შეურაცხყოფა (თარგმანი სხვაგვარადაც შეიძლება, ორიგინალში ,,Outrage'') ასე ქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს რომელიც 8 მაისიდან გამოვა ამერიკის კინოეკრანებზე. ფილმი მთლიანად დოკუმენტურია და მოგვითხრობს ამერიკული პოლიტიკური სპექტრის ჰიპოკრიტულობაზე. მაშინ როდესაც სახალხოდ ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ზოგი რელიგიის, ზოგიც ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით გამოდის გეების წინააღმდეგ, ბევრი მათგანა თავადაა დაფარული გეი. (ხა ხა ხა, რამდენი ვნმე გამახსენდა საქართველოში).Wednesday, April 29, 2009
დოკუმენტური ფილმი ჰომოსექსუალ ჰომოფობებზე
შეურაცხყოფა (თარგმანი სხვაგვარადაც შეიძლება, ორიგინალში ,,Outrage'') ასე ქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს რომელიც 8 მაისიდან გამოვა ამერიკის კინოეკრანებზე. ფილმი მთლიანად დოკუმენტურია და მოგვითხრობს ამერიკული პოლიტიკური სპექტრის ჰიპოკრიტულობაზე. მაშინ როდესაც სახალხოდ ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ზოგი რელიგიის, ზოგიც ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით გამოდის გეების წინააღმდეგ, ბევრი მათგანა თავადაა დაფარული გეი. (ხა ხა ხა, რამდენი ვნმე გამახსენდა საქართველოში).Saturday, April 11, 2009
მამათმავალი სპილუკა, ჰომოფობიის მსხვერპლი :)

როგორც ჩანს ჰომოფობიას საზღვრები არა აქვს. პოლონეთის ქალაქ პონზანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ულტრამემარჯვენე პარტიიდან აღშფოთებულია თავის ქალაქში გახსნილი ჰომოსექსუალის გამოჩენით. ნინიო სულ 10 წლისაა და უკვე არსად და არავისთან არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას და როგორც მნახველები ამბობენ თავს საკმაოდ ბედნიერად უნდა გრძნობდეს. თუმცა მის ბედნიერებას ყველა როდი იზიარებს.
საქმე იმაშია რომ ამ ქალაქში სპეციალური სპილოების პარკის მშენებლობა, რომელიც ევროპაში სიდიდით პირველია 11 მილიონი დოლარი დაჯდა. მუნიციპალიტეტი შიშობს რომ ჰომოსექსუალი სპილუკა, რომელიც ზედაც არ უყურებს სპილო ქალებს, შთამომავლებსაც ვერ დატოვებს, რაც პარკის მომავლისათვის არც თუ სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ზოოპარკის დირექციამ გაავრცელა თავის პოზიცია, რომელიც იმედისმომცემია. საქმე იმაშია რომ სპილოები სექსუალურ სიმწიფეს 14 წლამდე აღწევენ, ჩვენი ნინოა კი სულ რაღაც 10 წლისაა და ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა სიმპატიურმა სპილო ქალბატონებმაც მიიპყრონ მისი ყურადღება.
ასე რომ გამრავლდება თუ არა ნინოა არავინ იცის, მაგრამ თავის ქალაქში რომ უკვე ნამდვილი ვარსკვლავია და მთელი ქალაქის მთავრობა ერთ ადგილზე კიდია ეს ფაქტია.
Thursday, April 9, 2009
ახალზელანდიელი რეგბისტები ადიდასისთვის (და თქვენთვის:) შიშვლდებიან
ალბათ ბევრი თქვენგანისათვის სასურველი მომენტია რაგბის თამაშის შემდეგ მაისურების გაცვლის სცენების ყურება. სწორედ ამიტომ ადიდასმა რეკლამის ორიგინალურ ხერხს მიმართა. მისი წყალობით შეგიძლიათ შეარჩიოთ ორი მორაგბე რომლებიც თქვენთვის, ერთმანეთს გაუცვლიან მაისურებს. რეკლამის მიზანია ახალ ზელანდიაში ადიდასის ახალი კოლექციის პრომოუშენი. ეკრანზე მოცემულია ხუთი საუკეთესო რეგბისტი ეროვნული ნაკრებიდან (არ ვიცი საუკეთესონი არიან თუ არა თამაშში მაგრამ ისე რო ვერ დაიწუნებ ვერც ერთს, განსაკუთრებით კი პირველს და ბოლოდან მეორეს ეს ცხადია:) შეარჩიეთ ორი მათგანი და ღილაკზე ართი დაჭერით ნახეთ ტრადიციული, მაისურების გაცვლის სცენა ხოლო თუ უფრო მეტი გინდათ დააჭირეთ ,,slo mo''ს და ნახეთ კიდევ უფრო ახლო პლანით.
Wednesday, April 8, 2009
ერთსქესიანი ქორწინება ახლა უკვე ოთხ შტატშია შესაძლებელი
ერთი კვირაც არაა გასული მას შემდეგ რაც ამერიკის რიგით მესამე შტატში დაკანონდა ერთსქესიანი ქორწინება და... დღეს უკვე ამერიკა ოთხ შტატს ითვლის სადაც ჰომოსექსუალებს ოჯახის შექმნის საშუალება აქვთ. მასაჩუსეტის, კონექტიკუტის და აიოვას შემდეგ ვერმონტი რიგით მეოთხე შტატი გახდა ამერიკის ისტორიაში სადაც ქორწინება აღარ იქნება დაყვანილი მხოლოდ ქალსა და მამაკაცსშორის კავშირად.Saturday, April 4, 2009
მიშელ ობამა და კარლა ბრუნი შიდსის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ

დღეს სტრასბურგში გამართულ ნატოს სამიტზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის და საფრანგეთის პირველი ლედები. მათი შეხვედრის შემდეგ ელისეს სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია რომ მიშელ ობამა და კარლა ბრუნი აპირებენ ერთად იბრძოლონ მსოფლიოში შიდსის გავრცელების წინააღმდეგ. სატელეფონო საუბრები ორ პირველ ქალბატონს შორის მომავალი კვირიდან გაიმართება, ხოლო წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება ერთობლივი მოქმედების პროგრამა.
კარლა ბრუნი, რომლის ძმაც შიდსის ვირუსუსაგან გარდაიცვალა უკვე დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში, გასული წლის დეკემბერში იგი დასახელდა შიდსისაგან დედებისა და ბავშვების დაცვის საკითხებში საფრანგეთის დესპანად შიდსთან ბრძოლის მსოფლიო ფონდში.
ამერიკის კიდევ ერთი შტატი ერთსქესიან ქორწინებას აკანონებს

პარასკევს აიოვას შტატის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საქმე და გადაწყვიტა რომ ქორწინების აკრძალვა ჰომოსექსუალი წყვილებისათვის ანტიკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით ამერიკის შუაგულში ჩაკარგული ეს პატარა შტატი, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობითაა ცნობილი ამერიკის მესამე შტატი ხდება სადაც ჰომოსექსუალებს დაქორწინება შეუძლიათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევა კანონის იმ მუხლში სადაც განსაზღვრულია ქორწინება როგორც ქალსა და მამაკაცს შორის არსებული სამოქალაქო კავშირი და ამიერიდან სიტყვა ქალი და მამაკაცი შეიცვლება ორ პიროვნებას შორის კავშირით.
ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები მიესალმნენ ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც იოლად ნამდვილად არ მოსულა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი ეს არის შედეგი მრავალწლოვანი დაუღალავი ბრძოლისა. საგულისხმოა რომ იოვას შტატმა თვით კალიფორნიასაც და სხვა უმსხვილეს შტატებს დაასწრო ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება, მაშინ როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ და ხშირად მართავს ჰომოფობიურ საპროტესტო აქციებს.
Thursday, April 2, 2009
პროტესტის უკიდურესი ფორმა - გადანათვლა
აარგენტინაში ათასასმა კათოლიკე ქრისტიანმა ჯვირის აყრის თხოვნით მიმართა ეკლესიას. ყველა მათგანი თავის დროზე მონათლულია ქრისტიანად მაგრამ მათ აღარ სურთ ქრისტიანები ერქვათ. მოძრაობის სახელია «No en mi nombre», (არა ჩემი სახელით). აქციის ორგანიზატორების თქმით მონაწილეთა დიდი უმრავლესიბა ათეისტები არიან, თუმცა ამ სიაში ასევე არიან ლგტბ წარმომადგენლები და სხვა მორწმუნე ქრისტიანებიც, რომლებსაც უბრალოდ აღარ სურთ წარმოადგენდნენ ეკლესიას რომელიც არ სცნობს ადამიანის ელემენტალურ, ფუნდამენტალურ უფლებებს. მოთმინების ზღვარი მას შემდეგ აივსო რაც რომის პაპმა ცნობილი განცხადება გააკეთა პრეზერვატივებთან დაკავშირებით. ჯვარს იწერენ ძე ღვთისა და ძე ღვთისა

Wednesday, April 1, 2009
2009 წლის თბილისის გეი პარადი ივლისში ჩატარდება

პარადზე ჩამოსვლის სურვილი უკვე გამოთქვეს მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა და ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა.
პარადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ჩოხოსანთა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირები სპონსორობას კი გორის ი.ბ. სტალინის სახლმუზეუმის დირექცია გაწევს .
ჰოლანდიის და შვეიცარიის საელჩოებმაა დაგმეს ეს აქცია და და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას არ დაუშვას თბილისში, ამ დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქში მამათმავლებისა და სატანისტების მსვლელობა.
