თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ლატვიის ქრისტიანული რადიოს დირექტორი, მისი აზრით შეუძლებელია ჭეშმარიტი ქრისტიანები ასეთ მოვლენას ჩუმად შეხვდნენ. ქრისტიანების ვალია კატეგორიული პოზიცია დაიკავონ ქვეყანაში გეი მსვლელობების და ყველანაერი გეი აქტიურობის წინააღმდეგ.
წლევანდელი რიგის პარადი იმითაა აღსანიშნავი რომ პირველად იგი მოიცავს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ოფიციალურად ამ დღეებს ბალტიის ქვეყნების მეგობრობის დღეების ქვია.
პარადის ორგანიზატორებმა ქალაქის მერიას ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში მიმართეს სანქციის გასაცემად. შეთავაზებული იყო მსვლელობის ორი სავარაუდო მარშრუტი. თუმცა ანტიგეი მოძრაობის წევრებმა, კერძოდ მოძრაობამ ,,ოჯახისათვის'', ასევე მიმართა მერიას იმავე დღეს ანტიგეი მსვლელობის, ოფიციალურად კი ოჯახის დღესასწაულის გასამართად, რომელსაც ადგილი ექნება იმავე პარკში სადაც გეი მსვლელობა უნდა დასრულდეს. ქალაქის მერიის სამსახურს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ეკლესია კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ასეთ მსვლელობას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ იგი რომელიმე ეკლესიასთან ახლოს ჩაივლის. მისივე თქმით ეკლესია სპეციალურად ამასთან დაკავშირებით ლოცვებს აღავლენს რათა ღმერთს შესთხოვონ რომ ხალხი არ წავიდეს ასეთ აქციაზე. (თუ ასე ადვილია საქმის გადაწყვეტა რაღას გაჰკივიან?:))
მისივე თქმით მათ უკვე მიმართეს რიგის მერიას რათა გააკეთონ ყველაფერი რაც შესაძლებელს გახდის გეი პარადის არ ჩატარებას. (მერე რამე რომ იყოს თავს გაიმართლებენ, სიტყვა აკრძალვა არ გვიხსენებია, უბრალოდ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთო, როგორც ჩვენ საპატრიარქოს დაემართა დიდ ათეულთან დაკავშირებით).
ამასთან ერთად სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს რიგის მერს არ დაეჭირა მხარი გეი პარადისათვის და მხარი დაეჭირა ,,ოჯახისათვის'' კავშირის მიერ მომზადებული მსვლელობისათვის.
მომავალ წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ ერთობლივ პარადს ჩაატარებენ, ამჯერად უკვე ლატვიის დედაქალაქ ვილნიუსში.
No comments:
Post a Comment