ლგტბ სიახლეები --- ბოლო პოსტები: ორი ძმის სიყვარულის ისტორია ___ სპორტის ცოცხალი ლეგენდა გეია ___ უნივერსიტეტის ღმერთები ___ სტადიონის ღმერთების ინგლისური ვერსია ___ შვედი ჰომოსექსუალები ეკლესიაში დაიწერენ ჯვარს ___ როგორც იქნა - ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ___ გეი რეპერი ___ იესო გეია - ქართველებს ყველაზე დიდი პენისი ჰქონიათ ___ ლუჟკოვი გეი სიმბოლოს ძეგლის გახსნაზე ___ მერაია ქერი სცენაზე გეი წყვილს ლოცავს

Thursday, April 2, 2009

ჯვარს იწერენ ძე ღვთისა და ძე ღვთისა


შვედეთის პარლამენტმა სრული უმრავლესობით (261 ხმა 21 ის წინააღმდეგ) მიიღო კანონი ჰომოსექსუაალური ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. ეს ამბავი არც იქნებოდა განსაკუთრებული, მით უმეტეს რომ შვედეთში ჰომოსექსუალებს ჯერ კიდევ 1995 წლიდან ჰქონდათ ქორწინების ძალის მქონე კავშირის გაფორმების უფლება. მაგრამ ახალი ისაა რომ ამიერიდან პირველად მსოფლიოში ჰომოსექსუალებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში ეკლესიაში იქორწინონ.
საქმე იმაშია რომ შვედეთის კანონების მიხედვით ჰეტეროსექსუალებს შეუძლიათ აირჩიონ მერიაში ან ეკლესიაში ქორწინება. ორივე შემთხვევაში ქორწინება ლეგალურია.
ლუთერანული ეკლესია, რომლის მრევლიც ქვეყნის მოსახლეობის 74%ია უკვე მიესალმა აღნიშნული კანონის მიღებას (და ეს საორაპრილო ხუმრობა არ არის). ეკლესია ჯერ კიდევ 2007 წლიდან სთავაზობდა ჰომოსექსუალ წყვილებს კავშირის კურთხევას (და არა ქორწინებას). საბოლოოდ კანონი სინოდმა უნდა დაამტკიცოს. ამავე კანონში აღნიშნულია რომ ნებისმიერ მღვდელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ცერემონიის ჩატარებაზე, ამ შემთხვევაში წყვილს თავად ეკლესია შესთავაზებს სხვა მღვდელს.

3 comments:

  1. ისევ ეს თემა :ლოლ:

    (ალექს, ძაან საინტერესო ბლოგი გაქვს, სხვათა შორის)

    სასაცილოა, მიხვიდე ეკლესიაში და დაგვწერე ჯვარი მე და ჩემს პარტნიორსო :P ამაზე "ამერიკული სილამაზე" მახსენდება, გეების წყვილი რომ მივა ახალ მეზობელთან საჩუქრით და გაეცნობიან, ეს ჩემი პარტნიორიაო და მეზობელი ეკითხება, რა ბიზნესი გაქვთო.
    სისულელედ მიმაჩნია ქორწინებისა და ჯვრისწერის უფლების ასეთი დაჟინებული მოთხოვნა.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა Sophie Golden:)
    რატოა სასაცილო? მე მაგალითად როგორც არამორწმუნეს სულ არ მაინტერესებს დამგვლოცავს თუ არა მე და ჩემს კომპანიონს მამაო, მაგრამ არიან ბევრი მორწმუნე ჰომოსექსუალები რომლებისთვისაც ეს სულ ერთი არაა, ამიტომ აბსოლიტურად მესმის რომ ამ მხრივ ეკლესიას ნაბიჯები აქვს წინ გადასადგმელი... მარტო ჰომოსექსუალებს კი არა, ორი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანის სიყვარულსაც არ ლოცავს აკლესია, ერთი წლის წინ ჩემმა მეგობარმა მოიყვანა კათოლიკე ცოლი, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი განაცხადა ჯვრისწერაზე, თუ პატარძალი არ ,,მოექცეოდა''. რატო უნდა შეიცვალოს რწმენა, ისე არ შეიძლება დალოცო როგორც შენ იძახი შენი სულიერი შვილი რომელმაც თუნდაც კათოლიკე ან მუსულმანი ცოლი მოიყვანა და ბედნიერება უსურვო? ბლიად!!!!!!
    :):):)

    ReplyDelete
  3. ლუთერანული ეკლესია, რომლის მრევლიც ქვეყნის მოსახლეობის 74%ია უკვე მიესალმა აღნიშნული კანონის მიღებას (და ეს საორაპრილო ხუმრობა არ არის). ეკლესია ჯერ კიდევ 2007 წლიდან სთავაზობდა ჰომოსექსუალ წყვილებს კავშირის კურთხევას (და არა ქორწინებას). საბოლოოდ კანონი სინოდმა უნდა დაამტკიცოს. ამავე კანონში აღნიშნულია რომ ნებისმიერ მღვდელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ცერემონიის ჩატარებაზე, ამ შემთხვევაში წყვილს თავად ეკლესია შესთავაზებს სხვა მღვდელს. pakol hat amazon , antique gold choker set , zardozi embroidery patches , tribal outfits for ladies

    ReplyDelete

 
javascript