თავიდან ბოლომდე (Do Começo Ao Fim) ასე ჰქვია ბრაზილიურ ფილმს რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოსულიყო ეკრანებზე, თუმცა პრემიერა გადაიდო. საბოლოოდ ფილმი 27 ნოემბერს გამოვა ბრაზილიაში. მართალია ფილმი ჯერ არ გამოსულა მაგრამ დიდი ხმაურის მიზეზი უკვე გახდა. მართაც იგი ყველა ინგრედიენტს შეიცავს დასაინტრიგებლად და აღსაშფოთებლად. მასში მოთხრობილია ორი ძმის სიყვარულის შესახებ. დამეთანხმებით ალბათ რომ მეტად სპეციფიკური თემაა და ტაბუდადებული ყველა საზოგადოებაში. თავიდან ვიფიქრე რომ თემა უბრალოდ პიარისათვის და იაფფასიანი რეკლამისათვის შეარჩია რეჟისორმა , მაგრამ თრეილერი რომელიც YouTube-ზე დევს ამის თქმის საბაბს არ იძლევა. პირადად მე ძალიან დამაინტრიგა და დიდი სიამოვნებით ვნახავ როცა შესაძლებლობა მომეცემა, კომენტარსაც მერე გავაკეთებ.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
-
ახალი ჰობი - ახალი პერსპექტივები.
ყვავილებისა და მცენარეების შესწავლა ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა კუს ტბის
პანდემიურმა ჰაიკინგებმა და გამოთავისუფლებულ...
4 months ago


