სან რემოს ფესტივალზე პოვია წარსდგა ახალი სიმღერით რომელიც მოგვითხრობს ლუკას შესახებ. სიმღერის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ლუკა იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად, დედას ძალიან უყვარდა ლუკა და ბევრ დროს უთმობდა, მაშინ როცა მამა თითქმის არასდროს იყო სახლში, შემდეგ მშობლები გაიყარნენ, მამა გალოთდა, დედა ყოველთვის ცუდს იძახდა მამაზე და ეხვეწებოდა ლუკას არასდროს მოეყვანა ცოლი.
შემდეგ ლუკამ აღმოაჩინა რომ იყო გეი, შეხვდა კაცს რომელიც ფიქრობდა რომ უყვარდა, მაგრამ იყო კი ეს სიყვარული ? ოთხი წელი ერთად იცხოვრეს, იყო სიყვარული, ილუზია, ღალატი (ისე ჩემი აზრით ღალატზე ექსკლუზივი სულაც არ აქვთ გეებს), და შემდეგ ის, გოგონა რომელმაც თველები აუხილა.
ლუკას ეხლა ცოლი ყავს, მამაც გახდა და ძალიან ბედნიერია…
სან რემოს ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან პოპულარული ფესტივალია იტალიაში, რომლის ტელეტრანსლაციასაც 15 მილიონი ანუ ყოველი მეორე მაყურებელი ადევნებს თვალს. პოვიამ ჯერ კიდევ იანვრის თვეში განაცხადა ამ სიმღერის შესახებ თუმცა ტექსტი ბოლო დღემდე თითქმის გასაიდუმლოებული იყო. ინტრიგა შედგა. მომღერალმა მეორე ადგილი აიღო კონკურსში. თუმცა მინდა დავამატო რომ პირველ ადგილზე გავიდა მარიო კარტა, რომელიც ძალიან ,,საყვარელი’’ ვინმე ჩანს. :)
გეი ან ხარ ან არა... ეს ჩემი აზრია...
ReplyDeleteლინკს ხომ არ დადებდი სიმღერის?..
ჩემი აზრიც ეგაა :)
ReplyDeleteლინკი დევს ბოლო სურათის ქვემოთ
ჰაჰაჰაჰა, ბევრი ვიცინე, ახლა ცოლი მოიყვანა და ბედნიერიაო :):):):) ეს სიმღერა ეტყობა რომის პაპის შეკვეთით დაწერეს და მას მიუძღვნეს :) ისიც იმიტომ, რომ რომის პაპს სურს, რომ წარმოაჩინოს ცხოვრება ვითომ ასეთიაო, სინამდვილეში კი ლამაზ–ლამაზი ბიჭებით გარემოცულია 24 საათის განმავლობაში :):):) ამაზე ჩემტან მეწერა ადრე და დაჟე იმ ბიჭების სურათებიც კი დევს ჩემს ბლოგზე. ნუ ის ბიჭები ს პონტამ ბერები არიან, მაგრამ კაკაია რაზნიცა :)
ReplyDeleteალექს, ჩემს ბლოგროლში ჩაგამათე. კაი დასაწყისია :):):)
კომენტარის დადებაზე კონტროლი მოხსენი პლზ, ართულესბა საქმეს :)
კარგია რო მითხარი ალექსანდერ, არც ვიცოდი რო კონტროლი იყო კომენტარის დადებაზე, ეხლა მოვხსენი :):):)
ReplyDeleteკაი ბიჭი ხარ :) ამ წუთას ვამოწმებ და მოხსნილი არ არის....
ReplyDeleteრაღაც არ გავაკეთე სწორად? არადა შევამოწმე ანონიმად შემიძლია კომენტარის დადება
ReplyDeleteThis comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeleteანონიმად დადებას არ ვგულისხმობ, ეგ გასაგებია და კარგია თუ გააკეთე. მე იმაზე გეუბნები, რომ როცა კომეტარს ტოვებ, დასადასტურებლად რაგაც ასოების აკრეფას გთხოვს და ეგ მოხსენი თქო, ჩემთამ როცა კომენტარს ტოვებ, ეგეთი რამ ხო არ გჭირდება. უბრალოდ ამ შემთხვევაში დასადასტურებლად კლავიატურის გადარტვაა საჭირო და ამას დრო მიაქვს.
ReplyDeleteაა გასაგებია, მოვხსენი ეგეც
ReplyDelete