ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Friday, October 30, 2009

პედოფილია რელიგიის სახელით




ქართული თარგმანი:
-ქორწინება ეს არის ორი რამ: პირველ რიგში ვლაპარაკობთ თავად ქორწინების აქტზე, კონტრაქტზე, ეს ერთი. რაც შეეხება ქორწინების მოხმარებაას, ანუ პირველი სექსუალური კონტაქტის დამყარებას საკუთარ ცოლთან, ეს მეორე რამაა. არ არსებობს მინიმალური ასაკი ქორწინების კონტრაქტის გასაფორმებლად. შეგიძლიათ დაქორწინდეთ ერთი წლის გოგონაზე, ისევე როგორც ცხრა, შვიდი თუ რვა წლის ბავშვზე. აქ საქმე მხოლოდ კონტრაქტს ეხება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება (გოგონას) მაამამ უნდა მიიღოს, რადგანაც მამის აზრის გათვალისწინება აუცილებელია. ამგვარად გოგონა ხდება ცოლი. მაგრამ არის თუ არა გოგონა მზად სექსისთვის ? რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვს ქონდეს პირველი სექსუალური კონტაქტი ? ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარემოზე და ტრადიციებზე. იემენში გოგოებს ათხოვებენ ცხრა, ათი, თერთმეტი, რვა ან ცამეტი წლისას (სტილი დაცულია), მაგრამ სხვა ქვეყნებში 16 წლისას. ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო კანონი რომელიც კრძალავს 18 წლამდე ასაკის გოგონასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას. პროფეტი მუჰამედი არის მოდელი რომელსაც ჩვენ მივყვებით. მან აიშა ცოლად მოიყვანა როდესაც იგი 6 წლის იყო, მაგრამ მასთან სექსუალური კონტაქტი არ დაუმყარებია სანამ 9 წლისა არ გახდებოდა.
- როდესაც ექვსი წლის იყო… ?
ის დაქორწინდა როდესაც ექვსი წლის იყო, მაგრამ ქორწინება პირველად მოიხმარა (სტილი დაცულია) მხოლოდ მაშინ როდესაც გოგონა ცხრა წლის გახდა. ჩვენ მუჰამედი მოდელად მიგვაჩნია.
- ჩემი კითხვა ასეთია, 12 წლის ბიჭის ქორწინება 11 წლის გოგონასთან არის თუ არა ლოგიკური ქორწინება და ნებადართული ისლამური კანონების მიხედვით ?
- თუ წარმომადგენელი მამაა კი … წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც მამას ჰყავს რამოდენიმე პატარა ქალიშვილი, იგი სამოგზაუროდ უნდა წავიდეს. ვის ჩააბაროს თავის ქალიშვილები ? არ ჯობია დააქორწინო გოგო სანდო და მისაღებ კანდიდატურაზე, რომელსაც ექნება სექსი როდესაც ბავშვი გაიზრდება. (ბოლო პასუხის თარგმანი შემოკლებულია).

პს: აი ესენი მე მიკრძალავენ ქორწინებას!!!!!

Monday, October 26, 2009

ორი ძმის სიყვარულის ისტორია


თავიდან ბოლომდე (Do Começo Ao Fim) ასე ჰქვია ბრაზილიურ ფილმს რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს უნდა გამოსულიყო ეკრანებზე, თუმცა პრემიერა გადაიდო. საბოლოოდ ფილმი 27 ნოემბერს გამოვა ბრაზილიაში. მართალია ფილმი ჯერ არ გამოსულა მაგრამ დიდი ხმაურის მიზეზი უკვე გახდა. მართაც იგი ყველა ინგრედიენტს შეიცავს დასაინტრიგებლად და აღსაშფოთებლად. მასში მოთხრობილია ორი ძმის სიყვარულის შესახებ. დამეთანხმებით ალბათ რომ მეტად სპეციფიკური თემაა და ტაბუდადებული ყველა საზოგადოებაში. თავიდან ვიფიქრე რომ თემა უბრალოდ პიარისათვის და იაფფასიანი რეკლამისათვის შეარჩია რეჟისორმა , მაგრამ თრეილერი რომელიც YouTube-ზე დევს ამის თქმის საბაბს არ იძლევა. პირადად მე ძალიან დამაინტრიგა და დიდი სიამოვნებით ვნახავ როცა შესაძლებლობა მომეცემა, კომენტარსაც მერე გავაკეთებ.



Saturday, October 24, 2009

სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია


ირლანდიაში შოკი გამოიწვია ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი და ვარსკვლავი სპორტსმენის ქამინგ აუთმა.


დონალ ოგ კუსაცკიმ, ირლანდიის ერთ-ერთმა ყველლაზე ცნობილმა ჰარლინგის მოთამაშემ ქამინგ აუთი გააკეთა. ჰარლინგი ირლანდიის ტრადიციული და ეროვნული სპორტია, რომელიც დაახლოებით ფეხბურთსა და ამერიკულ ფეხბურთ ჰგავს. ეს სპორტი ირლანდიაში ძალიან პოპულარულია, ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს და განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული სპორტის სამყაროში. თავად დონალი კი ამ სპორტის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია.

საავტობიოგრაფიო წიგნში რომელიც დღეს გამოდის იგი წერს ,,ადრეულ ასაკიდანვე მივხვდი რომ გეი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. ვცადე ქალებთან ამეწყო ურთიერთობა, მართლაც ძალიან ლამაზი გოგოები მყოლია, მაგრამ თავის მოტყუება არ შემეძლო, სულ სხვა რამ მინდოდა. გრძნობები ეფრო ძლიერია ბიჭების მიმართ. ეს ასეა და ყოველთვის ასე იყო. ვიცი რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ ასპექტში, რაც მხოლოდ მე მეხება. რას იფიქრებენ ამაზე არ მანაღვლებს, მთავარი ისაა რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ''.
სპორტის სამყარო დღესაც კვლავ ითვლება ყველაზე ჰომოფობიურად ევროპაში. სულ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში ერთ ერთმა გუნდმა ჩემპიონატი დატოვა იმისათვის რომ გეი გუნდთან თამაში უწევდათ და არ იკადრეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მოქმედი და მეტნაკლებად ცნობილი ღიად გეი სპორტსმენი. სააკაშვილი რომ ირლანდიის პრეზიდენტი იყოს ალბათ იტყოდა, ეს მოხდა პირველად ჩვენთან მთელი ევროპის მასშტაბით, ჩვენ ყველას დავანახეთ როგორი წინწასული საზოგადოება ვართ და მართალიც იქნებოდა.

Friday, October 23, 2009

უნივერსიტეტის ღმერთები

ვეიცარიელმა ფოტოხელოვანებმა საფრანგეთისა და ინგლისისაგან განსხვავებით ღმერთები უნივერსიტეტში მოძებნეს. 12 საგულდაგულოდ აღჩეული სტუდენტი 2010 წლის კალენდარში 12 თვეს განასახიერებს. ნახეთ კასტინგის ვიდეო არ ინანებთ თუნდაც ენა არ იცოდეთ :):):)





სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია

წლებია საფრანგეთის რაგბის ეროვნული ნაკრები წარმატებით პოზიორობს კალენდარისთვის რომელსაც სტადიონის ღმერთები ჰქვია და რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა ინგლისელების ჯერი მოვიდა. 2010 წლიდან უკვე ინგლისელებიც დატკბებიან ეროვნული მორაგბეების ფოტოკალენდარით. ისე ჩემი აზრით ფრანგებს ფოტოხელოვნებაში ვერავინ დაეწევა.




Thursday, October 22, 2009

შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს

ლუთერანული ეკლესიის წმინდა სინოდმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. (ამ თემაზე იხილეთ ძველი პოსტი), ხმათა 70%ით შვედეთის მთავარმა ეკლესიამ, რომლის მიმდევარიცაა მოსახლეობის 73% გადაწყვიტა ბოლო მოუღოს მრევლის დაყოფას ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუაალებად, ამიერიდან ყველა მორწმუნე წყვილს, ჰეტეროსექსუალები იქნებიან თუ ჰომოსექსუალები უფლება აქვთ თანაბარი ცერემონიისა ეკლესიაში. ამგვარად შვედეთი, რომელიც უკვე პიონერია ჰომოსექსუალთა უფლებების საქმეში, ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა რომლის წამყვანი ეკლესიაც ოფიციალურად აღიარებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს.

ლგტბ ორგანიზაციები მიესალმნენ წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებას, მათი თქმით ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს დისკრიმინაციასთან ბრძოლას და საზოგადოებაც უფრო შემწყნარებელი გახდება.

სხვა ქრისტიანულ ეკლესიაებს ჯერჯერობით თავიანთი პოზიცია არ გაამოუხატავთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით

როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ


პარიზში მიმდინარე შიდსის ვირუსისზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევართა კონფერენციაზე მეტად საიმედო განცხადებები გაკეთდა. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ტაილანდში ჩატარებული ტესტების შედეგები წარმოადგინა, რომელიც აცრის შემთხვევაში 31 %ით ამცირებს ვირუსის აკიდების საშიშროებას. კიდევ უფრო იმედისმომცემია შვედი სპეციალისტების მიერ ტანზანიაში გამოცდილი ვაქცინა, რომელიც 50% ამცირებს გადადების შანსს.
მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური ინფორმაციისა, მკვლევართა უმეტესობა ფრთხილად ეკიდება ვაქცინაციის დაწყების საქმეს. ისინი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის შენელებას და შესაბამისად ახალი კვლევების დასაფინანსებლად ახალი თანხების მოძიებისას შესაძლო პრობლემებზე მიუთითებენ.
2007 წლის მონაცემებით მხოლოდ ამ წელს მსოფლიოში სამ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ანუ დღეში 7000 მდე, ამავე წლის მონაცემებით მსოფლიოში 33 მილიონი დაინფიცირებული ადამიანი იყო.
საქართველოში ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შიდსის გავრცელების მაჩვენებლები საკმაოდ შემაშფოთებელია. ასევე აღსანიშნავია რომ ასეთ ქვეყნებში სადაც თავდაცვის და ტესტირების კულტურა ძალიან დაბალია, დაავადებულთა თითქმის მეოთხედმა არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, რაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
ასე რომ მიუხედავად ასეთი დამაიდებელი ინფომაციისა ნუ დაგავიწყდებათ რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მაინ პრეზერვატივი რჩება.

Wednesday, October 21, 2009

გეი რეპერი

Qboy (ნამდვილი სახელი მარკოს ბრიტო) ახალგაზრდა ინგლისელი გეი რეპერია, რომელიც რეპში წინ წევს თავის ჰომოსექსუალობას. სიმღერა ახალი არაა მაგრამ გამონაკლისია მაშინ როცა რეპის სამყარო ტრადიციულად ჰომოფობებითაა სავსე.
შეგიძლიათ მოუსმინოთ.

Sunday, October 18, 2009

იესო გეია

ამ კლიპს ინტერნეტში წავაწყდი. საინტერესო მუსიკაა უბრალოდ. 
რაც შეეხება თემას, გთავაზობთ პატარა ამონარიდს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუდან: 
იესო გეია, ეს ფრაზა შოკისმომგვრელია. რატომ აარჩიეთ? 
ეს ჩვენებური ვარიანტია და რაღაცნაერად აგრძელებს ნიშჩეს ,,ღმერთი მოკვდა'' ვარიაციას. არაფერი თავისთავად შოკისმომგვრელი არაა აქ. ,,იესო გეია'' არის სიმღერა ერთ ახალგაზრდა ბიჭუნაზე, იესოზე, რომლის რწმენაც გულწრფელია, მაგრამ თავისი ჰომოსექსუალობის გამო გარიყულ იქნა. იესო ვერ ხვდება როგორ შეიძლება მისი ჰომოსექსუალობა არ მიიღონ იმათ, ვინც სიყვარულზე გვმოძღვრავს. ... სიმღერაში არ შეხვდებით არანაერ შეურაცხყოფას არავის მიმართ. ჩვენ (ჯგუფის წევრები) არც გაკვეთილს ვუტარებთ ვინმეს და არც გეი აქტივისტები ვართ. ჩვენი კრედოა არასოდეს ვიყოთ ვულგარულები, არავის მივაყენოთ შეურაცხყოფა. კლიპში არაა სიშიშვლე, არც კოცნა... იესო უნდა გაიგოთ როგორც პოეტური ზღაპარი რომელიც ჰყვება ადამიანის განდევნის და იმ ტკივილიანი შედეგების შესახებ რომელიც ასეთ განდევნას მოჰყვება ხოლმე. . . სწორედ ამ კუთხივ იწვევს კლიპი ,,უხერხულობას'', ბევრი ამ კლიპში როგორც სარკეში საკუთარ თავს დაინახავს და ამოიცნობს. ჩვენი, როგორც ხელოვანთა მიზანიც სწორედ ეს არის.
კლიპის საყურებად გადადით ამ ლინკზე

Friday, October 16, 2009

ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ


რითი ვჯობივართ რუსებს? ბორჯომით, ღვინით, ქართული სუფრა-სიმღერებით და თურმე ყ....ითაც. 
გამოკითხვა 2006 წელს ჩატარდა და მიზნად ისახავდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პენისის საშუალო ზომის დადგენას და ასევე ქვეყნების მიხედვით პენისის ზომების განსაზღვრას. თურმე ქართველები პირველ ადგილზე არიან. (საწყალი საბჭოთა კავშირი).  
მაშ ასე, საბჭოთა მამაკაცის პენისის საშუალო ზომა 16,2 სანტიმეტრია (პლუს მინუს 5 მილიმეტრი). საქართველო კი პირველ ადგილზეა პენისის საშუალო ზომით 17,6 სანტიმეტრი. თურმე პენისის ზომა საქართველოდან ჩრდილოეთ მიმართულებით ნელნელა, ხოლო სამხრეთი და აღმოსავლეთ მიმართულებით საგრძნობლად მცირდება. ანუ ხო გეუბნებოდით, სამყაროს ცენტრში ვართ :) შესაბამისად ყველაზე დაჩაგრულები თურქმენი ქალები (და არა მარტო ქალები) არიან, თურქმენეთში საშუალო სიგრძე სულ რაგაც 14,6 სანტიმეტრია. 
რაც შეეხება ამ გამოკითხვის სერიოზულობას, და ქართული პენისის პირველ ადგილზე გასვლას, თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით? :):):) ვისაც არ გეზარებათ და რუსულიც იცით შეგიძლიათ გაეცნოთ წყაროს, მართალია ძველი სტატიაა მაგრამ იხალისებთ.

Thursday, October 15, 2009

ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე :)


მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა ამერიკელი პოეტის და ცნობილი გეი კერპის, ვოლტ ვიტმანის ძეგლი. ძეგლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ჰილარი კლინტონი, სერგეი ლავროვი და არც მეტი არც ნეკლები იური ლუჟკოვი. უცხოური მედიის ყურადღება სწორედ მოსკოვის ჰომოფობი მერის ყოფნამ მიიპყრო არსებულ ცერემონიაზე, თუმცა არცერთ სააგენტოს გეი იკონას ძეგლის ფონზე ლუჟკოვის სურათი არ გამოუქვეყნებია.
ლუჟკოვის ყოფნა აღნიშნულ ცერემონიაზე დაგმეს და ცინიკური უწოდეს რუსეთის ლგტბ ორგანიზაციებმა.

Wednesday, October 14, 2009

მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილებს ლოცავს


მერაია ქერიმ ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა თავის მსმენელებს. გასულ შაბათს, ლას ვეგასში კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მამაკაცმა პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი მის ბოი ფრენდს და მერაია ქერის დიდი ფანს.
როგორც გაზეთი ლოსაჯელეს ტაიმსი იტყობინება, ყველაფერი დაგეგმილი იყო. გეი წყვილიდან ერთ-ერთი რომელიც კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს მერაია ქერის დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მის შეყვარებულმა ასე ორიგინალურად ეთხოვა დაქორწინება და ბეჭედი პირდაპირს სცენაზე, მისი იდოლისა და ათასობით მსმენელის თვალწინ შეეთავაზებინა. ამისათვის მას ასობით წერილის გაგზავნა დასჭირდა ცნობილ ადამიანებთან რათა როგორმე მერაია ქერის დაკავშირებოდნენ. მომღერალი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა წინადადებას და სცენაზე შამპანურითაც დალოცა მომავალი მეუღლეები.

სანამ რომელიმე თქვენგანი გადაწყვიტავდეს მსგავსი სიურპრიზი გაუკეთოს თავის შეყვარებულს ლელა წურწუმიას კონცერტზე, შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული სცენა აქ.

რონალდო - ჯორჯო არმანის ახალი სახე

დევიდ ბექჰემის შემდეგ არმანის ახალი სახე კრისტიანო რონალდო ხდება. მომავალი წლიდან არმანის საცვლებსა და ჯინსებს პორტუგალიელი ფეხბურთელი გაუწევს რეკლამას. 24 წლის ფეხბურთელის პირველი ფოტო კელექცია 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კატალოგში შევა, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ფოტოსეანსი არ ყოფილა. მანამდე გთავაზობთ რამდენიმე ძველ ფოტოს განწყობისათვის. :)








Tuesday, October 13, 2009

კალიფორნიაში ჰარვი მილკის დღე დაწესდება


ერთწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რომლიც 22 მაიისს ჰარვი მილკის ხსენების დღედ დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დემოკრატ სენატორს მარკ ლენოს აკუთვნის, რომელიც პირველი გახსნილი გეია ამერიკის სენატში. თუმცა შარშან კალიფორნიის გუბერნატორმა ვეტოს უფლება გამოიყენა და მისი მიღება დაბლოკა. სავარაუდოდ ფილმ მილკის წარმატებამ და ობამას მიერ ჰარვი მილკისთვის თავისუფლების მიდლის მინიჭებამ გავლენა იქონია არა გეიფრენდლი გუბერნატორის განწყობაზე, მითუმეტეს რომ იმავე დღეს შვარცნეიგერმა კიდევ ერთ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სხვა შტატში დაქორწინებული მაგრამ კალიფორნიაში მცხოვრები გეი წყვილების იურიდიულ აღიარებაას ითვალისწინებს შტატის მიერ.

Sunday, October 11, 2009

11 ოქტომბერი ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეა


დიახ ესეც არსებობს. უკვე რამდენიმე წელისა მსოფლიო სვეტიცხოვლობამდე სამი დღით ადრე ქამინგ აუთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დიდი ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით არაა დაგეგმილი. შვეიცარიაში ასოციაცია Pink Cross ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ქალაქებში ერთი წლის წინ გადაღებული ამერიკული ტელეფილმის კინოთეატრებში უფასო ჩვენებას.
ფილმი რომლის სახელწოდებაცაა ბობისთვის მლოცველები (Prayers For Bobby) ნამდვილ ისტორიაზეა აგებული. მოქმედება ოთხმოციანი წლების დასაწყისში ამერიკაში ხდება. 20 წლის ბობი რომელიც ტრადიციულ, ქრისტიანულ ოჯახში იზრდება ჰომოსექსუალია. მის სექსუალურ ორიენტაციას ვერაფრით შეეგუება ღრმად მორწმუნე დედა, რომელიც დარწმუნებული იმაში რომ თავის შვილს ,,გადაარჩენს'' აიძულებს შვილს მასთან ერთად ყველა ღონეს მიმართოს: ლოცვები, ეკლესია, ქსიქოლოგი, ისევ ლოცვები, მამაო..... თუმცა მალე არა ჰომოსექსუალობას, არამედ ჰომოსექსუალობასთან ეკლესიის დამოკიდებულებას დააყენებს ეჭვის ქვეშ და ღრმად მორწმუნე ქრისტიანი ჰომოსექსუალთა უფლებებისათვის დაიწყებს ბრძოლას. ტრაგიკული კი ისაა რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რაც მისგან უარყოფილი ჰომოსექსუალი შვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.
ძალიან კარგი ტელეფილმია, ანგლოფონებს შეუძლიათ უყურონ აქ.
 
javascript