მერაია ქერიმ ორიგინალური სიურპრიზი მოუმზადა თავის მსმენელებს. გასულ შაბათს, ლას ვეგასში კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მამაკაცმა პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი მის ბოი ფრენდს და მერაია ქერის დიდი ფანს.
როგორც გაზეთი ლოსაჯელეს ტაიმსი იტყობინება, ყველაფერი დაგეგმილი იყო. გეი წყვილიდან ერთ-ერთი რომელიც კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს მერაია ქერის დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მის შეყვარებულმა ასე ორიგინალურად ეთხოვა დაქორწინება და ბეჭედი პირდაპირს სცენაზე, მისი იდოლისა და ათასობით მსმენელის თვალწინ შეეთავაზებინა. ამისათვის მას ასობით წერილის გაგზავნა დასჭირდა ცნობილ ადამიანებთან რათა როგორმე მერაია ქერის დაკავშირებოდნენ. მომღერალი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა წინადადებას და სცენაზე შამპანურითაც დალოცა მომავალი მეუღლეები.
სანამ რომელიმე თქვენგანი გადაწყვიტავდეს მსგავსი სიურპრიზი გაუკეთოს თავის შეყვარებულს ლელა წურწუმიას კონცერტზე, შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული სცენა აქ.
ლელა წუწრუმიას კონცერტზეო??? ჰააააჰაჰაჰაჰა, ნეტა რატო? როდის იცავდა ლელა წურწუმია უმცირესობების უფლებებს? :) კი თანახმა ვარ, რომ რაღაც პონტში ქართული გეი–იკონა იყო, შეიძლება არის კიდეც, ბევრი გეი მეგობარი ჰყავდა და ჰყავს, მაგრამ კამერას რომ დაინახავს ჩვენი ლელა კდემამოსილების განსახიერებად იქცევა და ეკლესიის მეტს არაფერს ახსენებს. მისგან ასეთი სანახევროდ დაცული უფლება ვის რაში არგია. ამოიღოს ხმა და მერაიასავით, შარლიზ ტერონივით, ანჯელინა ჯოლივით, იგივე ბელინდა კარლაილივით ხმამაღლა თქვას – დიახ მეგობრებო გეები და ლესბოსელები ჩვენი საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორც ყველა დანარჩენიო. იქნებ ამით თავისი შემოსავლების ზრდასაც შეუწყოს ხელი. თუმცა ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა ხდება... მომღერალი იმიტომ მღერის, რომ მთავრობა უხდის, მომღერალი იმიტომ არ მღერის და აქციებზე დადის, რომ ოპოზიცია უხდის, მომღერალს მეტი საქმე არ აქვს ვინმეს უფლებები დაიცვას, თავისი გაჭირვებია :):):)
ReplyDeleteხა ხა ხა, ლელა წურწუმია გეი იკონა.... ისე სხვათაშორის იკონა ხატსაც ნიშნავს სხვა ენაზე, მე მგონი ეს უფრო შეეფერება მაგას, ყოველ შემთხვევაში ღირსეულად ,,იმსახურებს''. ხოდა ის იმ ბოლო წინადადებაშიც ის აზრი გამოვხატე რომ ეგ არასოდეს მოხდება ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში სანამ ლელა წუწუმიებს გეი იკონები ერქმევათ.
ReplyDeleteმართალი ხარ გენაცვალე, აბა დღისით თავდაბურული დადის, საჯაროდ პირჯვარს იწერს და ტელევიზიით აცხადებს, რომ არიქა და ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობო, და ღამე კი გეი მეგობრებთან ერთად დროს ატარებს.. მე მას არაფერს ვერჩი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასეთ ადამიანებს იგივე გეი მეგობრების ხათრით შეუძლიათ უფრო თამამები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდება... მასეთებს ჩვენთან ერთად მხოლდო გართობა მოსწონთ და რეალურად ჩვენი უფლებებისთვის თავს არ შეიწუხებენ...
ReplyDelete