
სულ ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსს 1100 წერილობით თხოვნას გადასცემენ. მართალია ეკლესიური კანონები ზედმიწევნით არ ითვალისწინებს ასეთ რიტუალს მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა ინფორმაციის საჯაროობისა და მონაცემთა ბაზების შენახვის შესახებ უფლებას აძლევს ყველა პირს, სურვილის შემთხვევაში ამოეწოროს ნებისმიერი მონაცემთა ბაზიდან სადაც მისი სახელი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ინახება.
ნათლობის რეგისტრები სწორედ ასეთი სახის დოკომენტებია, ამიტომ ეკლესია ვალდებულილია ნებისმიერი მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათი სახელები ამოშალოს ნათლობის რეგისტრიდან.
არგენტინაში ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად არაა გამიჯნული ერთმანეთისაგან. სახელმწიფო დაწესებულებებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და ა შ. მრავლად ნახავთ საეკლესიო სიმბოლოებს. სახელმწიფო მონათლულ ადამიანთა რაოდენობის მიხედვით ფულად სუბვანციებს უყოფს ეკლესიას. ამ მასობრივი დებაპტიზაციის ერთ ერთი მიზანი სწორედ ესეც არის.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ რომ მალე ასეთი მოთხოვნით ხალხი მასობრივად გამოვა, რადგანაც დღემდე თითქმის არავინ იცოდა რომ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. მასობრივი პროტესტის ასეთმა ფორმამ კი შესაძლებელია ბევრი დადებითი შედეგი მოიტანოს, ეკლესია ნათლად დაინახავს რომ ზოგიერთ 2000 წლოვან შეხედულებას და კანონს აღარაფერი აქვთ საერთო დღევანდელ რეალობასთან და შესაბამისად გადახედვას საჭიროებენ.
ლოოოოოოლ
ReplyDeleteძაან სასაცილოა )))
წარმოიდგინეთ, მაშინ მართლმადიდებლებმა რა უნდა ქნან )))
მაგათმა გაიხარონ! აი ხალხი!!
ReplyDeleteერთ მშვენიერ დღეს არ აცდებათ ამათაც :):):)
ReplyDeleteმგონია, ადამიანი სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მშობლებმა არ უნდა მოახვიონ თავს თავიანთი რელიგია, მერე თვითონ აირჩიონ ის კონფესია, რომელიც სურთ, ან სულაც არ სურთ. გადანათვლა კიდევ შტერობაა, მთავარია შენ რას ფიქრობ და რა გწამს, იყავი თუნდაც მონათლული, რა მნიშვნელობა აქვს. ეტყობა ამ "აქციისტებს" მეტი საქმე არ აქვთ.
ReplyDeleteამ აქციის მონაწილეების მიზანი ნაკლებადაა რა თქმა უნდა იმის წუხილი იქნებიან მონათლულები თუ გადანათლულები, ჩემი აზრით ეს არის პროტესტის აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმა, თუნდაც იმის დასანერგად რაც შენ თქვი Sophie.
ReplyDeleteთავის დროზე ერთმა ამერიკელმა ზანგმა ქალბატონმა კანონი დაარღვია და არ დაუთმო ადგილი თეთრკანიანს ავტობუსში, ამ საქციელით კი მთლიანად ეპოქა შეცვალა, დიახ უნდა გააპროტესტო ყველაფერი რაც რეტროგრადულია და ამისათვის ყველა მშვიდობიანი ფორმა მისაღებია - მე ასე ვფიქრობ.:):):)