ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Thursday, September 24, 2009

ისევ მიკა


წინა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მომღერალმა ჰოლანდიურ ჟრნალთან ინტერვიუში როგორც იქნა ქამინ აუთი გააკეთა. „არასდროს ვიწებებდი იარლიყებს. და არასდროს ვიზღუდავდი თავს იმაში, თუ ვისთან უნდა დავწოლილიყავი. შემეკითხეთ რაც გაინტერესებთ. თუ თქვენ რამე ტერმინი გჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემთვის განსაზღვრება მოძებნოთ – ბისექსუალი მიწოდეთ“ – უთხრა მიკამ ჰოლანდიურ ჟურნალს GAY & NIGHT (წყარო Tblisi Gay Life) ორი დღის წინ კი ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხზე ბლიც ინტერვიუს დროს, რომლის დროსაც ეკრანზე გაჩენილ კითხვებს მოკლედ უნდა უპასუხო, კითხვას გოგოები მოგწონს თუ ბიჭები, მიკამ უპასუხა - ,,გააჩნია''.
მაშ ასე, უნდოდა თუ არა მიკამ ქამინგ აუთი ნელ-ნელა გააკეთა, ან გააკეთებინე. შემდეგი კითხვა სავარაუდოდ ასეთი იქნება: პასიური ხარ თუ აქტიური? :):):)

Monday, September 21, 2009

გადმოტვირთეთ მიკას ახალი ალბომი


ამ დღეებში გამოვიდა მიკას ახალი ალბომი, რომლებსაც ფანები 2 წლის განმავლობაში ელოდნენ.
პირველი ალბომის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, რომელიც მსოფლიოში 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ლიბანური წარმოშობის ინგლისელი მომღერალ სულაც არ ჩქარობდა, ჟურნალისტების კითხვაზე კი, თუ როდის იქნება ახალი ალბომი პასუხობდა - მზად იქნება როცა იქნება. და აი ისიც, The Boy Who Knew Too Much.
სექტემბერში ჟურნალ TETU-სთვის მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა კვლავ ღიად დატოვა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვა - , ,,არ მინდა ლიმიტირებული ვიყო რაიმე დეფინიციით, მირჩევნია სრული თავისუფლება შევინარჩუნო''. მიუხედავად იმისა რომ არასოდეს არ უარყვია, მიკა ყოველთვის გაურბოდა ამ თემაზე საუბარს,
ალბათ ნაკლებად საინტერესოა არის თუ არა გეი, მათთვის ვისაც მისი მუსიკა მოსწონს გთავაზბთ ახალი ალბომის ყველა სიმღერას, ჩემოსატვირთად მიბრძანდით ამ ლინკზე.

ყველაზე გეი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 6 ქალაქი არის კანდიდატი და ებრძვის ერთმანეთს მსოფლიოში გეი ტურიზმში პირველი ადგილის მოსაპოვებლად. ესენია: მონრეალი, ბარსელონა, ბუენოს აირესი, რიო დე ჟანერო, ლონდონი და სიდნეი. კონკურსი მოამზადა MTV ქსელის ერთერთმა არხმა რომელიც ლგტბ თემაზე მოღვაწეობს, ხოლო პრიზის გადაცემას უშუალოდ უზრუნველყოფს გეი ტურიზმის სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ საიტი Trip Out Gay Travel.

კანდიდატი ქალაქები სპეციალურად შედგენილმა ჯგუფმა შეარჩია რომლის წევრებიც იყვნენ: ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს სპეციალისტები, ჟურნალისტები და გამომცემლები.
ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს, გამარჯვებული კი 2 ნოემბერს გამოვლინდება მსოფლიო გეი ტურიზმის მეათე კონფერენციაზე, რომელიც ბოსტონში ჩატარდება. ამავე კონფერენციის მსვლელობისას გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო გეი ბარი, სასტუმრო, ტურ ოპერატორი, ავიაკომპანია და ყოველწლიური დღესასწაული.

ისე ბარი სასტუმრო და ტურ ოპერატორიც გასაგებია, მაგრამ აი ავიაკომპანია რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ პირადად მე ძალიან მაინტერესებს. მანამდე დაველოდოთ 2 ნოემბერს, თუმწა წინასწარ ცნობილია რომ არცერთი ქართული კომპანია, არც ბარი და არც დღესასწაული გამარჯვებულებს ვინ ჩივის და ვერც კანდიდატების რიცხვში ვერ მოხვდება.

Sunday, September 20, 2009

ბელგარდში 8 წლის შემდეგ დაგეგმილი მეორე გეი პარადიც ჩაიშალა

კვირას ბელგრადში დაგეგმილი იყო გეი პარადი, თუმცა ერთი დღით ადრე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აღარ ჩაეტარებინათ მსვლელობა. ამის მიზეზი ულტრა მემარჯვენეთა, ულტრა ნაციონალისტთა და მართლმადიდებელთა (ამ სიტყვას მგონი ულტრა აღარ უნდა) მხრიდან არსებული თავდასხმების საშიშროება დასახელდა
ოფიციალურად გეი აღლუმი არავის აუკრძალავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მსვლელობის ქალაქის ცენტრიდან ერთ-ერთ სკვერში გადატანის მოთხოვნით მიმართა, რომელსაც ქალაქიდან მდინარე ყოფს. ორგანიზატორებმა საპასუხოდ გადაწყვიტეს საერთოდ გაეუქმებინათ მსვლელობა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით მათ არაადეკვატურად მიიჩნიეს უფლებების მოთხოვნით ,,მინდვრებში’’ გამოსვლა - ,,მსვლელობა, რომლითაც უფლებებს ითხოვ მხოლოდ ქალაქში შეიძლება ჩატარდეს’’.

პირველი გეი პარადი ბელგრადში 2001 წელს ჩატარდა. მაშინ პოლიცია უძლური აღმოჩნდა დაეცვა მანიფესტანტები და ყველაფერი როგორ მოსალოდნელი იყო დარბევით და ცემა-ტყეპით დამთავრდა. (http://www.youtube.com/watch?v=ppXVAocEHSk)მეორე გეი პარადს კი ბელგრადელები 8 წელი ელოდნენ და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს მოუწევთ.  

2007 წელს იგივე მიზეზით ორგანიზატორებმა უარი თქვეს თბილისში გეი პარადის ჩატარებაზე, ოღონდაც ბელგრადისაგან განსხვავებით მაშინ თბილისში გეი პარადი დაგეგმილიც კი არ ყოფილა :):):)

Friday, September 18, 2009

კვირის ფრაზა :):):)


არნოლდ შვარცნეგერი: ,,ჩემი აზრით გეი ქორწინება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის''.

 
javascript