ლუთერანული ეკლესიის წმინდა სინოდმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. (ამ თემაზე იხილეთ ძველი პოსტი), ხმათა 70%ით შვედეთის მთავარმა ეკლესიამ, რომლის მიმდევარიცაა მოსახლეობის 73% გადაწყვიტა ბოლო მოუღოს მრევლის დაყოფას ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუაალებად, ამიერიდან ყველა მორწმუნე წყვილს, ჰეტეროსექსუალები იქნებიან თუ ჰომოსექსუალები უფლება აქვთ თანაბარი ცერემონიისა ეკლესიაში. ამგვარად შვედეთი, რომელიც უკვე პიონერია ჰომოსექსუალთა უფლებების საქმეში, ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა რომლის წამყვანი ეკლესიაც ოფიციალურად აღიარებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს.
ლგტბ ორგანიზაციები მიესალმნენ წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებას, მათი თქმით ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს დისკრიმინაციასთან ბრძოლას და საზოგადოებაც უფრო შემწყნარებელი გახდება.
სხვა ქრისტიანულ ეკლესიაებს ჯერჯერობით თავიანთი პოზიცია არ გაამოუხატავთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით
რა უნდა მოხდეს, რომ იგივე ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც შეძლოს :|
ReplyDeleteვულოცავ შვედ ჰომოსექსუალებსაც და ჰეტეროსექსუალებსაც, რომ ჩვენგან განსხვავებით ნორმალურ საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება..
პ.ს. ტექსტის ნახევარს ამ ბლოგზე ვარაუდით ვკითხულობ ხოლმე და იქნებ მოუხერხოთ რამე და გაასწოროთ? ძალიან კარგი ბლოგია :)
არ ვიცი, არ ჩანს ტექსტი?
ReplyDelete