ბარაკ ობამა აშკარად კარგად იწყებს მოღვაწეობას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა ამერიკის არმიაში გახსნილი გეების მიღებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით (იხილეთ ჩემი პოსტი), სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო ჰომოსექსუალთა დისკრიმინაცია ბრიუსელში გამოსვლისას, ხოლო ამჟამად, უახლესი ინფომრაციით ამერიკა ხელს მოაწერს საფრანგეთის მხარდაჭერითა და ინიციატივით შედგენილ დეკლარაციას, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში ჰომოსექსუალობის დეპენალიზაცია. (იხილეთ სტატია gay.ge-ზე).
დეკლარაცია რომელიც დეკემბერში იქნა მიღებული, აქამდე ამერიკის ხელმოწერის გარეშე რჩებოდა. ჯორჯ ბუში მართალია სხვა ქვეყნების მსგავსად სახალხოდ არ გამოსულა დეკლარაციის წინააღმდეგ მაგრამ არც ხელი მოუწერია. ოთხშაბათს ვაშინქტონმა ოფიციალურად განაცხადა რომ უახლოეს მომავალში შეუერთდება აღნიშნულ დეკლარაციას.
ამ განცხადებას უკვე მიესალმა საფრანგეთი და ხაზი გაუსვა ამერიკის მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობას.ა
აღსანიშნავია რომ აღნიშნულ დეკლარაციას მხარი საქართველომაც დაუჭირა.
იმედია სხვა ქვეყნებიც მიიღებენ ადრე თუ გვიან დადებით გადაწყვეტილებას და ბოლოს რომის პაპი და ირანის პრეზიდენტიღა დარჩებიან საერთო ბანაკში.
მართლაც ყველაზე ამაზრზენია ვატიკანის უარი, მაშინ როდესაც მსოფლის 77 ქვეყანაში ჰომოსექსუალები ისჯებიან კანონით ხოლო შვიდ ქვეყანაში მათ სიკვდილით სჯიან, ვატიკანი სწორედ რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგი გამოდის.
arada yvelaze meti gey vatikanSia, sgmvdeloebaShi.!!
ReplyDelete