’. :):):)

5 comments:

  1. mdes friad dasanania rom chichic da babac ertad gvinda!

    martalia reportaji ar minaxavs magram imeds vitoveb rom ar gagimzafrebia is rac iyo da gampodis rom rac iyo ai isetive marazmia rogoric mezobel blogertan cavikitxe "kargad da sarfianad gatxoveba colis moyvanis" tematikaze
    http://iasamani.wordpress.com/2009/03/17/carmatebuli-qorcineba-gurjistanulad/

    ReplyDelete
  2. cavikiTwe exla eg statia, eh marazmebs ra dalevs :):):) ise ro naxav reportajs daakomante, mainteresebs Seni azri...

    ReplyDelete
  3. alex გაიხარე! ჩემი აზრი ჩემს ბლოგზე დავწერე და ახლა შენიც გადავიკითხე. თავიდან წერას მემგოინი აზრი არ აქვს :) ვფიქრობ, რომ (ნუ ჩემი აზრია), ჩვენი ორი პოსტი ერთმანეთს ავსებს საბოლოო ჯამში იხატება სურათი, როგორიც დავინახეთ ეს ყველაფერი წუხანდელ კურიერში.
    მარაზმებს მართლა ბოლო არ უჩანს...

    ReplyDelete
  4. ra sisulele reportaajiaaaa

    ras blukunebs?
    neta tu icis saertod raze laparakobs?
    vaime me shemrcxva imis magivrad!

    ReplyDelete
  5. არადა ანონსს რო ვუყურე მეთქი ეგ არის და ,,აშენდა'' ქვეყანა :):):)
    Alexander ვნახე შენი პოსტი, მაგარია და გეთანხმები ...

    ReplyDelete

 
javascript