ბერლინის ცენტრში გუშინ გეი სასტუმრო გაიხსნა. 86 ოთახისაგან შემდგარი სასტუმრო ბერლინის ცენტრში ე.წ. გეი ქალაქში გახსნა გეი სასტუმროების აქსელმა, რომელიც მხოლოდ გეი სასტუმროებზე მუშაობს. ეს სასტუმრო ამ ქსელის რიგით მესამე სასტუმროა. მანამდე გეი სასტუმროები ბარსელონაში და ბუენოსაირესში გაიხსნა.ბერლინის სასტუმროში 17 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო და როგორც სასტუმროს ხელმძხვანელობამ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა სასტუმროს მთავარი კოზირი სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით ყოველთვის მხიარული ატმოსფერო იქნება. სასტუმროშივე იქნება გეი ბარი და მოდერნიზებული სასადილო ოთახი. გახსნის ცერემონიას ბერლინის მერიც ესწრებოდა რომლმაც განაცხადა რომ ასეთი სასტუმრო კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ბერლინის გეი უბანს და დიდ რეკლამას გაუწევს ბერლინს, როგორც გეი ფრენდლი ქალაქს მსოფლიოში.
და რა განსხვავებაა გეი სასტუმროსა და არა გეი სასტუმროს შორის? გეი სასტუმროში ნაატურალები ვერ შევლენ?
ReplyDeleteკი კი, არსებობენ ჰეტეროები რომლებსაც უყვართ გეი ადგილებში სიარული (ღამის კლუბები, დისკოთეკები, კაფე-რესტორნები, ფართები), ისევე როგორც არსებობენ ჰომოსექსუალები რომლებსაც ურჩევნიათ ჰეტერო ადგილებში სიარული. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ გეი კლუბში Queen თითქიმს 50 პროცენტი არა გეი დადის, ასე რომ გეი ამბიანსი თუ გევასება WELCOME :):):)
ReplyDelete@alex - ხო, მარა არ ვარ მაგ გაყოფის მომხრე. ეგ წიპა ყოფს ჰეტეროებს და ჰომოებს... ანუ როცა აღნიშნავ რომ "მე მომწოანს გეებთან ყოფნა" ისეთი შთააბეჭდილება რჩებაა, რომ უკვე გამოყოფ გეებს დანარჩენი საზოგადოებისგან. ანუ არის საზოგადაოება და არიან გეები და ჩემი აზრით ინტეგრაციას ხელს უშლის ეგ. ნუ მხოლოდ ჩემი აზრით
ReplyDeleteსწორად მსჯელობ და გეთანხმები. ყველანაერი დაყოფა ცუდია, დედაქალაქში მცხოვრები სხვა ქალაქელები ცალკე, უცხოელები ცალკე, ჰომოსექსუალები ცალკე, ქრისტიანები ცალკე, ზანგები ცალკე. ეს ცუდია!!!!
ReplyDeleteმაგრამ მაინც ! გარდა იმისა რომ გეი ადგილებს სხვა დანიშნულებაც აქვთ და ჩვენთვის აუცილებელია :) ასეთი გარემოში ჩამოყალიბდა სფეციფიკური კულტურა რომელიც ბევრs მოსწონს. (აქ მე არ ვამბობ რომ მე პირადად დიდად მიტაცებს). მე მქონია შემთხვევა როცა სხვაგან მინდოდა საღამოს წასვლა და ჩემს მეგობრებს (არაგეებს) მაინცდამაინც გეი კლუბში. იგივე შეიძლება ითქვას მადონაზე რომელიც ცნობილია როგორც გეი იკონი, არადა ამ დროს მე საერთოდ არ მევასება არც მადონა და არც მილენ ფარმერი, ჩემი ბევრი არაგეი ნაცნობი კი აფანატებს.
სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) დასავლეთში გეი თემა სულ უფრო და უფრო იძენს ეკონომიკურ დატვირთვას. ამის მაგალითია მაკონტოშის მწარმოებელი ფირმა რომელიც ყველანაერად ცდილობს დაიმკვიდროს გეების ფავორიტი ფირმის სახელი. ამით კომპანია ბევრ მოგებას ნახულობს. იგივე მომენტი არაა გამორიცხული გეი სასტუმროს შემთხვევაში. Alexander-მა დაპოსტა რამდენიმე დღის წინ გეი ტურიზმის შესახებ. გულუბრყვილო არავინაა და არ გამოვრიცხავ რომ ასეთი სასტუმროს გამხსნელებს გეების უფლებებზე მეტად თავიანთი ბიზნეს ინტერესები აქვთ (რაც ნორმალურია).
ჰეჰე!!! რას არ მოიგონებენ!!! :D ჩვეულებრივი ორინტაციის ხალხს არ უშვებენ?? :(
ReplyDeleteკი და რამდენადაც ვიცი დადიან :):):)
ReplyDelete