ირლანდიაში შოკი გამოიწვია ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი და ვარსკვლავი სპორტსმენის ქამინგ აუთმა.
დონალ ოგ კუსაცკიმ, ირლანდიის ერთ-ერთმა ყველლაზე ცნობილმა ჰარლინგის მოთამაშემ ქამინგ აუთი გააკეთა. ჰარლინგი ირლანდიის ტრადიციული და ეროვნული სპორტია, რომელიც დაახლოებით ფეხბურთსა და ამერიკულ ფეხბურთ ჰგავს. ეს სპორტი ირლანდიაში ძალიან პოპულარულია, ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს და განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული სპორტის სამყაროში. თავად დონალი კი ამ სპორტის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია.
საავტობიოგრაფიო წიგნში რომელიც დღეს გამოდის იგი წერს ,,ადრეულ ასაკიდანვე მივხვდი რომ გეი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. ვცადე ქალებთან ამეწყო ურთიერთობა, მართლაც ძალიან ლამაზი გოგოები მყოლია, მაგრამ თავის მოტყუება არ შემეძლო, სულ სხვა რამ მინდოდა. გრძნობები ეფრო ძლიერია ბიჭების მიმართ. ეს ასეა და ყოველთვის ასე იყო. ვიცი რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ ასპექტში, რაც მხოლოდ მე მეხება. რას იფიქრებენ ამაზე არ მანაღვლებს, მთავარი ისაა რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ''.
სპორტის სამყარო დღესაც კვლავ ითვლება ყველაზე ჰომოფობიურად ევროპაში. სულ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში ერთ ერთმა გუნდმა ჩემპიონატი დატოვა იმისათვის რომ გეი გუნდთან თამაში უწევდათ და არ იკადრეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მოქმედი და მეტნაკლებად ცნობილი ღიად გეი სპორტსმენი. სააკაშვილი რომ ირლანდიის პრეზიდენტი იყოს ალბათ იტყოდა, ეს მოხდა პირველად ჩვენთან მთელი ევროპის მასშტაბით, ჩვენ ყველას დავანახეთ როგორი წინწასული საზოგადოება ვართ და მართალიც იქნებოდა.
No comments:
Post a Comment