ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Monday, March 2, 2009

რობერტო ბენინი ჰომოფობიის წინააღმდეგ

ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა, რობერტო ბენინიმ იტალიის ერთ-ერთ წამყვან არხზე გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ჰომოსექსუალების დასაცავად.. გადაცემა ეხებოდა პოვიას ახალ სიმღერას (იხილეთ წინა სტატია).

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს მისი გამოსვლიდან :

ჰომოსეხსუალები ღმერთის პროექტია, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი. გეები არ არიან ცოდვილები, ყველაზე მეტი ცოდვა სიბრიყვეა.

საკონცენტრაციო ბანაკებში (მეორე მსოფლიო ომის დროს) ჰომოსექსუალები აწამეს იმისათვის რომ უყვარდათ სხვა. წარმოიდგინეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ გვაწამონ მხოლოდ ჩვენი სასიყვარულო გრძნობების გამო. ეს ყველაფერი აბსურდია. დაუჯერებელია რომ დღეს კიდევ ამ თემაზე გვიწევს ლაპარაკი. სიყვარული ბევრად უფრო იმედისმომცემია ვიდრე რწმენა.

ამის შემდეგ რობერტომ ოსკარ უალდის წერილი წაიკითხა, რომელიც მან თავის ,,მეგობარს’’ მისწერა. მის გამოსვლას დარბაზი დიდი ოვაციებით შეხვდა.

იტალია ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან ერთ-ერთია (სამწუხაროდ არა ერთად-ერთი) სადაც ჰომოფობიას ისევ მძლავრად აქვს ფეხი მოკიდებული, რა თქმა უნდა ლომის წვლილი ამაში ვატიკანს და ამ ქვეყანაზე მის უდიდეს გავლენას მიუძღვის.

მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ერთსქესიანი ქორწინების ან ქორწინების ძალის მქონე კავშირის შესახებ კანონის გატანა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რობერტოსნაირი ადამიანების, რომელიც იტალიაში ყველას უყვარს მხარდაჭერას. ბენინი თვითონ არაა გეი, მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმით ,,ცხოვრება მშვენიერია’’, ამ ფილმმა გაიმარჯა ცნობილ ოქროს პალმის რტოს ფესტივალზე, ასევე გახდა ოკარის გამარჯვებული და თავად ბენინი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.

ბრავო რობერტო !!!!

4 comments:

  1. რობეეეერტოოოო, ჯიგარია რობერტინო :):):) იმიტომაც შემიყვარდა პირველივე დანახვისთანავე, მოკლედ ინტუიცია მაქვს ამ საქმეში დედა ვუტირე :) ვატიკანის ბებრუხანა გამგებელმა ჯობია თავის ტრაკს მიხედოს, და სხვებს თავი დაანებოს. ეგღა მაკლია ამ საზიზღარ ბებერ ფაშისტს ანგარიშები ჩავაბარო ვის შევიყვარებ და ვისთან დავწვები. ხო და რობერტოს ცოტა ხნით შონ პენმა დაასწრო. მიხარია, რო ასეთი კარგი ხალხი არსებობს, ვენახვალე მაგათ! თან ყველანაირად რომ კარგი ხალხია, და რა უბედური ვარ, რომ ახლოს არ ვიცნობ :):):):):)

    ReplyDelete
  2. hmm sheni blogi ar vicodi, welcome to blogosphere now you are one of us!

    gamateb blog rollshi :)

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. მადლობ, მეც დაგამატე :)

    ReplyDelete

 
javascript