კვირას ბელგრადში დაგეგმილი იყო გეი პარადი, თუმცა ერთი დღით ადრე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აღარ ჩაეტარებინათ მსვლელობა. ამის მიზეზი ულტრა მემარჯვენეთა, ულტრა ნაციონალისტთა და მართლმადიდებელთა (ამ სიტყვას მგონი ულტრა აღარ უნდა) მხრიდან არსებული თავდასხმების საშიშროება დასახელდა.
ოფიციალურად გეი აღლუმი არავის აუკრძალავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მსვლელობის ქალაქის ცენტრიდან ერთ-ერთ სკვერში გადატანის მოთხოვნით მიმართა, რომელსაც ქალაქიდან მდინარე ყოფს. ორგანიზატორებმა საპასუხოდ გადაწყვიტეს საერთოდ გაეუქმებინათ მსვლელობა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით მათ არაადეკვატურად მიიჩნიეს უფლებების მოთხოვნით ,,მინდვრებში’’ გამოსვლა - ,,მსვლელობა, რომლითაც უფლებებს ითხოვ მხოლოდ ქალაქში შეიძლება ჩატარდეს’’.
პირველი გეი პარადი ბელგრადში 2001 წელს ჩატარდა. მაშინ პოლიცია უძლური აღმოჩნდა დაეცვა მანიფესტანტები და ყველაფერი როგორ მოსალოდნელი იყო დარბევით და ცემა-ტყეპით დამთავრდა. (http://www.youtube.com/watch?v=ppXVAocEHSk)მეორე გეი პარადს კი ბელგრადელები 8 წელი ელოდნენ და როგორც ჩანს კიდევ დიდხანს მოუწევთ.
2007 წელს იგივე მიზეზით ორგანიზატორებმა უარი თქვეს თბილისში გეი პარადის ჩატარებაზე, ოღონდაც ბელგრადისაგან განსხვავებით მაშინ თბილისში გეი პარადი დაგეგმილიც კი არ ყოფილა :):):)
No comments:
Post a Comment