ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Saturday, April 4, 2009

ამერიკის კიდევ ერთი შტატი ერთსქესიან ქორწინებას აკანონებს

 

პარასკევს აიოვას შტატის უმაღლესმა სასამართლომ განიხილა ერთსქესიანი ქორწინების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საქმე და გადაწყვიტა რომ ქორწინების აკრძალვა ჰომოსექსუალი წყვილებისათვის ანტიკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით ამერიკის შუაგულში ჩაკარგული ეს პატარა შტატი, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობითაა ცნობილი ამერიკის მესამე შტატი ხდება სადაც ჰომოსექსუალებს დაქორწინება შეუძლიათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევა კანონის იმ მუხლში სადაც განსაზღვრულია ქორწინება როგორც ქალსა და მამაკაცს შორის არსებული სამოქალაქო კავშირი და ამიერიდან სიტყვა ქალი და მამაკაცი შეიცვლება ორ პიროვნებას შორის კავშირით.
ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციები მიესალმნენ ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც იოლად ნამდვილად არ მოსულა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი ეს არის შედეგი მრავალწლოვანი დაუღალავი ბრძოლისა. საგულისხმოა რომ იოვას შტატმა თვით კალიფორნიასაც და სხვა უმსხვილეს შტატებს დაასწრო ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება, მაშინ როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ და ხშირად მართავს ჰომოფობიურ საპროტესტო აქციებს.

3 comments:

  1. alex კაი ბიჭი ხარ, რომ სიახლეებს თვალს ადევნებ :):):)

    ReplyDelete
  2. მე ქორწინებები არ მევასება საერთოდ, არცერთი ორიენტაციის ადამიანების :|

    ReplyDelete
  3. არც მე არ მევასება, გეი რო არ ვყოფილიყავი ხან ფფიქრობ ხოლმე რომ მაინც არ დავქორწინდებოდი :):):)
    მაგრამ ვისაც ევასება იმას უფლება უნდა ქონდეს

    ReplyDelete

 
javascript