ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, January 23, 2010

საქართველოს საპატრიარქო და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ


საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.მათი განცხადებით, ა. წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის~ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი, რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას.
"შეუძლებელია, ევროპა, რომლიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები", _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არამარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს.
"ბუნებრივია ჩნდება კითხვა: თუკი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?! იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება, მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს. არა აქვს მნიშვნელობა, რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიმართავენ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო არ შეუერთდება მას", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს საპატრიარქოდან _ მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წმიდა საყდრის სადესპანოდან საქართველოში _ მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ეპისკოპოსი _ ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი _ აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი, სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს
სრულუფლებიანი წარმომადგენელი ახუნდი ალი ალიევი.
წყარო http://www.ghn.ge/news-6732.html

9 comments:

  1. Блять я ничего тут не понимаю...
    i don't speak <..lol...>

    ReplyDelete
  2. жаль, грузинский я не осилила(((

    ReplyDelete
  3. WoW co tu pisze? :D hehe LoL xd ;*

    ReplyDelete
  4. Вам не хватает денег,?,,вы хотите заработать на интернете, но не знаете как.
    Вы не хотите чем то торговать , кликать по рекламе , оставлять коменты на сайтах соц. опроса. Вам надо простой доступный заработок чтбо деньги можно было вывести на карту в течение дня , чтоб не отнимало много времени,,скажем 2 часа. И самое главное чтоб фирма которая предложит эту работу была В РОССИИ и имела лицензию и все документы.
    GOLD LINE - финансовая взаимопомощь ,1-2 часа в день от 300 $ в месяц.
    http://glclub.net/?partner=mirvsem1
    На сайте есть видео ролик ,займет у вас всего 5 минут.
    http://glclub.net/?partner=mirvsem1

    ReplyDelete
  5. hay man .... your article it is helpful

    ReplyDelete
  6. hay man .... your article it is helpful

    ReplyDelete

 
javascript