ერთი შეხედვით ევროკავშირში ლგტბ ადამიანის უფლებები ყველაზე მეტადაა დაცული, მაგრამ საქმე მთლად ასე არაა. გუშინ ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა რომლის მიხედვითაც სამსახური, სკოლა, ჯანდაცვა და პოლიტიკა - ის სფეროებია სადაც ლგტბ ადამიანები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი.
განსაკუთრებული პრობლემები შეინიშნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რომლებიც სულ ბოლოს შეუერთდნენ ევროკავშირს, თუმცა ევროკავშირის ძველი წევრი რამოდენიმე ქვეყანაც მოხვდა ამ სიაში: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი. დასკვნაში ასევე მოხსენიებულია ქვეყნები სადაც ევროკავშირის მოწოდებას ლგტბ უფლებებისათვის მეტის გაკეთების საჭიროების შესახებ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა პოლიტიკოსებისგან. ასეთი ქვეყნებია: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, უნგრეთი და იტალია.
მართალია უკვე მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სკოლაში. ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაც ხშირ შემთხვევაში დეპრესიით, ტოქსიკომანიით და თვითმკვლელობითაც სრულდება. ამასთან პოლიცია რიგ ქვეყნებში არაა კომპეტენტური იბრძოლოს, გამოიძიოს ჰომოფობიის ფაქტები. ზოგ ქვეყანაში ჰომოფობია იმდენად ძლიერია რომ მსხვერპლი ვერ ბედავს ან არ თვლის საჭიროდ იჩივლოს. დასკვნა რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს შეიქმნას სპეციალური სისტემა რომელიც გაააადვილებს ასეთი ფაქტების აღრიცხვას.
ბნელები ყველგან არიან და იქნებიან, სამწუხაროდ
ReplyDelete