ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Thursday, March 19, 2009

რომის პაპმა აღმოჩენა გააკეთა - შიდსის გავრცელების მიზეზი პრეზერვატივები ყოფილა

საქართვეოსაგან განსხვავებით, სადაც პატრიარქის და საპატრიარქოს თუნდაც მცდარ შეხედულებებს ,,მონის'' ფსიქოლოქოლოგიის მქონე არა მარტო საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაც და ზოგადად პოლიტიკური სპექტრი ლამის კაანონად თვლის, დასავლეთის კათოლიკური სახელმწიფოები არ მალავენ თავიანთ აღშფოთებას რომის პაპის 17 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. ბენედიქტ მეთექვსმეტემ თვითმფრინავში რომლითაც იგი კამერუნში მიდიოდა ჟურნალისტებს განუცხადა: ,,შიდსის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია პრეზერვატივების მეშვეობით. პირიქით, მათი გამოყენება ამწვავებს პრობლემას და ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას''.
ეაქციამ არ დააყოვნა თვით უმაღლეს ეშელონებიდანაც კი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულ განცხადების გამო. სამინისტრო განმარტავს რომ იგი მართალია არაა უფლებამოსილი ჩაერიოს საეკლესიო დოქტრინის საქმეში, და ამას არც აპირებს, მაგრამ მსგავსი განცხადებები ეჭქვეშ აყენებს სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკას და ადამიანის სიცოცხლის დაცვისთვის არსებულ ვალდებულებებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხისმგებლო უწოდა რომის პაპის განცხადებას და თავისი შეძრწუნება გამოხატა. ,,კვლავ ვიმეორებ რომ შიდსი არის დაავადება რომელიც არ იკურნება და არც რაიმე პრევენციას ექვემდებარება დღესდღეობით, თავდაცვის ერთადერთი ზომა არის პრეზერვატივის გამოყენება''.
ბევრად უფრო კატეგორიული იყო ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ოფიციალურ კომუნიკეშიც აღნიშნულია რომ ასეთი განცხადებების გაკეთება ეკლესიის ხელმძღვანელისაგან 21 საუკუნეში, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ამ საკითხზე მომუშავე მსოფლიო მეცნიერთა რეკომენდაციებთან, უსათუოდ შეიცავს ეკლესიურ ხედვას რომელიც შეიძლება მიჩნეული იყოს ძალიან საშიშად. პაპის ქმედება სიკვდილის საფრთხის წინაშე აყენებს მრავალ ადამიანს.

პოლიტიკოსებმა მემარჯვენეთა თუ მემარცხენეთა ბანაკიდან არ დააყოვნეს რეაქციები. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ამჟამად ბორდოს მერი, რომელიც თავს კათოლიკედ და ქრისტიანული ღირებულებების ერთგულად მიიჩნევს აცხადებს რომ რომის პაპი პრობლემებს ბადებს, რადგანაც აშკარად ტოტალური აუტიზმის პირობებში ცხოვრობს.
უფრო შორს წავიდა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და რომის პაპის განცხადებას უპასუხიმგებლო და კრიმინალური აქტი უწოდა. მისი ასეთი აღშფოთება გასაგებიცაა რადგანაც იგი ამჟამად პარლამენტში შიდსის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძხვანელობს.
ცალკეული რეგიონებიც კი ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ და ყველგან დაგმობილია რომის პაპის განცხადება. ,,უპასუხისმგებლო'' და ,,მიუღებელი'', ეს ორი სიტყვა ყველა საპროტესტო განცხადებაში გვხვდება.

პარიზის მერი, პირველი გახსნილი გეი საფრანგეთის პოლიტიკაში ბერტრან დელანოე სინანულით აღნიშნავს რომ პაპი , იყენებს თავის ხელთ არსებულ სულიერ და მორალურ ზეგავლენას და შიდსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალების წინააღმდეგ გამოსვლით სჩადის აქტს რომლის უდაოდ უარყოფითი მნიშვნელობა ყველასათვის ცხადია.

ბევრად უფრო რადიკალური განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან ადამიანის ეფლებებზე და შიდსთან ბრძოლის გზებზე მომუშავე არასამთავრობოები, ბევრმა მათგანმა განაცხადა რომ პაპის ეს განცხადება სასიკვდილო განაჩენია მილიონობით აფრიკელისათვის.
,,ყელში ამოვიდა ეს პაპი, მისი, განცხადება სხვა არაფერია თუ არა განზრახ მკვლელობბის მცდელობა'' - განაცხადა გარემოს დაცვის პრობლემებზე მომუშავე ერთ ერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სამწუხაროა რომ 21 საუკუნეში ამხელა უფსკრული არსებობს პაპის აზროვნებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მაშინ როდესაც ექიმები ამტკიცებენ რომ პრეზერვატივი 99 პროცენტით იცავს შიდსისგან, გაუგებარია რას ეყრდობა პაპი რომელიც ამ საქმეში არაა პროფესიონალი. ჯობია პაპმა ილაპარაკოს იმაზე რაც იცის, პრეზერვატივები არაა ის თემა სადაც მას რამე გაეგება - ასეთია ზოგადად შეფასებები.
ორგანიზაცია ექიმები საზღვებს გარეშე შიშობს რომ რომის პაპის ასეთი უპასუხისმგებლო პოზიცია წყალში ჩაუყრის ორგანიზაციას წლების განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე გაწეულ საპრევენციო მუშაობას, რადგანაც აფრიკაში კათოლიციზმს ძალიან ძლიერი გავლენა აქვს და მოსახლეობაც სპეციალისტებზე მეტად ეკლესიის სიტყვას ენდობა (რა სამწუხარო პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან).
მკაცრი იყო აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიც, მათი უმრავლესობის აზრით რომის პაპი უბრალოდ არ ცხოვრობს 21 საუკუნეში და საერთოდაც მოწყვეტილია რეალობის გრძნობას.
ჩემი აზრით როდესაც ასეთი დიდი გავლენა გაქვს მასებზე, შენი თითოეული განცხადება კარგად უნდა აწონ-დაწონო და პასუხი აგო ყველა შესაძლო შედეგზე რომელიც შენს მოძღვრებას და მოწოდებებს შეიძლება მოჰყვეს, სხვანაერად რომ ვთქვათ სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ,,სამსახურეობრივი მდგომარეობის'' ბოროტად გამოყენებას შორის?
რა თქმა უნდა არ არსებობს და არცაა საჭირო რომ არსებობდეს რაიმე ინსტანცია რომელიც პაპს ან პატრიარქს აუკრძალავდა თავისი აზრების გამოთქმას. სისულელეების თქმის უფლება ყველას, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებსაც აქვთ, მითუმეტეს რომ მათ ეს ყველაზე კარგად გამოსდით.

5 comments:

  1. ar mesmis rogor sheizleba asetma gavlenianma pirma aseti rame moabodialos?? an misi garemocva ver erkveva tu isinic bnelebi arin tu ver gavige?

    saswaulia raaa :(
    da tanac rodesac aset rames umaglesi saulieri piri ambobs , ujas!

    ReplyDelete
  2. მგონი ეგეთი გასაკიცხიც არ იყო პაპი
    მეიბი ცუდად გაუგეს, ან ვერ გამოხატა, ან ის არ უგულისხმია, რაც მე გავიგე მისი ნათქვამიდან )))
    დღეს ვფიქრობდი, რომ პრეზერვატივი მთლად საიმედო დაცვა არ არის შიდსის წინააღმდეგ, ჯასთ დღესდღეობით სხვა გამოსავალი არ არის
    შიდსის ტავიდან ასაცილებლად, მგონი უკეთესია პარტნიორი შეარჩიო უკეთესად
    და თუ მაინდამაინც შიდსიანი შეგიყვარდა, რას იზამ, იხმარე პრეზერვატივი, იმ იმედით, რომ არაფერს აიკიდებ, თუმცა სექსი ორალის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია )))

    ReplyDelete
  3. აუ აქ რომ შემოვდივარ ის საიტი რომ აღარ გამოხტეს არ შეიძლება?
    ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის
    კომპი იჭედება და მერე იმის გამორთვასაც დრო უნდა
    მოკლედ, წაკითხვაზე მეტი დრო შემოსვლას მიაქვს და კარგი იქნება თუ გათიშავ

    ReplyDelete
  4. რა თქმა უნდა, საუკეთესო თავდაცვა თავშეკავებაა და ყველა პრეზერვატივის კოლოფს აწერია რომ 100 პროცენტიანი თავდაცვის საშუალებას პრეზერვატივი არ იძლევა . . . მაგრამ საუბედუროდ უკეთესი შესაძლებლობა დღესდღეობით არ არსებობს.
    რაც შეეხება ორალურ სექს, შემთხვევით პარტნიორთან ჯობია თავი შეიკავო ან გამოიყენო პრეზერვატივი (რასაც თითქმის არავინ ვაკეთებთ ვაკეთებთ:):):)

    PS: არ ვიცი რა საიტი იხსნება აქ რომ შემოდიხარ?. რა უნდა გამოვრთო?

    ReplyDelete
  5. debili romis papi

    ReplyDelete

 
javascript