ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Wednesday, April 29, 2009

დოკუმენტური ფილმი ჰომოსექსუალ ჰომოფობებზე

შეურაცხყოფა (თარგმანი სხვაგვარადაც შეიძლება, ორიგინალში ,,Outrage'') ასე ქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს რომელიც 8 მაისიდან გამოვა ამერიკის კინოეკრანებზე. ფილმი მთლიანად დოკუმენტურია და მოგვითხრობს ამერიკული პოლიტიკური სპექტრის ჰიპოკრიტულობაზე. მაშინ როდესაც სახალხოდ ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ზოგი რელიგიის, ზოგიც ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით გამოდის გეების წინააღმდეგ, ბევრი მათგანა თავადაა დაფარული გეი. (ხა ხა ხა, რამდენი ვნმე გამახსენდა საქართველოში).
დოკუმენტური ფილმი ძირითადად აგებულია ასეთი ჩუმი ჰომოსექსუალების ექს ან ახლანდელ სექს პარტნიორებთან საუბრებით.
პირადად ჩემთვის ასეთი დუკუმუნტური ფილმის გადაღება მიუღებელია. მართალია ასეთი ადამიანების არსებობის შესახებ ვინც ენერგიულად იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ და ამ დროს თვითონ არიან ჰომოსექსუალები ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რომლის დარღვევაც ისეთივე დანაშაულია როგორც ჰომოფობია.
რამოდენიმე ციტატა ფილმიდან რომელიც ჩვენს რეალობას ძალიან ესადაგება, ამიტომ მომეწონა:
,,კაცები წვებიან კაცებთან ვიკენდებზე და გამოდიან ჰომოსექსუალების საწინააღმდეგოდ კვირის განმავლობაში''.
.,,ისინი იქცევიან ბავშვებივით, რაც უფრო მეტს იყვირებენ გეების წინააღმდეგ ჰგონიათ რომ მეტად დაარწმუნებენ ყველას რომ თავად არ არიან გეები''.
.,,ვის ებრძვიან? საკუთარ თავებს?''
ფილმი ჰარვი მილკის სიტყვებით მთავრდება: ,, ყველა ჰომოსექსუალი რომ გააკეთებდეს ქამინაუთს, ჩვენ გავიმარჯვებთ''.

4 comments:

  1. რა თქმა უნდა ალექს, ასეთი ადამიანები ჩვენთან საქართველოშიც მრავლადაა.
    რაც შეეხება იმას, რომ შენ არ ეთანხმები ასეთიფილმების გადაღებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის გამო. მე მთლად ვერ დაგეთანხმებოდი ამაში. პირველი რიგში, როგორც წესი ასეთი ადამიანების უმრავლესობა საჯარო პირები არიან ან საჯაწო ინტერესებს ეხებიან თავიანთ სამიანობაში, და მათი პირადი ცხოვრება ამ საქმიანობის გამო გარკვეულ საჯარო ინტერესებს ეხება, მით უმეტეს, თუკი ასეთი ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი ტყავი გადაარჩინონ. ეს კი უკვე ბოროტებაა, ამიტომ სრულიად სამართლიანად მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები მხილებულნი უნდა იყვნენ და არანაირი გაამრთლება არ აქვს ჰომოფობიას, მით უმეტეს, თუ ამით თვითონ ჰომოსექსუალია დაკავებული.

    ReplyDelete
  2. სად იყავი ამდენი ხანი რომ არ წერდი? )))
    ფილმის იდეა საინტერესოა, მარა ანონიმურად ექნათ ან რაღაც ეგრე
    ანუ სხვების ცხოვრებაში ასე საჯაროდ ქექვა არც ისე ასწორებს. ჩემთვის პირადად უკუ რეაქცია უფრო ექნება
    ანუ პირადი ცხოვრება, ჩემი აზრით, ხელშეუხებელი უნდა იყოს.
    ხო, საქართველოში მართლა ძალიან ბევრია, თან იმენნა სახეებზე რომ ეტყობათ. თან ყოველთვის ვამბობდი, რომ ჰომოფობები თვითონ არიან პოტენციური ჰომოსექსუალები, აი ვოზ რაიტ )))

    პ.ს. ეგეთ გრძელ პაუზებს ნუღარ გააკეთებ )))

    ReplyDelete
  3. martalia me isedac rashi mainteresebs sxvsi cxovreba mitumetes homofobis

    ReplyDelete
  4. es rodis gamodis? zalian minda naxva :) imedia ar gadaifiqres :)

    ReplyDelete

 
javascript