ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Thursday, April 2, 2009

პროტესტის უკიდურესი ფორმა - გადანათვლა

აარგენტინაში ათასასმა კათოლიკე ქრისტიანმა ჯვირის აყრის თხოვნით მიმართა ეკლესიას. ყველა მათგანი თავის დროზე მონათლულია ქრისტიანად მაგრამ მათ აღარ სურთ ქრისტიანები ერქვათ. მოძრაობის სახელია «No en mi nombre», (არა ჩემი სახელით). აქციის ორგანიზატორების თქმით მონაწილეთა დიდი უმრავლესიბა ათეისტები არიან, თუმცა ამ სიაში ასევე არიან ლგტბ წარმომადგენლები და სხვა მორწმუნე ქრისტიანებიც, რომლებსაც უბრალოდ აღარ სურთ წარმოადგენდნენ ეკლესიას რომელიც არ სცნობს ადამიანის ელემენტალურ, ფუნდამენტალურ უფლებებს. მოთმინების ზღვარი მას შემდეგ აივსო რაც რომის პაპმა ცნობილი განცხადება გააკეთა პრეზერვატივებთან დაკავშირებით.
სულ ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსს 1100 წერილობით თხოვნას გადასცემენ. მართალია ეკლესიური კანონები ზედმიწევნით არ ითვალისწინებს ასეთ რიტუალს მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა ინფორმაციის საჯაროობისა და მონაცემთა ბაზების შენახვის შესახებ უფლებას აძლევს ყველა პირს, სურვილის შემთხვევაში ამოეწოროს ნებისმიერი მონაცემთა ბაზიდან სადაც მისი სახელი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ინახება.
ნათლობის რეგისტრები სწორედ ასეთი სახის დოკომენტებია, ამიტომ ეკლესია ვალდებულილია ნებისმიერი მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათი სახელები ამოშალოს ნათლობის რეგისტრიდან.
არგენტინაში ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად არაა გამიჯნული ერთმანეთისაგან. სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და ა შ. მრავლად ნახავთ საეკლესიო სიმბოლოებს. სახელმწიფო მონათლულ ადამიანთა რაოდენობის მიხედვით ფულად სუბვანციებს უყოფს ეკლესიას. ამ მასობრივი დებაპტიზაციის ერთ ერთი მიზანი სწორედ ესეც არის.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ რომ მალე ასეთი მოთხოვნით ხალხი მასობრივად გამოვა, რადგანაც დღემდე თითქმის არავინ იცოდა რომ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. მასობრივი პროტესტის ასეთმა ფორმამ კი შესაძლებელია ბევრი დადებითი შედეგი მოიტანოს, ეკლესია ნათლად დაინახავს რომ ზოგიერთ 2000 წლოვან შეხედულებას და კანონს აღარაფერი აქვთ საერთო დღევანდელ რეალობასთან და შესაბამისად გადახედვას საჭიროებენ.

5 comments:

  1. ლოოოოოოლ
    ძაან სასაცილოა )))
    წარმოიდგინეთ, მაშინ მართლმადიდებლებმა რა უნდა ქნან )))

    ReplyDelete
  2. მაგათმა გაიხარონ! აი ხალხი!!

    ReplyDelete
  3. ერთ მშვენიერ დღეს არ აცდებათ ამათაც :):):)

    ReplyDelete
  4. მგონია, ადამიანი სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მშობლებმა არ უნდა მოახვიონ თავს თავიანთი რელიგია, მერე თვითონ აირჩიონ ის კონფესია, რომელიც სურთ, ან სულაც არ სურთ. გადანათვლა კიდევ შტერობაა, მთავარია შენ რას ფიქრობ და რა გწამს, იყავი თუნდაც მონათლული, რა მნიშვნელობა აქვს. ეტყობა ამ "აქციისტებს" მეტი საქმე არ აქვთ.

    ReplyDelete
  5. ამ აქციის მონაწილეების მიზანი ნაკლებადაა რა თქმა უნდა იმის წუხილი იქნებიან მონათლულები თუ გადანათლულები, ჩემი აზრით ეს არის პროტესტის აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმა, თუნდაც იმის დასანერგად რაც შენ თქვი Sophie.
    თავის დროზე ერთმა ამერიკელმა ზანგმა ქალბატონმა კანონი დაარღვია და არ დაუთმო ადგილი თეთრკანიანს ავტობუსში, ამ საქციელით კი მთლიანად ეპოქა შეცვალა, დიახ უნდა გააპროტესტო ყველაფერი რაც რეტროგრადულია და ამისათვის ყველა მშვიდობიანი ფორმა მისაღებია - მე ასე ვფიქრობ.:):):)

    ReplyDelete

 
javascript