მაშინ როცა ალბანეთის პრემიერ მინისტრი სრულიად მოულოდნელად ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების ინიციატივით გამოვიდა, საქართველოს ისევ ღრმა ძილით სძინავს. დიმიტრი ლორთქიფანიძეზე უკვე დაიწერა მეზობელ ბლოგზე და არ ვაპირებ გამეორებას, უბრალოდ ერთი დეტალი მინდა ავღნიშნო.
შეიძლება საქმე არც ისე ცუდადაა, ვგულისხმობ ამ თემის ატაცებას ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ. ინტერნეტში განთავსებულმა თითქმის ყველა წამყვანმა სააგენტომ გააშუქა ეს ინფორმაცია (ბევრმა საკმაოდ ირონიულადაც მოიხსენია ომბუდმენობის კანდიდატი).
თუ გავითვალლისწინებთ რომ წლების წინ იგივე სუბარის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადება არავის არ გაკვირვებია და გაუშუქებია გარდა რამდენიმე ხნის შემდეგ ჟურნალ ''მე''-ში დაბეჭდილი სტატიისა, შეიძლება დავასკვნათ რომ საზოგადოება ვითარდება ნელ-ნელა, და რომ დღეს ბევრად უფრო ,,ძნელია'' პოლიტიკოსისათვის გააკეთოს თავზეხელაღებული და უნამუსო განცხადებები ვიდრე ეს წლების წინ იყო.
ჩემი აზრით ამ ადამიანისმაგვარი დებილები საკმაოდ კარგ სამსახურს უწევენ ჰომოსექსუალებს. თემის აქტუალურობა საქართველოში შიგადაშიგ სწორედ მათი წყალობით ხდება, მაშინ როცა ადგილობრივი ჰომოსექსუალები უკიდურესი პასიურობით (ამ სიტყვის უნივერსალური გაგებით:) გამოირჩევიან.
ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ და აქვე გთავაზობთ რამოდენიმე ლინკს არაგეი საიტებისა სადაც ეს ინფორმაცია გაშუქდა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=30737&Itemid=1
http://civil.ge/geo/article.php?id=21585
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=1&info_id=9609&act=ns
http://www.tavisupleba.org/content/blog/1789351.html
http://news.boom.ge/geo/12/20090731/1172479/
alex გეთანხმები, რომ დებილია, მაგრამ გაბლატავებულია და ჯობია მოკეტოს და ზრდილობიანი ლაპარაკი ისწავლოს. დებილი თუა პარლამენტში კი არ უნდ აიჯდეს, სადებილეშია მაშინ მაგისი ადგილი. გეთანხმები რომ ერთის მხრივ თავისდაუნებურად ასეთი დებილები გეი აქტივისტების საქმეს აკეთებენ :)
ReplyDeleteგეთანხმები მეც რომ არ უნდა იჯდეს, მაგრამ რომ ზის? და კიდევ რამდენი მაგისნაერი დეგენერატი ზის. 80%? 90% ?
ReplyDeleteჩემი აზრით პრობლემა უფრო სერიოზულია და ბევრად სცილდება ჰომოფობიის საზღვრებს
ეს ადამიანები წარმოადგენენ ხშირად უცხოეთში საქართველოს სახეს. ამის მერე კაციჭამიები რომ არ ვგონივართ მსოფლიოს კიდევ მიკვირს.
სუბარმა რაო?
ReplyDeletesubari aranaklebi siria samwuxarod
ReplyDelete