ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, October 24, 2009

სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია


ირლანდიაში შოკი გამოიწვია ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი და ვარსკვლავი სპორტსმენის ქამინგ აუთმა.


დონალ ოგ კუსაცკიმ, ირლანდიის ერთ-ერთმა ყველლაზე ცნობილმა ჰარლინგის მოთამაშემ ქამინგ აუთი გააკეთა. ჰარლინგი ირლანდიის ტრადიციული და ეროვნული სპორტია, რომელიც დაახლოებით ფეხბურთსა და ამერიკულ ფეხბურთ ჰგავს. ეს სპორტი ირლანდიაში ძალიან პოპულარულია, ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს და განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული სპორტის სამყაროში. თავად დონალი კი ამ სპორტის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია.

საავტობიოგრაფიო წიგნში რომელიც დღეს გამოდის იგი წერს ,,ადრეულ ასაკიდანვე მივხვდი რომ გეი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო. ვცადე ქალებთან ამეწყო ურთიერთობა, მართლაც ძალიან ლამაზი გოგოები მყოლია, მაგრამ თავის მოტყუება არ შემეძლო, სულ სხვა რამ მინდოდა. გრძნობები ეფრო ძლიერია ბიჭების მიმართ. ეს ასეა და ყოველთვის ასე იყო. ვიცი რომ განსხვავებული ვარ, მაგრამ მხოლოდ ამ ასპექტში, რაც მხოლოდ მე მეხება. რას იფიქრებენ ამაზე არ მანაღვლებს, მთავარი ისაა რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ''.
სპორტის სამყარო დღესაც კვლავ ითვლება ყველაზე ჰომოფობიურად ევროპაში. სულ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში ერთ ერთმა გუნდმა ჩემპიონატი დატოვა იმისათვის რომ გეი გუნდთან თამაში უწევდათ და არ იკადრეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მოქმედი და მეტნაკლებად ცნობილი ღიად გეი სპორტსმენი. სააკაშვილი რომ ირლანდიის პრეზიდენტი იყოს ალბათ იტყოდა, ეს მოხდა პირველად ჩვენთან მთელი ევროპის მასშტაბით, ჩვენ ყველას დავანახეთ როგორი წინწასული საზოგადოება ვართ და მართალიც იქნებოდა.

Friday, October 23, 2009

უნივერსიტეტის ღმერთები

ვეიცარიელმა ფოტოხელოვანებმა საფრანგეთისა და ინგლისისაგან განსხვავებით ღმერთები უნივერსიტეტში მოძებნეს. 12 საგულდაგულოდ აღჩეული სტუდენტი 2010 წლის კალენდარში 12 თვეს განასახიერებს. ნახეთ კასტინგის ვიდეო არ ინანებთ თუნდაც ენა არ იცოდეთ :):):)





სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია

წლებია საფრანგეთის რაგბის ეროვნული ნაკრები წარმატებით პოზიორობს კალენდარისთვის რომელსაც სტადიონის ღმერთები ჰქვია და რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა ინგლისელების ჯერი მოვიდა. 2010 წლიდან უკვე ინგლისელებიც დატკბებიან ეროვნული მორაგბეების ფოტოკალენდარით. ისე ჩემი აზრით ფრანგებს ფოტოხელოვნებაში ვერავინ დაეწევა.




Thursday, October 22, 2009

შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს

ლუთერანული ეკლესიის წმინდა სინოდმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება. (ამ თემაზე იხილეთ ძველი პოსტი), ხმათა 70%ით შვედეთის მთავარმა ეკლესიამ, რომლის მიმდევარიცაა მოსახლეობის 73% გადაწყვიტა ბოლო მოუღოს მრევლის დაყოფას ჰომოსექსუალებად და ჰეტეროსექსუაალებად, ამიერიდან ყველა მორწმუნე წყვილს, ჰეტეროსექსუალები იქნებიან თუ ჰომოსექსუალები უფლება აქვთ თანაბარი ცერემონიისა ეკლესიაში. ამგვარად შვედეთი, რომელიც უკვე პიონერია ჰომოსექსუალთა უფლებების საქმეში, ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა რომლის წამყვანი ეკლესიაც ოფიციალურად აღიარებს ჰომოსექსუალურ სიყვარულს.

ლგტბ ორგანიზაციები მიესალმნენ წმინდა სინოდის ამ გადაწყვეტილებას, მათი თქმით ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს დისკრიმინაციასთან ბრძოლას და საზოგადოებაც უფრო შემწყნარებელი გახდება.

სხვა ქრისტიანულ ეკლესიაებს ჯერჯერობით თავიანთი პოზიცია არ გაამოუხატავთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით

როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ


პარიზში მიმდინარე შიდსის ვირუსისზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევართა კონფერენციაზე მეტად საიმედო განცხადებები გაკეთდა. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ტაილანდში ჩატარებული ტესტების შედეგები წარმოადგინა, რომელიც აცრის შემთხვევაში 31 %ით ამცირებს ვირუსის აკიდების საშიშროებას. კიდევ უფრო იმედისმომცემია შვედი სპეციალისტების მიერ ტანზანიაში გამოცდილი ვაქცინა, რომელიც 50% ამცირებს გადადების შანსს.
მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური ინფორმაციისა, მკვლევართა უმეტესობა ფრთხილად ეკიდება ვაქცინაციის დაწყების საქმეს. ისინი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის შენელებას და შესაბამისად ახალი კვლევების დასაფინანსებლად ახალი თანხების მოძიებისას შესაძლო პრობლემებზე მიუთითებენ.
2007 წლის მონაცემებით მხოლოდ ამ წელს მსოფლიოში სამ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ანუ დღეში 7000 მდე, ამავე წლის მონაცემებით მსოფლიოში 33 მილიონი დაინფიცირებული ადამიანი იყო.
საქართველოში ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შიდსის გავრცელების მაჩვენებლები საკმაოდ შემაშფოთებელია. ასევე აღსანიშნავია რომ ასეთ ქვეყნებში სადაც თავდაცვის და ტესტირების კულტურა ძალიან დაბალია, დაავადებულთა თითქმის მეოთხედმა არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, რაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.
ასე რომ მიუხედავად ასეთი დამაიდებელი ინფომაციისა ნუ დაგავიწყდებათ რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მაინ პრეზერვატივი რჩება.

Wednesday, October 21, 2009

გეი რეპერი

Qboy (ნამდვილი სახელი მარკოს ბრიტო) ახალგაზრდა ინგლისელი გეი რეპერია, რომელიც რეპში წინ წევს თავის ჰომოსექსუალობას. სიმღერა ახალი არაა მაგრამ გამონაკლისია მაშინ როცა რეპის სამყარო ტრადიციულად ჰომოფობებითაა სავსე.
შეგიძლიათ მოუსმინოთ.

Sunday, October 18, 2009

იესო გეია

ამ კლიპს ინტერნეტში წავაწყდი. საინტერესო მუსიკაა უბრალოდ. 
რაც შეეხება თემას, გთავაზობთ პატარა ამონარიდს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუდან: 
იესო გეია, ეს ფრაზა შოკისმომგვრელია. რატომ აარჩიეთ? 
ეს ჩვენებური ვარიანტია და რაღაცნაერად აგრძელებს ნიშჩეს ,,ღმერთი მოკვდა'' ვარიაციას. არაფერი თავისთავად შოკისმომგვრელი არაა აქ. ,,იესო გეია'' არის სიმღერა ერთ ახალგაზრდა ბიჭუნაზე, იესოზე, რომლის რწმენაც გულწრფელია, მაგრამ თავისი ჰომოსექსუალობის გამო გარიყულ იქნა. იესო ვერ ხვდება როგორ შეიძლება მისი ჰომოსექსუალობა არ მიიღონ იმათ, ვინც სიყვარულზე გვმოძღვრავს. ... სიმღერაში არ შეხვდებით არანაერ შეურაცხყოფას არავის მიმართ. ჩვენ (ჯგუფის წევრები) არც გაკვეთილს ვუტარებთ ვინმეს და არც გეი აქტივისტები ვართ. ჩვენი კრედოა არასოდეს ვიყოთ ვულგარულები, არავის მივაყენოთ შეურაცხყოფა. კლიპში არაა სიშიშვლე, არც კოცნა... იესო უნდა გაიგოთ როგორც პოეტური ზღაპარი რომელიც ჰყვება ადამიანის განდევნის და იმ ტკივილიანი შედეგების შესახებ რომელიც ასეთ განდევნას მოჰყვება ხოლმე. . . სწორედ ამ კუთხივ იწვევს კლიპი ,,უხერხულობას'', ბევრი ამ კლიპში როგორც სარკეში საკუთარ თავს დაინახავს და ამოიცნობს. ჩვენი, როგორც ხელოვანთა მიზანიც სწორედ ეს არის.
კლიპის საყურებად გადადით ამ ლინკზე

 
javascript