"შეუძლებელია, ევროპა, რომლიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები", _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არამარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს.
"ბუნებრივია ჩნდება კითხვა: თუკი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?! იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება, მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს. არა აქვს მნიშვნელობა, რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიმართავენ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო არ შეუერთდება მას", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს საპატრიარქოდან _ მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), წმიდა საყდრის სადესპანოდან საქართველოში _ მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ეპისკოპოსი _ ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი _ აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი, სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს
სრულუფლებიანი წარმომადგენელი ახუნდი ალი ალიევი.
წყარო http://www.ghn.ge/news-6732.html