ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Sunday, May 3, 2009

დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას

პირველად ამერიკაში, ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რიცხვმა გადაასწრო მოწინააღმდეგეებისას. აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევის და გამოკითხვის შედეგებით ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რაოდენობა ყოველთვის ნაკლები იყო მოწინააღმდეგეებისაზე. ბოლო გამოკითხვა ABC და ვაშინქტონ პოსტის მიერ იმედისმომცემია, ვინაიდან გამოკითხულთა 49 პროცენტი მხარს უჭერს ასეთ ქორწინებას, ხოლო 46% ეწინააღმდეგება. განსხვავება დიდი არაა მაგარმ თუ გავითვალისწინებთ რომ ჯერ კიდევ 2006 წელს მომხრეთა რიცხვი 32 პროცენტს არ აღემატებოდა, ხოლო 62 % კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ასეთ ქორწინებას პროგრესი სახეზეა.
ამავე გამოკითხვით გამოკითხულთა 53 პროცენტს მიაჩნია რომ იმ შტატში დაქორწინებული წყვილი სადაც ეს ნებადართულია, ავტომატურად უნდა აღიაროს ყველა შტატმა.

როგორც ჩანს მენტალიტეტი სწრაფად იცვლება. სპეციალისტები ამას გეების აქტიურობით ხსნიან. ბოლო ხანებში ამ თემას ერთერთი მთავარი ადგილი ეკავა ამერიკულ მედიაში.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი თაობების ცვლასთანაა დაკავშირებული. ყველა წინა გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს რომ 18 დან 45 წლამდე ასაკის მოსახლეობის 64% დადებითად უყურებს

ასეთ ქორწინებას, ხოლო 45 წელს ზევით ადამიანებში მხოლოდ 45% მიიჩნევს ამას შესაძლებლად. დასკვნა ასეთია: ბუნებრივი პროცესების შედეგად, როდესაც მოხდება თაობათა ცვლა ეს პროცესი გარდაუვალი გახდება. სპეციალისტების აზრით 2016 წლისათვის ამერიკის შტატების უმრავლესობაში გეი ქორწინება უკვე ნებადართული იქნება.
რა იქნება საქართველოში 2016 წელს?

1 comment:

  1. მაშინ მეც დაგამატებ ჩემს ლისტში თუ შენ არ იქნები წინააღმდეგი ;) :)
    საინტერესო სტატიები გაქვს :)
    რაც შეეხება ამ პოსტს,მართლა გულით არ მესმის, რატომ არ შეიძლება რომ ჰომოსექსუალებსაც ჰქონდეთ უფლება იყვნენ სიყვარულით ბედნიერები...

    და არ შემიძლია გამოკითხვაზე რომ არ გავცე პასუხი, აქ ჯერ არ შეიძლება გეი-პარადის ჩატარება (ვისაც საკუთარი თავი არ მობეზრებია) თორემ მოვა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და დაარბევს :| და დიპლომატიური კორპუსი იტყვის, აღშფოთებულები ვართო და ჩვენი ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი გაურკვეველი დროით გადაიწევს :)))))))))) (just joke :P)

    ReplyDelete

 
javascript