
არნოლდ შვარცნეგერი: ,,ჩემი აზრით გეი ქორწინება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის''.


პირველად ამერიკაში, ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რიცხვმა გადაასწრო მოწინააღმდეგეებისას. აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევის და გამოკითხვის შედეგებით ერთსქესიანი ქორწინების მომხრეთა რაოდენობა ყოველთვის ნაკლები იყო მოწინააღმდეგეებისაზე. ბოლო გამოკითხვა ABC და ვაშინქტონ პოსტის მიერ იმედისმომცემია, ვინაიდან გამოკითხულთა 49 პროცენტი მხარს უჭერს ასეთ ქორწინებას, ხოლო 46% ეწინააღმდეგება. განსხვავება დიდი არაა მაგარმ თუ გავითვალისწინებთ რომ ჯერ კიდევ 2006 წელს მომხრეთა რიცხვი 32 პროცენტს არ აღემატებოდა, ხოლო 62 % კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ასეთ ქორწინებას პროგრესი სახეზეა.
ასეთ ქორწინებას, ხოლო 45 წელს ზევით ადამიანებში მხოლოდ 45% მიიჩნევს ამას შესაძლებლად. დასკვნა ასეთია: ბუნებრივი პროცესების შედეგად, როდესაც მოხდება თაობათა ცვლა ეს პროცესი გარდაუვალი გახდება. სპეციალისტების აზრით 2016 წლისათვის ამერიკის შტატების უმრავლესობაში გეი ქორწინება უკვე ნებადართული იქნება.
რა იქნება საქართველოში 2016 წელს?



სენეგალში სასამართლომ 9 ჰომოსექსუალი გაათავისუფლა რომელთაც ბრალი ,,ბუნების საწინააღმდეგო'' ქმედებებში ედებოდათ. საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები მიესალმნენ ამ განთავისუფლებას, ხოლო Amnesty International-მა სენეგალის ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველეყო გათავისუფლებულების უსაფრთხოება და დაეცვა ისინი მოსალოდნელი ჰომოფობიური თავდასხმებისაგან.javascript