მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 6 ქალაქი არის კანდიდატი და ებრძვის ერთმანეთს მსოფლიოში გეი ტურიზმში პირველი ადგილის მოსაპოვებლად. ესენია: მონრეალი, ბარსელონა, ბუენოს აირესი, რიო დე ჟანერო, ლონდონი და სიდნეი. კონკურსი მოამზადა MTV ქსელის ერთერთმა არხმა რომელიც ლგტბ თემაზე მოღვაწეობს, ხოლო პრიზის გადაცემას უშუალოდ უზრუნველყოფს გეი ტურიზმის სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ საიტი Trip Out Gay Travel.
კანდიდატი ქალაქები სპეციალურად შედგენილმა ჯგუფმა შეარჩია რომლის წევრებიც იყვნენ: ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს სპეციალისტები, ჟურნალისტები და გამომცემლები.
ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს, გამარჯვებული კი 2 ნოემბერს გამოვლინდება მსოფლიო გეი ტურიზმის მეათე კონფერენციაზე, რომელიც ბოსტონში ჩატარდება. ამავე კონფერენციის მსვლელობისას გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო გეი ბარი, სასტუმრო, ტურ ოპერატორი, ავიაკომპანია და ყოველწლიური დღესასწაული.
ისე ბარი სასტუმრო და ტურ ოპერატორიც გასაგებია, მაგრამ აი ავიაკომპანია რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ პირადად მე ძალიან მაინტერესებს. მანამდე დაველოდოთ 2 ნოემბერს, თუმწა წინასწარ ცნობილია რომ არცერთი ქართული კომპანია, არც ბარი და არც დღესასწაული გამარჯვებულებს ვინ ჩივის და ვერც კანდიდატების რიცხვში ვერ მოხვდება.
No comments:
Post a Comment