ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Monday, May 4, 2009

ნეკროფილი ჰომობობები


სენეგალის რადიო RFM-ის ცნობით ტიესის მცხოვრებლები ჰომოსექსუალის დაკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან.

სენეგალელი ღია ჰომოსექსუალი, მ.დიალო მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში შაბათს გათენებისას გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც მის ოჯახის წევრებს მეჩეთში გარდაცვლილთა ლოცვების რიტუალზე უარი უთხრეს, ახობლებმა ცხედარი უბნის სასსაფლაოზე წაიყვანეს ჩუმად დასაკრძალად. თუმცა ვიღაცამ უბნის მცხოვრებნი ,,გააფრთხილა'', რასაც სასაფლაოზე დიდი შეხლა-შემოხლა მოყვა. უბნის მაცხოვრებლები ოჯახის წევრებს დაკრძალვის საშუალებას არ აძლევდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი პოლიციის გამოძახებით, რომლის ჩარევის შედეგადაც საბოლოოდ მოხერხდა გარდაცვლილის დასაფლავება... თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით.

მართლაც ამ ამბიდან რამდენიმე საათში, როდესაც პოლიციაც და ოჯახის წევრებიც წავიდნენ, მრავალრიცხოვანი ბრბო საფლავზე დაბრუნდა, მირცვალებული ამოთხარა და სახლამდე 300 მეტრი ათრია, შემდეგ კი კარების წინ დაუგდეს ოჯახს.

ჯერ არაა ცნობილი რას გადაწყვეტს ოჯახი, რადგანაც უბანი სასტიკად იმუქრება რომ სასაფლაოზე ჰომოსექსუალის დაკრძალვის უფლებას არავის მისცემს, მათი აზრით ასეთია დამიანების მიწას მიბაება დიდი ცოდვაა.

Sunday, May 3, 2009

დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას

პირველად ამერიკაში, ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რიცხვმა გადაასწრო მოწინააღმდეგეებისას. აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევის და გამოკითხვის შედეგებით ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რაოდენობა ყოველთვის ნაკლები იყო მოწინააღმდეგეებისაზე. ბოლო გამოკითხვა ABC და ვაშინქტონ პოსტის მიერ იმედისმომცემია, ვინაიდან გამოკითხულთა 49 პროცენტი მხარს უჭერს ასეთ ქორწინებას, ხოლო 46% ეწინააღმდეგება. განსხვავება დიდი არაა მაგარმ თუ გავითვალისწინებთ რომ ჯერ კიდევ 2006 წელს მომხრეთა რიცხვი 32 პროცენტს არ აღემატებოდა, ხოლო 62 % კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ასეთ ქორწინებას პროგრესი სახეზეა.
ამავე გამოკითხვით გამოკითხულთა 53 პროცენტს მიაჩნია რომ იმ შტატში დაქორწინებული წყვილი სადაც ეს ნებადართულია, ავტომატურად უნდა აღიაროს ყველა შტატმა.

როგორც ჩანს მენტალიტეტი სწრაფად იცვლება. სპეციალისტები ამას გეების აქტიურობით ხსნიან. ბოლო ხანებში ამ თემას ერთერთი მთავარი ადგილი ეკავა ამერიკულ მედიაში.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი თაობების ცვლასთანაა დაკავშირებული. ყველა წინა გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს რომ 18 დან 45 წლამდე ასაკის მოსახლეობის 64% დადებითად უყურებს

ასეთ ქორწინებას, ხოლო 45 წელს ზევით ადამიანებში მხოლოდ 45% მიიჩნევს ამას შესაძლებლად. დასკვნა ასეთია: ბუნებრივი პროცესების შედეგად, როდესაც მოხდება თაობათა ცვლა ეს პროცესი გარდაუვალი გახდება. სპეციალისტების აზრით 2016 წლისათვის ამერიკის შტატების უმრავლესობაში გეი ქორწინება უკვე ნებადართული იქნება.
რა იქნება საქართველოში 2016 წელს?

Saturday, May 2, 2009

გეი ხარ? - გაყევი ისარს



ამსტერდამის ერთერთი უბნის პარკში კვირის დასაწყისში ახალი ისრები დააყენეს, რომლებიც პარკის სხვადასხვა მიმართულებას აჩვენებენ.


პარკის შესასვლელში ნაჩვენებია თუ პარკის რომელ ნაწილში რა ხდება. ასე მაგალითად: ადგილი ბავშვებისათვის, საბანაო პლაჟი, პლაჟი სადაც ძაღლი დაუბმელად შეგიძლია ასეირნო და... ადგილი სადაც ჰომოსექასუალები პარტნიორს ეძებენ.


მერიის გადაწყვეტილებას სულაც არ უდევს საფუძვლად გეი ტურიზმის განვითარება. უბრალოდ ამ ადგილას დიდი ხანია გეები იკრიფებიან, ხოლო პარკი იმ უბანში მდებარეობს სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანი ემიგრანტები არიან. ამ პანკარტების მიზანიც სწორედ ისაა რომ, ვისაც არ უნდა გეების დანახვა შეეძლოს თავი აარიდოს.


ეს მხოლოდ ჰომოსექსუალებს არ ეხებათ, - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა - მაგალითად ბავშვიან მშობლებს ხშირად დისკომფორტს უქმნიან ძაღლებიც (რა მაგარი შედარებაა). პარკის ზონებად დაყოფა კი ყველას საშუალებას მისცემს ისეირნოს იქ სადაც მისი ადგილია და ერთმანეთი არ შეაწუხონ.


ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა: სად უნდა წავიდეს გეი რომელიც პარკში საკუთარ ძაღლს ასეირნებს? :):):)

ინტერვიუ მოძღვართან

ლუთერანული ეკლესიის მოძღვარი ლარს გარდფელდტი ავტორია წიგნისა ,,ეზიზღება თუ არა ღმერთს ჰომოსექსუალები''. თვითონაც ჰომოსექსუალი, ლარსი 2006 წელს დაქორწინდა მამაკაცზე რომელთან ერთადაც 20 წელი ქონდა გატარებული. მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ. მაშინდელი მათი ქორწინება კანადაში შედგა, რადგანაც მათი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ცნობდა გეი წყვილების ქორწინებას. სიტუაცია დღეიდან იცვლება, შვედეთში ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია!!!

ამ და სხვა საკითხებზე გუშინ გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ რომლიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ.

- შემოდგომაზე შვედეთის წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გეი ქორწინების დაშვების შესახებ. რას ელოდებით?

პარლამენტმა 1 მაისიდან უფლება მისცა ჰომოსექსუალ წყვილებს დაქორწინებულიყვნენ. ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს ორი საკითხი: უნდა თუ არა ქორწინების აღნიშვნის უფლების შენარჩუნება და არის თუ არა მზად დააქორწინოს ერთი სქესის ადამიანები. ვიმედოვნებ რომ ორივე საკითხზე გადაწყვეტილება დადებითი იქნება. დღესდღეობით მღვდელმთავართა ნახევარზე ოდნავ მეტი ამაზე თანახმაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პენსიაზე გავა ძველი თაობა რომელიც გაიზარდა ეპოქაში სადაც ჰომოსექსუალები ავადმყოფებად მიაჩნდათ, სიტუაცია შეიცვლება.

- რა იწვევს იმას რომ ეს საკითხი ასეთი საჭირბოროტო გახდა?

დებატები ისეთივე მწვავეა როგორც ეს ორმოცდაათი წლის წინათ იყო, როდესაც ჩვენი ეკლესია განიხილავდა ქალებისთვის მღვდელთმსახურების უფლების მინიჭების საკითხს. როფორმების აუცილებლობა ზოგიერთში შიშს იწვევს. მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყვნენ საეკლესიო მოღვაწენი რომელთათვისაც მისაღები იყო დემოკრატიული ცვლილებები ეკლესიის შიგნით და ამავდროულად რა თქმა უნდა იყვნენ და არიან ყოველგვარი ცვლილებების მოწინააღმდეგენი.

- ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოყავთ ბიბლია. მათ მიაჩნიათ რომ ქორწინება ესაა წმინდა ინსტიტუცია რომელიც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება შედგეს...

თუ ბიბლიის იმ პასაჟებს გადავხედავთ სადაც ლაპარაკია ქორწინებაზე, ნუ გამოვტოვებთ რომ იმავე ტექსტში ლაპარაკია იმაზე რომ ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს ყველაფერში. მაგრამ დღევანდელი ეკლესია (ალბათ გულისხმობს ლუტერანულს) ამ საკითხში საკმაოდ ემანსიპირებულია. თქმა იმისა რომ ტრადიციების დაცვის მიზნით არ დავუშვათ ჰომოსექსუალთა ქორწინებაა, ესაა 2000 წლის წინანდელ ეპოქაში დაბრუნება. არ შეგვიძლია ავირჩიოთ ბიბლიის მოწოდების შეუცვლელად დაცვა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მაშინ როცა მეორე შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

- რას ფიქრობთ ბავშვების საკითხზე?

ეკლესია ყოველთვის წერდა ჯვარს ისეთ წყვილებს რომლებზე იცოდა რომ ბავშვები არ ეყოლებოდათ. ბავშვის ყოლა რაიმე კრიტერიუმი არასოდეს ყოფილა. საინტერესოა ამ მოთხოვნამ რატომ წამოიწია ახლა, მითუმეტეს რომ ბევრ ჰომოსექსუალ წყვილს უკვე ყავთ ბავშვები. ყველაზე დიდი აბსურდია აღიარო ქალისა და მამაკაცის ქორწინება რომლებსაც შვილები არ ეყოლებათ და არ აღიარო ორი მამაკაცის ქორწინება რომლებსაც შვილები უკვე ყავთ, როგორც მე მაგალითად.

Friday, May 1, 2009

ისლამისტები ჰომოსექსუალების წინააღმდეგ

სენეგალში სასამართლომ 9 ჰომოსექსუალი გაათავისუფლა რომელთაც ბრალი ,,ბუნების საწინააღმდეგო'' ქმედებებში ედებოდათ. საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ ამ განთავისუფლებას, ხოლო Amnesty International-მა სენეგალის ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველეყო გათავისუფლებულების უსაფრთხოება და დაეცვა ისინი მოსალოდნელი ჰომოფობიური თავდასხმებისაგან.
თუმცა როგორც ჩანს ამ გათავისუფლებას სხვანაერად უყურებენ და აღიქვავენ აფრიკის ქვეყნები, განსაკუთრებით კი რელიგიური საზოგადოება. ამის დასტურია ოთხშაბათს ოცამდე ისლამური ასოციაციის მიერ ერთობლივად მიღებული დეკლარაცია. ისლამური ლიგა აღნიშნულ გათავისუფლებას არც მეტი არც ნაკლები ისლამზე თავდასხმად აღიქვავს. ისლამის მიმდევრები მოუწოდებენ საზოგადოებას შეუმწყნარებლობისკენ გეების მიმართ. მათი ერთ ერთი ხელმძღვანელის მტკიცებით ასეთი ადამიანების ადგილი მხოლოდ სასაფლაოზეა. მათ ამის დასტურად ყურანის ის ადგილი მოყავთ, სადაც ალაჰი მოუწოდებს მუსულმანებს იმოქმედონ ისლამზე ყოველგვარი შეტევის და შემტევების წინააღმდეგ. ინტერპრეტაციაც ასეთი უნდა :)
სენეგალში, რომლის მოსახლეობის 95 პროცენტიც მუსულმანია, ჰომოსექსუალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და 1 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.სწორედ ამ მუხლით გაასამართლეს 9 ჰომოსექსუალი 7 იაანვარს. თუმცა სავარაუდოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად 20 აპრილს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება და მსჯავდებულები დარბაზიდან გაათავისუფლა.
 
javascript