
სხვა დანარჩენი შტატებისაგან განსხვავებით, სადაც ერთსქესიანი ქორწინება უზენაესი სასამართლოს ჩარევით იქნა მიღებული, ვერმონტში პირველად ხდება ქორწინების ლეგალიზება საპარლამენტო გზით. პარლამენტის ქვედა და ზედა პალატებმა ერთად დაუჭირეს მხარი ამ გადაწყვეტილებას, შტატის გუბერნატორის ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ორშაბათს ვეტოს უფლება გამოიყენა. შტატის კანონმდებლობით გუბერნატორის ვეტოს უფლებას გადაწონის პარლამენტის ორივე პალატის გადაწყვეტილება.
გასულ წელს წარუმატებლად დასრულდა ერთსქესიანი ქორწინების ლეგანიზება კალიფორნიის შტატში, სადაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რეფერენდუმით დაუპირისპირდნენ, რომლის შედეგადაც ამომრჩეველთა 52,1% ით კონსტიტუციაში ოფიციალურად ჩაიწერა ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვა.
No comments:
Post a Comment