ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Wednesday, March 25, 2009

ჰომოსექსუალიზმი და ნატურალები - ქართულ ენაში გამოხატული ჰომოფობია

გეი ტერმინოლოგიას, მსოფლიო ენებში დიდი ხნის ისტორია არა აქვს, ზოგიერთ მცირერიცხოვან ენაში კი ასეთი რამ საერთოდ არც არსებობს.
გასული საუკუნის სამოციან წლებამდე თვით დასავლეთშიც ალბათ სულ რამოდენიმე და ისიც მკვეთრად უარყოფითი ტერმინი არსებობდა რომელიც ამ მოვლენას და ასეთ ადამიანებს გამოხატავდა. სამოციან წლებიდან დასავლეთში ჰომოსექსუალები აქტიურად იწყებენ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლას, ჩნდება გეი სუბკულტურა, გეი ქომიუნითი და შესაბამისად ყოველდღიურ ხმარებაში შემოდის ახალი სიტყვები, გამოთქმები. სწორედ ამ დროს ჩნდება თვით სიტყვა გეი და უფრო მოგვიანებით ქვირ (queer) ინგლისურში რომელიც მალე ამ ენიდან თითქმის ყველა ენაში ვრცელდება და მიიჩნევა როგორც ყველაზე ნეიტრალური და კეთილგანწყობილი სიტყვა ჰომოსექსუალების აღსანიშნად.
თუ დასავლურ ენებში ასეთი ტერმინოლოგიის გაჩენა სამოციან წლებიდან დაიწყო, საქართველოში თავისი პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი სულ რამოდენიმე წელიწადს ითვლის და მისი გამოყენების არეალიც ძირითადად რამოდენიმე ინტერნეტ საიტით, ბლოგით და ინტერნეტ ფორუმებით შემოიფარგლება (გაზეთ ასავალ-დასავალის ლექსიკური მარაგი პიდარასტებს და მამათმავლებს ვერაფრით ვერ გასცდა). ქართულ ინტერნეტში და შესაბამისად ენაში ყოველდღიურად ჩნდება და მკვიდრდება ახალთ-ახალი სიტყვები

რომლებიც ძირითადად რუსული ტერმინოლოგიიდანაა აღებული და უბრალოდ კალკირებულ თარგმანს წარმოადგენს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სიტყვა ცისფერი რომელიც მხოლოდ რუსეთში და შესაბამისად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიყენება. მაგრამ დავანებოთ თავი სიტყვა ცისფერს, ბოლოსდაბოლოს ეს სიტყვა მიუხედავად მისი რუსული წარმომავლობისა საკმაოდ უწყინარად გამოიყურება.

რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს და ნატურალებს, სიტყვებს რომელსაც ქართველი ჰომოსექსუალებიც და ჰომოფობებიც ერთნაირად ხმარობენ და რომლის განმარტებაც ერთ შემთხვევაში არასწორია (ჰომოსექსუალიზმი), მეორეში კი უბრალოდ დისკრიმინაციული (ნატურალი).

ტერმინი -იზმი საერთაშორისოა და ყველა ენაში გამოხატავს დოქტრინის, დოგმის, თეორიის თუ იდეოლოგიის მხარდამჭერებს და მიმდევრებს (ლენინიზმი, ლიბერალიზმი, დარვინიზმი), იგივე სუფიქსი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა დაავადების აღმნიშვნელად (აუტიზმი). ჰომოსექსუალურობა ისევე როგორც ჰეტეროსექსუალურობა არც დოგმაა, არც იდეოლოგია და თეორია, და მით უმეტეს არც დაავადება. სწორი სიტყვები უთუოდ არის ჰომოსექსუალი (პიროვნება), ჰომოსექსუალური (აბსტრაქცია), ჰომოსექსუალურობა (მოვლენა) (შესაბამისად ჰეტეროსექსუალი ჰეტეროსექსუალური ჰეტეროსექსუალურობა).

რაც შეეხება სიტყვა ნატურალს (და ნატურალებს). ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ჰეტეროსექსუალის (ჰეტეროსექსუალების) აღსანიშნად. სიტყვა უთუოდ აღებულია სიტყვიდან ნატურალური რომელიც ქართულში (და არა მარტო ქართულში) ბუნებრივს, ნამდვილს, ჭეშმარიტს ნიშნავს. გამოდის რომ ჰომოსექსუალები არანატურალურები, არაბუნებრივები, ხელოვნურად შექმნილები არიან?

ჩემი აზრით არსებული სამი ვარიანტიდან (ნატურალი, სთრაითი და ჰეტეროსექსუალი) ყველაზე მისაღები ჰეტეროსექსუალია. სთრაითი წმინდა ინგლისური სიტყვის კალკირებაა ხოლო ჰეტეროსექსუალი საერთაშორისო სიტყვაა რომელიც სხვა რომ არაფერი ჰომოსექსუალის პირდაპირი ანტონიმია.

და ბოლოს, ეს პოსტი რა თქმა უნდა არაა ლინგვისტური ნაშრომი და არც მე არ მაქვს პრეტენზია ენათმეცნიერობაზე, ამიტომ ნებისმიერი შენიშვნა და საპირისპირო აზრი საინტერესო მოსასმენი იქნება ჩემთვის, ასე რომ ველი თქვენს კომენტარებს.

5 comments:

  1. saboloo jamshi aranairi mnishvneloba ar aqvs ra erqmeva nebismier seqsualur umciresobas :D mtavaria es ar unda iyos sheurawmyofeli :D

    ase rom ase :D

    ReplyDelete
  2. ალექს კარგი ბიჭი ხარ, რომ იშრომე და შეეცადე დაგელაგებინა და ანალიზი გაგეკეთებინა ქართული ტერმინოლოგისთვის. ამ შემთხვევაში საყურადღებო იქნებოდა ალბათ ორგანიზაცია "ინკლუზივის" წარმომადგენლების აზრი, რომლებიც უფლებების სფეროშიც მუშაობენ და ამ მხრივა გარკვეული გამოცდილებაც აქვთ და სხვადასხვა სახის აქტივობებს აწარმოებენ. იმედია ნახავენ ამ შენს პოსტს და თავის კომპეტენტურ აზრსაც გამოთქვამენ. მადლობა კიდევ ერთხელ ამ პოსტისთვის :) ვფიქრობ, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ტერმინოლოგიაში, და ის ადამიანები, ვისაც ამ სფეროსთან "შეხება არ აქვთ" და სურთ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, რაღაც ახალს გაიგებენ შენი პოსტიდან და შეძლებენ უკეთესად იმსჯელონი მომავალში, ვიდრე აქამდე :)

    ReplyDelete
  3. gmadlobt am temisatvis kuadghebis datmobisatvis. Mnishvnelovania. am temaze dacvrilebit shigdzliat ixilot giorgi maisuradzis statia chveni jurnalis 8 nomershi (homo georgicus) homofobia - misi kartuli da universaluri aspektebi.

    erti komentari akve homoseqsualurobis magivrad homoseqsualobas vikenebt chven mushaobashi

    ReplyDelete
  4. პაკო - წავიკითხე, საინტერესო სტატიაა

    ReplyDelete
  5. mamatmavloba aris sakmaod zveli qartuli termini da ar aris sachiro misi sxca enebidan shemoteslebuli terminebit chanacvleba,miuxedavad mati rbili jgheradobisa

    ReplyDelete

 
javascript