ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, April 11, 2009

მამათმავალი სპილუკა, ჰომოფობიის მსხვერპლი :)

 


როგორც ჩანს ჰომოფობიას საზღვრები არა აქვს. პოლონეთის ქალაქ პონზანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ულტრამემარჯვენე პარტიიდან აღშფოთებულია თავის ქალაქში გახსნილი ჰომოსექსუალის გამოჩენით. ნინიო სულ 10 წლისაა და უკვე არსად და არავისთან არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას და როგორც მნახველები ამბობენ თავს საკმაოდ ბედნიერად უნდა გრძნობდეს. თუმცა მის ბედნიერებას ყველა როდი იზიარებს.

საქმე იმაშია რომ ამ ქალაქში სპეციალური სპილოების პარკის მშენებლობა, რომელიც ევროპაში სიდიდით პირველია 11 მილიონი დოლარი დაჯდა. მუნიციპალიტეტი შიშობს რომ ჰომოსექსუალი სპილუკა, რომელიც ზედაც არ უყურებს სპილო ქალებს, შთამომავლებსაც ვერ დატოვებს, რაც პარკის მომავლისათვის არც თუ სასიამოვნო უნდა იყოს, თუმცა ზოოპარკის დირექციამ გაავრცელა თავის პოზიცია, რომელიც იმედისმომცემია. საქმე იმაშია რომ სპილოები სექსუალურ სიმწიფეს 14 წლამდე აღწევენ, ჩვენი ნინოა კი სულ რაღაც 10 წლისაა და ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა სიმპატიურმა სპილო ქალბატონებმაც მიიპყრონ მისი ყურადღება.

ასე რომ გამრავლდება თუ არა ნინოა არავინ იცის, მაგრამ თავის ქალაქში რომ უკვე ნამდვილი ვარსკვლავია და მთელი ქალაქის მთავრობა ერთ ადგილზე კიდია ეს ფაქტია.

5 comments:

  1. ვაიმე, საწყალი სპილუკა )))
    არ ევასება მდედრები და რა ქნას )))
    მომეწონა ))

    ReplyDelete
  2. sayvareli. nu ai ra qnas amitom gadashendes???

    ox gavbrazdi isedac gabrazebul gulze sul naperccklebs vyri! axla spiloebsac misdgnen!!
    omg

    ReplyDelete
  3. აი პოზნანის ის ულტრამემარჯვენე საკრებულოს წევრი უნდა გაჟიმოს ნინიომ თავისი ჰომოსექსუალური ინსტრუმენტით და მერე მოისვენებს ეგ კაცი. ჯერ პინვინები შეიწირეს, მერე ფლამინგოები ეხლა კი საყვარელსა და მხიარულ სპილუკას ერჩიან. გეია ბატონო ეგ სპილო, და სულ ხორთუმზე კიდია ჰეტეროსექსუალური აქტები!
    პ.ს. ისე რა რეკლამა გაიკეთა ზოოპარკმა? ბლოგებზე წავიკითხე მთელი ევროპული გეი ქომიუნითი დაიძრა პოლონეთისკენ ტურისტულ პონტშიო და ადგიკლობრივი ლგბტ ორგანიზაცია კი პრაიდზე ითხოვს ნინიოს გამოყვანასო. ისე მთლად ვერ ვართ ჩაინიკში ეს გეები :D

    ReplyDelete
  4. საწყალი სპილო:(((

    ალექს შენი მაილი მითხარი თუ შეიძლება. რაღაც მინდა გკითხო :) (ის მაილი რომელიც მე მაქ მითითებული გაფუჭებულია:()

    ReplyDelete

 
javascript