ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Friday, March 13, 2009

უგანდაში ჰომოფობების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა


ჰომოფობი აქტივისტები ერთიანდებიან რათა ერთ ძალად იბრძოლონ ერთსქესიანი ურთიერთობების ამოსაძირკვად (?!). ამ ინიციატივის ერთ ერთი ავტორი და თანამოაზრეა ამერიკული ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’.

სამხრეთ აფრიკული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით 7 მარტს უგანდის დედაქალაქ კამპელაში შეიქმნა ანტიგეი გაერთიანება, რომლის მიზანიც, როგორც დასახელებიდანაც ჩანს არის ჰომოსექსუალობის დამარცხება ქვეყანაში, ყოველგავრი ჰომოსექსუალური ხასიათის პროპაგანდის აკრძალვა რათა გამორიცხონ მომავალში ჰომოსექსუალური ურთიერთობების არსებობა.

ჯგუფის შექმნა გადაწყდა სამდღიან კონფერენციაზე (ამზე მოკლედ უკვე დავწერე წინა დღეებში, იხილეთ აქ) ამერიკელი ქრისტიანი ევანგელისტების და ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’ მიერ. ეს საკმაოდ ძლიერი ჯგუფია რომელიც ამერიკაში რადიო სადგურებსაც კი ფლობს. ანტიგეი ექსტრემისტების შეკრების მიზანი იყო დაესახათ გზები თუ როგორ ებრძოლათ ჰომოსესუალობის გავრცელების წინააღმდეგ და აეხსნათ საზოგადოებისათვის ჰომოსექსუალობისგან განკურნების გზები. მათ რიგებში არიან ე.წ. ყოფილი გეებიც, როგორც ფილმში Eating out, ოღონდაც ამჯერად ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სასტიკი პროტესტი გამოთქვეს ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უგანდის სექსუალურ უმცირესობათა გაერთიანებამ. ერთობლივ კომუნიკეში ადამიანის უფლებათა დამცველები კოლონიალიზმის ახალ ფორმას უწოდებენ (იგულისხმება ამერიკელების მიერ) ჰომოფობიის ასეთ მხარდაჭერას აფრიკის ქვეყნებში და გამოხატავენ შეშფოთებას, რომ აღნიშნული ფაქტი დიდად გაზრდის ასეთ ქვეყნებში LGTB ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და აგრესიის ფაქტების რაოდენობას.

აი რამდენიმე გამონათქვამი უგანდელი პოლიტიკოსების და ამ აღნიშნული მუშაჯგუფის წევრებისა რომელიც ერთ ერთ ბლოგერთან ვნახე და მისი ნებართვით გთავაზობთ: ,,მივუშვათ კრიმინალური გამოძიების ბიურო დაიჭიროს ყველანი’’, ,გადავასახლოთ ვიქტორიის რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე ყველანი და დავტოვოთ იქ სანამ არ ამოწყდებიან’’, ,არ შეიძლება შიდსის პრევანციის პროგრამა ეხებოდეს ჰომოსექსუალებსაც, რადგანაც ისინი არალეგალები არიან’’ ,,შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გეები არიან’’ ხოლო ეთიკის სამინისტრომ განაცხადა რომ საჭიროა მათი დაჭერა და ქვეყნიდან გაგდება’’ – აი ეთიკა ასეთი მესმის.

საინტერესოა რომ ანტიგეები რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად ამერიკიდან ფინანსდებიან და იმართებიან განუწყვეტლივ გაჰკივიან რომ ჰომოსეხსუალების პროპაგანდა უცხო ქვეყნიდან იმართება და ფინანსდება და რომ იგი მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ (რა ნაცნობი სიტუაციაა საქართველოსათვის).

და ბოლოს, ის ჯგუფი რომელიც ამ კმპანიას აფინანსებს იგივე ლოზუნგების გაშლას თავის ქვეყანაში ვერ ახერხებს, რადგანაც იქ უკვე მკვეთრად გამოხატული ჰომოფობია ისჯება კანონით.


3 comments:

  1. იგივე სიტუაციაა ჩვენთანაც, უბრალოდ ჯერ ასე ორგანიზებული ჰომოფობია არ გვაქვს :)

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. ალექს, ვითომ ამდენს გაბედავენ ჩვენთან? :):):) არა მგონია

    ReplyDelete

 
javascript