ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Tuesday, March 17, 2009

შიდსით დაავადებულთა მაღალი მაჩვენებელი, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში ფიქსირდება

აივ-შიდსით დაავადებულთა ყველზე მეტი მაჩვენებელი, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში ფიქსირდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია ცინცაძემ განუცხადა, ქვეყნის მასშტბით რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1916 შემთხვევა.
ყველაზე მეტი, 679 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ მოდის სამეგრელოს რეგიონი 303, აქედან ზუგდიდში - 225; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 267; იმერეთში - 245; აფხაზეთში - 103; ქვემო ქართლში - 71; კახეთში - 71; შიდა ქართლში - 51; გურიაში - 41; ფოთში - 29; სამცხე-ჯავახეთში - 26; სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები.
აივ-შიდსით დაინფიცირებულთა 59.8% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 33.2% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 2.7% ჰომობისექსუალური კონტაქტით; 2.3% ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.7% სისხლის გადასხმით, ხოლო 1.3%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.
დაავადებულთა შორის 163 ლტოლვილია. თბილისში ჩატარებული ანალიზების შემდეგ აივ-შიდსი 48 უცხოელს დაუდგინდა.
საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. ჩატარებული სტატისტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.
The georgian Times

2 comments:

  1. რამდენიმე წლის წინ ვიყავი ტრენერი, სწორედ, შიდსისა და ნარკომანიის საკითხებში. მაშინდელი სტატისტიკითაც ასე იყო და ამის მიზეზად იმას თვლიან, რომ ზუგდიდიდან ბევრი ადამიანი მიდის რუსეთში, საზღვარგარეთ და შემდეგ იქიდან ჩამოაქვს HIV ვირუსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდსით ყველაზე ხშირად ნარკომანები ავადდებიან და არა ჰომოსექსუალისტები, როგორც არასწორად ჰგონია ბევრს. ესეც ზუსტი ინფორმაციაა შიდსის და იმუნოლოგიის ცენტრიდან, რომელთანაც ადრე მიწევდა ურთიერთობა. ძალიან საინტერესო თემაა და ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა იწერებოდეს ამის შესახებ.

    ReplyDelete
  2. Sophie გეთანხმები, საინტერესოა ისე, რატო მაინცდამაინც ზუგდიდი. რაც შეეხება ჰომოსექსუალების ძალიან მცირე რაოდენობას, ჩემი აზრით საქართველოში შეიძლება ის მომენტიც იყოს რომ ბევრი არ იძახის სიმართლეს ( მე პირადად რამოდენიმე ვიცი რომლებმაც ტესტის დროს დამალეს და ჰეტეროსექსუალებად გაასაღეს თავი) ამაზე პოსტის დაწერას ვაპირებ ამ დღეებში. მართალია სხვა ქვეყნებშიც ჰეტეროსექსუალები უფრო მეტნი არიან დაავადებულთა შორის ვიდრე ჰომოსექსუალები, მაგრამ ასეთი დაბალი მაჩვენებელი არაა რეაალური . ერთი სიტყვით ამაზე აუცილებლად დავწერ...

    ReplyDelete

 
javascript