ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს
Showing posts with label საქართველო. Show all posts
Showing posts with label საქართველო. Show all posts

Wednesday, December 23, 2009

ფონდი “ინკლუზივის” საგანგებო მიმართვა


საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო
2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.
თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.
ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა, 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე დავით ხიდეშელის სახელითა და გვარით. ამას გარდა, მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს თუ ის არ დაუყოვნებლივ გაჩუმდებოდა (“მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ”, “გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ” და სხვ.). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პასუხს აგებენ ასეთ საქციელზე, მან უპასუხა: “მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო”; “მე ვარ კანონიცა და სასამართლოც”.
გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. რამდენიმე მათგანის ჩანთა გაიჩხრიკა სხვა ოთახში, ისე, რომ მათი მფლობელები არ ესწრებოდნენ ამ პროცედურას და მხოლოდ ამის მერე დაუბრუნეს ის პატრონს. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, პარალელურად მათ უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთი მათგანის ჩხრეკვის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი “პოლიციელი” ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ “ამათ ქალის სხეული შეაზიზღეს”.
ოფისსა და ოფისის თანამშრომლებზე დღემდე ხდება ზეწოლა – გაურკვეველი პირები ღიად უთვალთვალებენ და დაყვებიან მათ. ოფისთან მუდმივად მორიგეობს მანქანა; ასევე რამდენიმე პირი დგას ერთ-ერთი თანამშრომლის სადარბაზოსთანაც რომელიც ოფისის მახლობლად ცხოვრობს.
ფონდში შემოჭრის მიზეზის მიუხედავდ, “ინკლუზივის” დარბევა იმ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებათადაცვითი ორგანიზაციების მიმართ ხორციელდება და მათ დისკრედიტაციას ემსახურება. Aმ მხრივ საყურადღებოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მანამდე გავრცელებული სიუჟეტი “ადამიანთა უფლებების პრიორიტეტის” წევრთა მიერ დევნილებისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე, რუსთავი 2-ს სიუჟეტი საია-ს მიერ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თაობაზე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების კონოტაციით და სხვ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა, რომლის მონაწილენიც დღემდე დაუსჯელნი არიან.
შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ორგანიზაციის პროფილის გათვალისწინებით, მოხდეს ჰომოსექსუალობის თემით მანიპულირება და საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში აგრესიის ხელოვნურად გაღვივება.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში განყენებულ პოზიციას იკავებს და ქვეყნის შიგნით თუნდაც დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე მართლმადიდებლური ინტერესების დამცველად, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ფუნდამენტალისტურ და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე რომ მიზანმიმართულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მარგინალიზაცია, მათი კრიმინალიზაციის ან დისკრედიტაციის გზით.
ამრიგად,
1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.
2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.
3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. Aასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.
3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა აღდგომელაშვილს.
ფონდი “ინკლუზივი”

Monday, November 2, 2009

გეი პარადი და საქართველო



რამდენიმე თვის წინ ჩემ ბლოგზე გამოკითხვა ჩავატარე, თუ რას ფიქრობდნენ გეი პარადზე ბლოგის მკითხველები. თუმცა შემდეგ რამდენიმე თვით ბლოგის განახლება შევაჩერე და ამ პოსტსაც მხოლოდ ეხლა ვაქვეყნებ…



 გეი პარადი, ეს სიტყვა ერთნაერად სცემს თავზარს ქართველ ჰომოფობებს, გეებს თუ ლიბერალებს. თვით ყველაზე გახსნილი ადამაინებისაგანაც კი ხშირად გამიგია რომ საჭირო არაა ქუჩაში გამოხვიდე და იყვირო რომ გეი ხარ. ალბათ პრობლემის არსიც იმაშია, რომ ასეთი მანიფესტაციის გაგება ისეთ ქვეყანაში სადაც იგი უბრალოდ არ ჩატარებულა საფუძველშივე მცდარია და იმ სტერეოტიპებს ემყარება რომელსაც უხვად გვაწვდის ქართული თუ უცხოური მედია.
თვითონ სიტყვა გეი პარადი ცუდად იყო თავიდანვე შერჩეული და სხვათაშორის უკვე რვა წელია გეი პარადი აღარ ჰქვია, მაგრამ ყველა მაინც გეი პარადს ეძახის (მეც მათ შორის:). საქმე ეხება ყველაზე მასობრივ, თეატრალიზებულ მანიფესტაციას რომელიც ყოველწლიურად იმართება და რომლის მიზანიცაა უფლებებისათვის ბრძოლა და მოთხოვნების წამოყენება, და არა უბრალოდ ყვირილი რომ გეები ვართ დაგვინახეთო. ძნელია ამტკიცო რა ფუნქცია აქვს გეი პარადს. ალბათ არაფერი. ფუნქცია აქვს ჩაინიკს. რაც შეეხება ასეთ მანიფესტაციას აქ მთავარია მოთხოვნები რის გამოც ეს მანიფეტაცია ტარდება და შესაბამისად ოცდაათწლიანი გეი მანიფესტაციების შედეგები.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ რომ გეი პარადი გადაწყვეტს ყველა პრობლემას რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ან რომ გეი პარადი ჩატარდება და ყველა პრობლემა საზოგადოებაში მოიხსნება. მაგრამ ფაქტია რომ უფლებები რომლებიც დღეს აქვთ ზოგიერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალებს თავისით არ მოსულა. არცერთ მთავრობას არ გაუღვიძია ერთ მშვენიერ დღეს და არ უთქვამს მოდი ეხლა ჰომოსექსუალობა დანაშაულად აღარ ითვლებოდეს, ჰომოსექსუალებს უფლებები მივცეთ, დაქორწინდნენ, შვილები ყავდეთ და იყვნენ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებიო. მაგალითისათვის ავიღოთ დემოკრატიის აკვანად წოდებული საფრანგეთი. პირველი გეი პარადის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტერანმა წინასაარჩევნო დაპირებაში შეიტანა ჰომოსექსუალობის დეპენალიზაცია, რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ 1981 წელს აღასრულა კიდეც. ეს იყო პირდაპირი შედეგი ევროპაში ერთ-ერთი პირველი გეი პარადისა. დღესაც ათასობით, ზოგჯერ მილიონამდე ადამიანის გამოსვლა ქალაქში ამ მოძრაობის მხარდასაჭერად აიძულებს პოლიტიკოსებს უარი თქვან რადიკალურ განცხადებებზე (დაახლოებით ისეთი ლორთქიფანიძემ რომ გააკეთა). ხშირად გამიგია, ამას იმიტომ არ აკეთებენ ევროპელი პოლიტიკოსები რომ კანონი კრძალავსო. არა. კანონი არ კრძალავს,  მაგრამ თავის გამაიმუნების ეშინიათ. ეს სწორედ იმიტომ რომ დაინახეს, საზოგადოება (არა მხოლოდ ჰომოსექსუალები) განვითარდა. დღეს ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია სთქვას ის რაც ლორთქქიფანიძემ განაცხადა, ამისთვის მას არ დაიჭერენ. მაგრამ უარესი კი დაემართება. ეს მისი პულიტიკურ სიკვდილს გამოიწვევს.


სწორედ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია ის რომ ბევრ ქვეყანაში სადაც ოცხდახუთი წლის წინათ ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა დღეს ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია.
რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, დიახ ხშირად ატარებს ასეთი მანიფესტაციები პროვოკაციულ ხასიათს, მაგრამ ძირითადად თეატრალიზებული სანახაობაა. ეს ყველას აღიზიანებს. თუმცა რიო-დეჟანეიროს კარნავალი რომელიც ზუსტად ასეთივე მსვლელობაა რატომღაც არავის არ აღიზიანებს.
მოწინააღმდეგეებისაგან აი ყველაზე ხშირად რა მომისმენია :
მითი ტიტლიკანა კაცებზე. დავიწყოთ იქიდან რომ სრული შიშიშვლე ქუჩაში ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა და შესაბამისად ვერავინ გაბედავს სრულად გაშიშვლებას პარადზე. თუმცა არიან ნახევრად შიშველი ადამიანები, წელს ზევით შიშვლები, ან ყველაზე ექტრემალები საბანაო კოსტუმებით. მართალია ისინი ამ მსვლელობაში სრულ უმცირესობას წარმოადგენენ მაგრამ მედიაში ყველაზე კარგად ეს სურათები იყიდება. შესაბამისად დამკვიდრდა სტერეოტიპი გეი პარადიგარყვნილების ზეიმი.
 კი ბატონო გეი ხარ, რაღა საჭიროა ყვირილი. ასეთ რამესაც ხშირად გაიგებ. სინამდვილეში კი, სამწუხაროდ და არა საბედნიეროდ სწორედაც რომ ყვირილია საჭირო. რომ არ ყოფილიყო პრობლემები არ იქნებოდა არც გეი მანიფესტაციების აუცილებლობა.
ცალკე თემაა ის არგუმენტები რომელსაც ულტრა რადიკალები ასახელებენ, ქვეყანას რომელიც ამას დაუშვებს ღმერთი დასჯის, სატანისტებო და ასე შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ ბლოგოსფეროში ამ თემების სერიოზული განხილვის საჭიროება არა რის. (საბედნიეროდ).
ასეთი მსვლელობა მორწმუნე ადამიანების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს (ილია II, 2007 წლის აგვისტო). საინტერესოა ეს განცხადება უფრო შეურაცხყოფს ადამიანებს თუ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნით მანიფესტაციის გამართვა.
 ახლა კი დავუბრუნდეთ გამოკითხვას. გამოკითხვაში სულ 108 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვა ასეთი იყო, საჭიროა თუ არა გეი პარადის ჩატარება თბილისში. გამოკითხულთა ნახევარი (51პროცენტი) მიიჩნევს რომ კი. დანარჩენი 49 პროცენტიდან ნაწილი წინააღმდეგია ნაწილმა კი არ იცის. ერთი შეხედვით საიმედო შედეგებია თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩემ ბლოგზე ჰომოფობები ნაკლებად შემოდიან (კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) შედეგები ნათლად აჩვენებს თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში გეი პარადთან მიმართებაში.


სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას რომ გეი პარადის არარსებობა საქართველოში არაა მხოლოდ ულტრამორწმუნეების ბრალი. თავად გეები არ აქტიურობენ, თორემ ჩემი აზრით მიუხედავად ყველა პირობის არარსებობისა, უფლებებისათვის მანიფესტაციის გამართვა დღევანდელ საქართველოში უკვე შესაძლებელია. ამის დასტურად დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებაც გამოდგება, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო გეი პარადების გამართვა როდესაც კანონით ჰომოსექსუალობა ისჯებოდა.  

Thursday, October 22, 2009

როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ


პარიზში მიმდინარე შიდსის ვირუსისზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევართა კონფერენციაზე მეტად საიმედო განცხადებები გაკეთდა. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ტაილანდში ჩატარებული ტესტების შედეგები წარმოადგინა, რომელიც აცრის შემთხვევაში 31 %ით ამცირებს ვირუსის აკიდების საშიშროებას. კიდევ უფრო იმედისმომცემია შვედი სპეციალისტების მიერ ტანზანიაში გამოცდილი ვაქცინა, რომელიც 50% ამცირებს გადადების შანსს.
მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური ინფორმაციისა, მკვლევართა უმეტესობა ფრთხილად ეკიდება ვაქცინაციის დაწყების საქმეს. ისინი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის შენელებას და შესაბამისად ახალი კვლევების დასაფინანსებლად ახალი თანხების მოძიებისას შესაძლო პრობლემებზე მიუთითებენ.
2007 წლის მონაცემებით მხოლოდ ამ წელს მსოფლიოში სამ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ანუ დღეში 7000 მდე, ამავე წლის მონაცემებით მსოფლიოში 33 მილიონი დაინფიცირებული ადამიანი იყო.
საქართველოში ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შიდსის გავრცელების მაჩვენებლები საკმაოდ შემაშფოთებელია. ასევე აღსანიშნავია რომ ასეთ ქვეყნებში სადაც თავდაცვის და ტესტირების კულტურა ძალიან დაბალია, დაავადებულთა თითქმის მეოთხედმა არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, რაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
ასე რომ მიუხედავად ასეთი დამაიდებელი ინფომაციისა ნუ დაგავიწყდებათ რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მაინ პრეზერვატივი რჩება.

Friday, October 16, 2009

ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ


რითი ვჯობივართ რუსებს? ბორჯომით, ღვინით, ქართული სუფრა-სიმღერებით და თურმე ყ....ითაც. 
გამოკითხვა 2006 წელს ჩატარდა და მიზნად ისახავდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პენისის საშუალო ზომის დადგენას და ასევე ქვეყნების მიხედვით პენისის ზომების განსაზღვრას. თურმე ქართველები პირველ ადგილზე არიან. (საწყალი საბჭოთა კავშირი).  
მაშ ასე, საბჭოთა მამაკაცის პენისის საშუალო ზომა 16,2 სანტიმეტრია (პლუს მინუს 5 მილიმეტრი). საქართველო კი პირველ ადგილზეა პენისის საშუალო ზომით 17,6 სანტიმეტრი. თურმე პენისის ზომა საქართველოდან ჩრდილოეთ მიმართულებით ნელნელა, ხოლო სამხრეთი და აღმოსავლეთ მიმართულებით საგრძნობლად მცირდება. ანუ ხო გეუბნებოდით, სამყაროს ცენტრში ვართ :) შესაბამისად ყველაზე დაჩაგრულები თურქმენი ქალები (და არა მარტო ქალები) არიან, თურქმენეთში საშუალო სიგრძე სულ რაგაც 14,6 სანტიმეტრია. 
რაც შეეხება ამ გამოკითხვის სერიოზულობას, და ქართული პენისის პირველ ადგილზე გასვლას, თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით? :):):) ვისაც არ გეზარებათ და რუსულიც იცით შეგიძლიათ გაეცნოთ წყაროს, მართალია ძველი სტატიაა მაგრამ იხალისებთ.
 
javascript