ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Sunday, March 8, 2009

მეთიუ მიტჩემი

მეთიუ მიტჩემზე ბევრი დაიწერა ქართულ ბლოგებში. ავსტრალიელი მოცურავე და 2009 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ალბათ ერთ ერთი ყველაზე წარმატებილი (და დაცემა :)) გეი სპორტსმენია მსოფლიოში.
ფრანგული ჟურნალი ,,ეკიპ მაგაზინი'' 7 მარტის გამოცემაში ორ გვერდ უთმობს ავსტრალიელ მოცურავეს, რაღა თქმა უნდა თავისი სექსი სურათებით. სტატიაში ჟურნალისტი უბრუნდება მისი ქამინგ აუთის თემას, რომელიც მეთიუმ ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე გააკეთა. ეს გმირობაა, იმ დროს როცა სპორტის სამყარო მსოფლიოში კვლავ რჩება ყველაზე ჰომოფობად. კორესპონდენტის კითხვას მიტჩემი პასუხობს რომ მან ქამინგ აუთი გააკეთა ყოველგვარი წინასწარ გათვლების გარეშე. ,,მე ვცხოვრობ ბიჭთან ერთად, რომელიც მიყვარს. რატომ უნდა დამემალა ? მე რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი ეს ლაშლანის (მისი ბოი ფრენდი) დამსახურებაცაა''.
ამავე სტატიაში მიტჩემი კიდევ ერთხელ საუბრობს თავის სურვილზე არ დაჯერდეს ოლიმპიურ ჩემპიონობას და გახდეს მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში. ჩემპიონატი ივლისში რომში ჩატარდება. გახდება თუ არა ჩემპიონი არავინ იცის მაგრამ ერთი რამ ცხადია, იტალიელებს და არა მარტო მათ, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება მისი ლამაზი სხეულით მოიხიბლონ.
ქამინგ აუთიდან სამი თვის შემდეგ მიტჩემი გუშინ პირველად გამოვიდა სახალხოდ სიდნეის ყოველწლიურ LGTB მსვლელობაზე. ესეც რამდენიმე გუშინდელი ფოტო კვირის კარგ განწყობაზე დასამთავრებლად.


Saturday, March 7, 2009

კვირის ამბები...


ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა ჰილარი კლინტონმა ევროპარლამენტის შენობაში დისკუსია გამართა ჯგუფთან ,,ახალგაზრდა ევროპელები’’. ერთ ერთ კითხვაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა მან განაცხადა ,,ადამიანის უფლებები არის და ყოვეთვის იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დასაყრდენი. განსაკუთრებით ყურადღებით ვუდგებით გეების და ლესბოსელების დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტებს’’.

ინგლისის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა სინანული გამოთქვა კალიფორნიის შტატში გეი ქორწინების აკრძალვის გამო და ამ ფაქტს მიუღებელი უწოდა. მან ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხალხს სიფრთხილისაკენ მოუწოდა. პრემიერ მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა რომ რეფერენდუმით დადასტურებული ეს აკრძალვა მალე გაუქმდება.

ფილადელფიაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, იუდეველი რელიგიის მსახურთა უმრავლესობა, 70 პროცენტი მზადაა LGB პიროვნებების მისაღებად სინაგოგაში. კითხვარები სულ 3000 რაბინს დაეგზავნა, ამერიკაში და კანადაში. აქედან პასუხები სულ 1000 მა გამოაგზავნა. გამოკითხვაში არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.

ახალი ზელანდია ყველა მამაკაცს, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონია თუნდაც ერთი სეხსუალური კავშირი სხვა მამაკაცთან ამიერიდან ეკრძალება სისიხლის ჩაბარება. სისიხლის დონორობის უფლება გეებს უკვე დიდი ხანია საფრანგეთშიც ეკრძალებათ, ამის წინააღმდეგაც 2009 წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ საფრანგეთის LGB ორგანიზაციები. საქართველოში ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან გრაფის შევსებისას ნაკლებად სავარაუდოა რომ ქართველებმა თავისი ნებით მიუთითონ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. :):):)

უგანდა - კამპელაში, სასტუმრო ტრიანგლში 5 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება საერთაშორისქო ანტი გეი კონფერენცია. მასში მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტი მემარჯვენეები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ოჯახის სიწმინდის (???) დამცავი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმრავლესობა ამერიკიდან. ამერიკიდანაა წარმოდგენილი ასევე ყოფილი გეების ასოციაცია (ასეთიც არსებობს თურმე) . დასანანია რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰომოფობების ამ მასკარადზე არ მიუწვევიათ საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.

საფრანგეთირადიო ფრანსის გენერალურ დირექტორს, რომელიც გეია შეიძლება ძვირად დაუჯდეს ერთ ერთ კალენდრისთვის პოოზიორობა. საქმე ეხება კალენდარს რომელიც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ართ-ერთმა ორგანიზაციამ გამოსცა ქველმოქმედების მიზნით და საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სადაც ნათქვამია რომ აღნიშნულმა ფაქტმა ნიკოლა სარკოზის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. რადიო ფრანსის დირექტორს სავარაუდოდ მაისის შემდეგ მანდატს აღარ გაუგრძელებენ.

Friday, March 6, 2009

მოსკოვის გეი პარადი ევროვიზიის კონკურსის დღეს ჩატარდება

გეი პარადის მორიგი, რიგით მეოთხე გამოცემა მოსკოვში სპეციალურად დაამთხვიეს ევროვიზიის კონკურსს და იგი 17 მაისის ნაცვლად 16 მაისს ჩატარდება. სტრატეგია კარგადაა გათვლილი, ამ დღეს მოსკოვი მსოფლიო მედიის ყურადრების ცენტრში იქნება, ბოლოსდაბოლოს ათასობით უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს ევროვიზიის კონცერტს. თუმცა ნებართვა წლევანდელ პარადზე, ისევე როგორც წინა წლებში არ გაიცა. ორგანიზატორებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს სასამართლოს და... პასუხი: საქმის განხილვას 5 დან 6 წლამდე დასჭირდება. ამის გამო ერთი კვირის წინ სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობასთან რუსი LGTB მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სავარაუდოდ ისევე როგორც წინა წლებში გეი პარადი მაინც გაიმართება უნებართვოდ, მაღთლმადიდებელი რუსების წივილ-კივილის ფონზე, რაც როგორც წესი პოლიციის მიერ მონაწილეების დაშლით დასრულდება, თუმცა ყოველივე ეს ევროვიზიის ფინალის დღეს უკვე მეტ ინტრიგას იძენს, ასე რომ ევროვიზიის 2009 წლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იქნება. გეი პარადის სკანდალმა შეიძლება ჩვენი სიმღერაც კი დაჩრდილოს :)
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც, მოსკოვი კვლავ რჩება ევროპაში ერთ ერთ ყველაზე ჰომოფობ ქალაქად. ყველაზე სამწუხარო კი ისაა რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) იგივე ქალაქი თამამად შეიძელება ჩაითვალოს ყველაზე Gay Friendly ქალაქად. :):):)

Wednesday, March 4, 2009

ამერიკის არმია გეების მისაღებად ემზადება

ამირიკის კონგრესში ახალი კანონპროექტი შევიდა, უფრო სწორად ძველის შესწორება მოხდება. საქმე ეხება ცვლილებების შეტანას კანონში, რომელიც 1993 წლიდან უფლებას აძლევს გეებს და ლესბოსელებს იმსახურონ არმიაში, ოღონდაც დუმულის სანაცვლოდ, ანუ მხოლოდ მათ ვინც არ განაცხადებს ხმამაღლა თავისი სექსუალური ოროენტაციის შესახებ. 1993 წლის შემდეგ, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა 13 ათასამდე გეი და ლესბოსელი იქნა დათხოვილი არმიიდან, ისინი ვისაც ქამინგ აუთი უკვე ჰქონდათ გაკეთებული. აღნიშნული ცვლილებები ჯერ კიდევ 2006 წლებში იყო წარდგენილი კონგრესში, მაგრამ მაშინ იგი ვერ გავიდა.დროა არმიამ გადახედოს თავის პოლიტიკას და მიიღოს ყველა კადრი კვალიფიკაციის და არა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ასე მოუწოდებს კალიფორნიის წარმომადგენელი კოლეგა კონგრესმენებს. 1993 წელს, ინაოგურაციიდან სულ ცოტა ხანში ბილ კლინტონმა მიმართა პენტაგონს ბოლო მოეღოთ არმიაში აყვანისას არსებულ დისკრიმინაციული ფაქტებისთვის, თუმცა მაშინ კლინტონის ეს ინიციატივა საკმაოდ ცუდად მიიღეს როგორს არმიის ხელმძღვანელობამ ასევე რესპუბლიკელება და არც საზოგადოებრივი აზრი იყო მაინცდამაინც ფავორიტული. საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტი შეირჩა და მიიღეს კანონი რომელიც მართალია უფლებას აძლევს ჰომოსექსუალებს იმსახურონ არმიაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით თუ არ განაცხადებენ თავიანთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.
ამ მხრივ ბევრად უფრო კარგადაა საქმე (ყველაფერი შედარებითია) ევროპის რიგ ქვეყნებში. მახსოვს ამ ზაფხულს ინგლისში თავდაცვის სამინისტრომ პირველად მსოფლიოში ნება დართო გეი ჯარისკაცებს გეი პარადზე გამოსულიყვნენ არც მეტი არც ნაკლები...არმიის სახელით და სამხედრო ფორმებით. რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია რაიმე კანონი არსებობდეს, რომელიც აკრძალავს ჰომოსექსუალების მიღებას ან პირიქით აკრძალავდა დისკრიმინაციას. პრინციპში ჩვენთას კონტექსტიც სხვანაერია და ასეთი რამე რომც იყოს შეიძლება ბევრმა პირიქით გამოიყენოს სავალდებულო სამსახურის თავის აცილების მიზნით. საინტერესოა

Monday, March 2, 2009

რობერტო ბენინი ჰომოფობიის წინააღმდეგ

ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა, რობერტო ბენინიმ იტალიის ერთ-ერთ წამყვან არხზე გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ჰომოსექსუალების დასაცავად.. გადაცემა ეხებოდა პოვიას ახალ სიმღერას (იხილეთ წინა სტატია).

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს მისი გამოსვლიდან :

ჰომოსეხსუალები ღმერთის პროექტია, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი. გეები არ არიან ცოდვილები, ყველაზე მეტი ცოდვა სიბრიყვეა.

საკონცენტრაციო ბანაკებში (მეორე მსოფლიო ომის დროს) ჰომოსექსუალები აწამეს იმისათვის რომ უყვარდათ სხვა. წარმოიდგინეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ გვაწამონ მხოლოდ ჩვენი სასიყვარულო გრძნობების გამო. ეს ყველაფერი აბსურდია. დაუჯერებელია რომ დღეს კიდევ ამ თემაზე გვიწევს ლაპარაკი. სიყვარული ბევრად უფრო იმედისმომცემია ვიდრე რწმენა.

ამის შემდეგ რობერტომ ოსკარ უალდის წერილი წაიკითხა, რომელიც მან თავის ,,მეგობარს’’ მისწერა. მის გამოსვლას დარბაზი დიდი ოვაციებით შეხვდა.

იტალია ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან ერთ-ერთია (სამწუხაროდ არა ერთად-ერთი) სადაც ჰომოფობიას ისევ მძლავრად აქვს ფეხი მოკიდებული, რა თქმა უნდა ლომის წვლილი ამაში ვატიკანს და ამ ქვეყანაზე მის უდიდეს გავლენას მიუძღვის.

მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ერთსქესიანი ქორწინების ან ქორწინების ძალის მქონე კავშირის შესახებ კანონის გატანა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს რობერტოსნაირი ადამიანების, რომელიც იტალიაში ყველას უყვარს მხარდაჭერას. ბენინი თვითონ არაა გეი, მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმით ,,ცხოვრება მშვენიერია’’, ამ ფილმმა გაიმარჯა ცნობილ ოქროს პალმის რტოს ფესტივალზე, ასევე გახდა ოკარის გამარჯვებული და თავად ბენინი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.

ბრავო რობერტო !!!!

Sunday, March 1, 2009

თუ კარგად დაფიქრდები, შეგიძლია გეი აღარ იყო ???

იტალიელმა მომღერალმა პოვიამ სან რემოს ფესტივალზე წარადგინა სიმღერა LUKA ERA GAY. სიმღერის შინაარსი მოგვითხრობ ლუკაზე, რომელიც გეი იყო და შეძლო დადგომოდა ,,სწორ გზას’’ ანუ გამხდარიყო ჰეტერო.

სან რემოს ფესტივალზე პოვია წარსდგა ახალი სიმღერით რომელიც მოგვითხრობს ლუკას შესახებ. სიმღერის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ლუკა იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად, დედას ძალიან უყვარდა ლუკა და ბევრ დროს უთმობდა, მაშინ როცა მამა თითქმის არასდროს იყო სახლში, შემდეგ მშობლები გაიყარნენ, მამა გალოთდა, დედა ყოველთვის ცუდს იძახდა მამაზე და ეხვეწებოდა ლუკას არასდროს მოეყვანა ცოლი.

შემდეგ ლუკამ აღმოაჩინა რომ იყო გეი, შეხვდა კაცს რომელიც ფიქრობდა რომ უყვარდა, მაგრამ იყო კი ეს სიყვარული ? ოთხი წელი ერთად იცხოვრეს, იყო სიყვარული, ილუზია, ღალატი (ისე ჩემი აზრით ღალატზე ექსკლუზივი სულაც არ აქვთ გეებს), და შემდეგ ის, გოგონა რომელმაც თველები აუხილა.

ლუკას ეხლა ცოლი ყავს, მამაც გახდა და ძალიან ბედნიერია


სან რემოს ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან პოპულარული ფესტივალია იტალიაში, რომლის ტელეტრანსლაციასაც 15 მილიონი ანუ ყოველი მეორე მაყურებელი ადევნებს თვალს. პოვიამ ჯერ კიდევ იანვრის თვეში განაცხადა ამ სიმღერის შესახებ თუმცა ტექსტი ბოლო დღემდე თითქმის გასაიდუმლოებული იყო. ინტრიგა შედგა. მომღერალმა მეორე ადგილი აიღო კონკურსში. თუმცა მინდა დავამატო რომ პირველ ადგილზე გავიდა მარიო კარტა, რომელიც ძალიან ,,საყვარელი’’ ვინმე ჩანს. :)


სიმღერას (თუ სურვილი გაგიჩნდებათ) შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ

აზიის 53 ქვეყანაში სიტყვები გეი და ლესბოსელი დაიბლოკა

ოსკარების გადაცემის ცერემონიის ჩვენებისას, ერთ-ერთმა აზიურმა სატელიტმა კომპანიამ შონ პენის და დასტინ ლენს ბლექის გამოსვლებიდან სიტყვები გეი და ლესბოსელი ამოჭრა. როგორც ცნობილია ამ პიროვნებებმა თავიანთი გამოსვლებისას გააკეთეს ლგტბ ადამიანების მხარდასაჭერი მოწოდებები.

აზიის ლგტბ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია სატელიტზე ოსკარების გადაცემის ცერემონიის განმეორებითი ჩვენებისას სიტყვების გეი და ლესბოსელი გაქრობამ. კომპანიამ გადაწყვიტა ხმა დაეხშო იმ მომენტებში სადაც ნახსენები იყო ეს სიტყვები. ამის გამო 25 თებერვალს საპროტესტო წერილები დაეგზავნა რამოდენიმე აზიურ ტელე არხის ხელმძღვანელობას. ინტერნეტ მომხმარებლების რეაქციამაც არ დააყოვნა, განსაკუთრებით ინდოეთში და სინგაპურში. ამის შემდეგ სატელიტ STAR-ის ხელმძღვანელობამ, რომელიც 53 ქვეყანას ემსახურება გაავრცელა განცხადება სადაც ნათვამია რომ ამ ცენზურის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა, და რომ უბრალოდ გაითვალისწინეს ბაზრის მოთხოვნილება, ვინაიდან მომხმარებელთა აბსოლიტური უმრავლესობისათვის შოკისმომგვრელია ასეთი სიტყვების ტელევიზორში გაგონება.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ პირდაპირი ტრანსლაციის დროს ცენზურას ადგილი არ ჰქონია და მთლიანად და ამოუჭრელად გადაიცა ყველა კადრი და სიტყვით გამოსვლა.

 
javascript