
სევე მოხსენიებულია ქვეყნები სადაც ევროკავშირის მოწოდებას ლგტბ უფლებებისათვის მეტის გაკეთების საჭიროების შესახებ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა პოლიტიკოსებისგან. ასეთი ქვეყნებია: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, უნგრეთი და იტალია. 
სევე მოხსენიებულია ქვეყნები სადაც ევროკავშირის მოწოდებას ლგტბ უფლებებისათვის მეტის გაკეთების საჭიროების შესახებ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა პოლიტიკოსებისგან. ასეთი ქვეყნებია: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კვიპროსი, უნგრეთი და იტალია. 

გეი ტერმინოლოგიას, მსოფლიო ენებში დიდი ხნის ისტორია არა აქვს, ზოგიერთ მცირერიცხოვან ენაში კი ასეთი რამ საერთოდ არც არსებობს.
რომლებიც ძირითადად რუსული ტერმინოლოგიიდანაა აღებული და უბრალოდ კალკირებულ თარგმანს წარმოადგენს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია სიტყვა ცისფერი რომელიც მხოლოდ რუსეთში და შესაბამისად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამოიყენება. მაგრამ დავანებოთ თავი სიტყვა ცისფერს, ბოლოსდაბოლოს ეს სიტყვა მიუხედავად მისი რუსული წარმომავლობისა საკმაოდ უწყინარად გამოიყურება.
რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს და ნატურალებს, სიტყვებს რომელსაც ქართველი ჰომოსექსუალებიც და ჰომოფობებიც ერთნაირად ხმარობენ და რომლის განმარტებაც ერთ შემთხვევაში არასწორია (ჰომოსექსუალიზმი), მეორეში კი უბრალოდ დისკრიმინაციული (ნატურალ
ი).
ტერმინი -იზმი საერთაშორისოა და ყველა ენაში გამოხატავს დოქტრინის, დოგმის, თეორიის თუ იდეოლოგიის მხარდამჭერებს და მიმდევრებს (ლენინიზმი, ლიბერალიზმი, დარვინიზმი), იგივე სუფიქსი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა დაავადების აღმნიშვნელად (აუტიზმი). ჰომოსექსუალურობა ისევე როგორც ჰეტეროსექსუალურობა არც დოგმაა, არც იდეოლოგია და თეორია, და მით უმეტეს არც დაავადება. სწორი სიტყვები უთუოდ არის ჰომოსექსუალი (პიროვნება), ჰომოსექსუალური (აბსტრაქცია), ჰომოსექსუალურობა (მოვლენა) (შესაბამისად ჰეტეროსექსუალი ჰეტეროსექსუალური ჰეტეროსექსუალურობა).
რაც შეეხება სიტყვა ნატურალს (და ნატურალებს). ეს სიტყვა ხშირად გამოიყენება ჰეტეროსექსუალის (ჰეტეროსექსუალების) აღსანიშნად. სიტყვა უთუოდ აღებულია სიტყვიდან ნატურალური რომელიც ქართულში (და არა მარტო ქართულში) ბუნებრივს, ნამდვილს, ჭეშმარიტს ნიშნავს. გამოდის რომ ჰომოსექსუალები არანატურალურები, არაბუნებრივები, ხელოვნურად შექმნილები არიან?
ჩემი აზრით არსებული სამი ვარიანტიდან (ნატურალი, სთრაითი და ჰეტეროსექსუალი) ყველაზე მისაღები ჰეტეროსექსუალია. სთრაითი წმინდა ინგლისური სიტყვის კალკირებაა ხოლო ჰეტეროსექსუალი საერთაშორისო სიტყვაა რომელიც სხვა რომ არაფერი ჰომოსექსუალის პირდაპირი ანტონიმია.
და ბოლოს, ეს პოსტი რა თქმა უნდა არაა ლინგვისტური ნაშრომი და არც მე არ მაქვს პრეტენზია ენათმეცნიერობაზე, ამიტომ ნებისმიერი შენიშვნა და საპირისპირო აზრი საინტერესო მოსასმენი იქნება ჩემთვის, ასე რომ ველი თქვენს კომენტარებს.
ბერლინის ცენტრში გუშინ გეი სასტუმრო გაიხსნა. 86 ოთახისაგან შემდგარი სასტუმრო ბერლინის ცენტრში ე.წ. გეი ქალაქში გახსნა გეი სასტუმროების აქსელმა, რომელიც მხოლოდ გეი სასტუმროებზე მუშაობს. ეს სასტუმრო ამ ქსელის რიგით მესამე სასტუმროა. მანამდე გეი სასტუმროები ბარსელონაში და ბუენოსაირესში გაიხსნა.ბერლინის სასტუმროში 17 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო და როგორც სასტუმროს ხელმძხვანელობამ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა სასტუმროს მთავარი კოზირი სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით ყოველთვის მხიარული ატმოსფერო იქნება. სასტუმროშივე იქნება გეი ბარი და მოდერნიზებული სასადილო ოთახი. გახსნის ცერემონიას ბერლინის მერიც ესწრებოდა რომლმაც განაცხადა რომ ასეთი სასტუმრო კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ბერლინის გეი უბანს და დიდ რეკლამას გაუწევს ბერლინს, როგორც გეი ფრენდლი ქალაქს მსოფლიოში.







საქართვეოსაგან განსხვავებით, სადაც პატრიარქის და საპატრიარქოს თუნდაც მცდარ შეხედულებებს ,,მონის'' ფსიქოლოქოლოგიის მქონე არა მარტო საზოგადოება, არამედ ხელისუფლებაც და ზოგადად პოლიტიკური სპექტრი ლამის კაანონად თვლის, დასავლეთის კათოლიკური სახელმწიფოები არ მალავენ თავიანთ აღშფოთებას რომის პაპის 17 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. ბენედიქტ მეთექვსმეტემ თვითმფრინავში რომლითაც იგი კამერუნში მიდიოდა ჟურნალისტებს განუცხადა: ,,შიდსის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია პრეზერვატივების მეშვეობით. პირიქით, მათი გამოყენება ამწვავებს პრობლემას და ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას''.
ეაქციამ არ დააყოვნა თვით უმაღლეს ეშელონებიდანაც კი.
პირობებში ცხოვრობს.
ბარაკ ობამა აშკარად კარგად იწყებს მოღვაწეობას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა ამერიკის არმიაში გახსნილი გეების მიღებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით (იხილეთ ჩემი პოსტი), სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო ჰომოსექსუალთა დისკრიმინაცია ბრიუსელში გამოსვლისას, ხოლო ამჟამად, უახლესი ინფომრაციით ამერიკა ხელს მოაწერს საფრანგეთის მხარდაჭერითა და ინიციატივით შედგენილ დეკლარაციას, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში ჰომოსექსუალობის დეპენალიზაცია. (იხილეთ სტატია gay.ge-ზე).
კუბიკებითაა დაფარული და ხმაც დამახინჯებულია. ასე ბატონო ირანშიც განვაცხადებ დაუფარავად რომ გეი ვარ.
აივ-შიდსით დაავადებულთა ყველზე მეტი მაჩვენებელი, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში ფიქსირდება.
პოპულარულმა რუსმა მომღერალმა,რუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვამ გამოაცხადა, რომ საკონცერტო მოღვაწეობას თავს ანებებს. ალა დეიდა სცენას საიუბელეო გასტროლების შემდეგ დატოვებს. მსოფლიო ტურნე რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს მოიცავს,
პუგაჩოვამ ამ გადაწყვეტილების ორი ძირითადი მიზეზი დაასახელა. ”პირველი - ჯანმრთელობაა, გული აღარ მაძლევს საშუალებას ვიმოგზაურო გემითა და თვითმფრინავით კონცერტების ჩასატარებლად, მეორე კი - მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ, რომლებიც მე გადავიტანე, ხმა რა თქმა უნდა ისეთი აღარ არის. ამიტომ იგი ვეღარ გადმოსცემს იმ გრძნობებსა და ინტონაციებს, რომლებიც მინდა რომ გადმოვცე”, - განცხადა სახალხო არტისტმა სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.
მართალია სცენიდან მიდის, მაგრამ უმექმედოდ ყოფნას არ აპირებს, იგი უკვე მოღვაწეობს რადიო ალაში, ასევე დაგეგმილი აქვს ძალების მოსინჯვა კინოსა და თეატრში. აპრილის დასაწყისში ფინალურ სოლო კონცერტებს ალა პუგაჩოვა კრემლში გამართავს. 15 აპრილს კი, პუგაჩოვას 60 წლის იუბილეზე (უფიციალური ვერსიით:) კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი გაიმართება დარბაზ ,,როსიაში’’.
პრესკონფერენციაზე რომელიც საათნახევარს გაგრძელდა და რომელიც როგორც გახსნისთანავე გამოაცხადეს კიევში, თბილისში :) და ერევანშიც მიმდინარეობდა ვიდეოკონფერენციით პრიმადონამ უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას რომელიც არავის გაუკვირდება რომ ევროვიზიის კონცერტს და ჩვენს სიმღერას ეხებოდა, თუმცა ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა რადგანაც როგორც ჩანს ალა დეიდა აზრზეც არ იყო (ყოველ შემთხვევაში ასე აჩვენა) ამ სიმღერის შესახებ. მას შემდეგ რაც მას ძალიან მოკლედ აუხსნეს სიმღერისა და მისი შინაარსის შესახებ ალაჩკამ განაცხადა რომ კომენტარს თბილისში ჩამოსვლისას გააკეთებდა და მოკლედ შემოიფარგლა იმის თქმით რომ დავანებოთ თავი პოლიტიკაზე სიმღერას და ვიმღეროთ სიყვარულზე.
ასე რომ პუგაჩოვას გამოსამშვიდობებელ კონცერტს თბილისშიც უნდა ველოდოთ. ძალიან კარგი. :) :) :)

თურმე ასეთი ,,საკორექციო’’ გაუპატიურებების რიცხვი ამ ბოლო ხანებში თანდათან მატულობს, განსაკუთრებით გარეუბნებში სადაც სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენა ცხოვრობს და შესაბამისად ჰომოფობიის მაღალი დონით გამოირჩევა. 13 მარტს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით რომელიც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია ActionAid-მა ჩაატარა, კვირაში 10 მდე ასეთი გაუპატიურების შემთხვევა ხდება, იგივე კვლევის მიხედვით ბოლო ათი წლის მანძილზე ქვეყანაში 31 ლესბოსელი შეეწირა პირდაპირ ჰომოფობიურ აგრესიას და აქედან მხოლოდ ერთადერთის მკვლელი იქნა გასამართლებული.
მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის კონსტიტუცია კანონის თანასწორობას ითვალისწინებს და კრძალავს სექსულური ორიენტაციის ნიადაგზე ყოველგვარ დისკრიმინაციას, კანონი არ არსებობს რომელიც განასხვავებს ჰომოფობიის მოტივით ჩადენილ მკვლელობას თუ დანაშაულს სხვა დანაშაულებისგან. ადამიანის უფლებათა დამცველი კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვს ასეთი ტიპის დანაშაულისათვის სპეციალური კანონის მიღებას.
საერთოდ სამხრეთ აფრიკა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა სექსუალური დანაშაულების სიმრავლით (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ჰომოფობიური აქტები). წელიწადში სავარაუდოდ გაუპატიურების 500 000 ფაქტი ხდება, აქედან საშუალოდ მხოლოდ 25 საქმე თუ მიდის სასამართლომდე და ამ 25დანაც საშუალოდ მხოლოდ ერთი ადამიანი მიეცემა პასუხისგებაში.
თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ლატვიის ქრისტიანული რადიოს დირექტორი, მისი აზრით შეუძლებელია ჭეშმარიტი ქრისტიანები ასეთ მოვლენას ჩუმად შეხვდნენ. ქრისტიანების ვალია კატეგორიული პოზიცია დაიკავონ ქვეყანაში გეი მსვლელობების და ყველანაერი გეი აქტიურობის წინააღმდეგ.
წლევანდელი რიგის პარადი იმითაა აღსანიშნავი რომ პირველად იგი მოიცავს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ოფიციალურად ამ დღეებს ბალტიის ქვეყნების მეგობრობის დღეების ქვია.
პარადის ორგანიზატორებმა ქალაქის მერიას ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში მიმართეს სანქციის გასაცემად. შეთავაზებული იყო მსვლელობის ორი სავარაუდო მარშრუტი. თუმცა ანტიგეი მოძრაობის წევრებმა, კერძოდ მოძრაობამ ,,ოჯახისათვის'', ასევე მიმართა მერიას იმავე დღეს ანტიგეი მსვლელობის, ოფიციალურად კი ოჯახის დღესასწაულის გასამართად, რომელსაც ადგილი ექნება იმავე პარკში სადაც გეი მსვლელობა უნდა დასრულდეს. ქალაქის მერიის სამსახურს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ეკლესია კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ასეთ მსვლელობას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ იგი რომელიმე ეკლესიასთან ახლოს ჩაივლის. მისივე თქმით ეკლესია სპეციალურად ამასთან დაკავშირებით ლოცვებს აღავლენს რათა ღმერთს შესთხოვონ რომ ხალხი არ წავიდეს ასეთ აქციაზე. (თუ ასე ადვილია საქმის გადაწყვეტა რაღას გაჰკივიან?:))
მისივე თქმით მათ უკვე მიმართეს რიგის მერიას რათა გააკეთონ ყველაფერი რაც შესაძლებელს გახდის გეი პარადის არ ჩატარებას. (მერე რამე რომ იყოს თავს გაიმართლებენ, სიტყვა აკრძალვა არ გვიხსენებია, უბრალოდ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთო, როგორც ჩვენ საპატრიარქოს დაემართა დიდ ათეულთან დაკავშირებით).
ამასთან ერთად სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს რიგის მერს არ დაეჭირა მხარი გეი პარადისათვის და მხარი დაეჭირა ,,ოჯახისათვის'' კავშირის მიერ მომზადებული მსვლელობისათვის.
მომავალ წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ ერთობლივ პარადს ჩაატარებენ, ამჯერად უკვე ლატვიის დედაქალაქ ვილნიუსში.
ჰომოფობი
აქტივისტები ერთიანდებიან რათა ერთ ძალად იბრძოლონ ერთსქესიანი ურთიერთობების ამოსაძირკვად (?!). ამ ინიციატივის ერთ ერთი ავტორი და თანამოაზრეა ამერიკული ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’.
სამხრეთ აფრიკული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით 7 მარტს უგანდის დედაქალაქ კამპელაში შეიქმნა ანტიგეი გაერთიანება, რომლის მიზანიც, როგორც დასახელებიდანაც ჩანს არის ჰომოსექსუალობის დამარცხება ქვეყანაში, ყოველგავრი ჰომოსექსუალური ხასიათის პროპაგანდის აკრძალვა რათა გამორიცხონ მომავალში ჰომოსექსუალური ურთიერთობების არსებობა.
ჯგუფის შექმნა გადაწყდა სამდღიან კონფერენციაზე (ამზე მოკლედ უკვე დავწერე წინა დღეებში, იხილეთ აქ) ამერიკელი ქრისტიანი ევანგელისტების და ჯგუფი ,,სიცოცხლისათვის’’ მიერ. ეს საკმაოდ ძლიერი ჯგუფია რომელიც ამერიკაში რადიო სადგურებსაც კი ფლობს. ანტიგეი ექსტრემისტების შეკრების მიზანი იყო დაესახათ გზები თუ როგორ ებრძოლათ ჰომოსექსუალობის გავრცელების წინააღმდეგ და აეხსნათ საზოგადოებისათვის ჰომოსექსუალობისგან განკურნების გზები. მათ რიგებში არიან ე.წ. ყოფილი გეებიც, როგორც ფილმში Eating out, ოღონდაც ამჯერად ყოველგვარი ხუმრობის გარეშე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სასტიკი პროტესტი გამოთქვეს ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უგანდის სექსუალურ უმცირესობათა გაერთიანებამ. ერთობლივ კომუნიკეში ადამიანის უფლებათა დამცველები კოლონიალიზმის ახალ ფორმას უწოდებენ (იგულისხმება ამერიკელების მიერ) ჰომოფობიის ასეთ მხარდაჭერას აფრიკის ქვეყნებში და გამოხატავენ შეშფოთებას, რომ აღნიშნული ფაქტი დიდად გაზრდის ასეთ ქვეყნებში LGTB ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და აგრესიის ფაქტების რაოდენობას.
აი რამდენიმე გამონათქვამი უგანდელი პოლიტიკოსების და ამ აღნიშნული მუშაჯგუფის წევრებისა რომელიც ერთ ერთ ბლოგერთან ვნახე და მისი ნებართვით გთავაზობთ: ,,მივუშვათ კრიმინალური გამოძიების ბიურო დაიჭიროს ყველანი’’, ,გადავასახლოთ ვიქტორიის რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე ყველანი და დავტოვოთ იქ სანამ არ ამოწყდებიან’’, ,არ შეიძლება შიდსის პრევანციის პროგრამა ეხებოდეს ჰომოსექსუალებსაც, რადგანაც ისინი არალეგალები არიან’’ ,,შიდსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გეები არიან’’ ხოლო ეთიკის სამინისტრომ განაცხადა რომ საჭიროა მათი დაჭერა და ქვეყნიდან გაგდება’’ – აი ეთიკა ასეთი მესმის.
საინტერესოა რომ ანტიგეები რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად ამერიკიდან ფინანსდებიან და იმართებიან განუწყვეტლივ გაჰკივიან რომ ჰომოსეხსუალების პროპაგანდა უცხო ქვეყნიდან იმართება და ფინანსდება და რომ იგი მიმართულია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ (რა ნაცნობი სიტუაციაა საქართველოსათვის).
და ბოლოს, ის ჯგუფი რომელიც ამ კამპანიას აფინანსებს იგივე ლოზუნგების გაშლას თავის ქვეყანაში ვერ ახერხებს, რადგანაც იქ უკვე მკვეთრად გამოხატული ჰომოფობია ისჯება კანონით.
მეთიუ მიტჩემზე ბევრი დაიწერა ქართულ ბლოგებში. ავსტრალიელი მოცურავე და 2009 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ალბათ ერთ ერთი ყველაზე წარმატებილი (და დაცემა :)) გეი სპორტსმენია მსოფლიოში.



ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა ჰილარი კლინტონმა ევროპარლამენტის შენობაში დისკუსია გამართა ჯგუფთან ,,ახალგაზრდა ევროპელები’’. ერთ ერთ კითხვაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა მან განაცხადა ,,ადამიანის უფლებები არის და ყოვეთვის იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დასაყრდენი. განსაკუთრებით ყურადღებით ვუდგებით გეების და ლესბოსელების დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტებს’’.
ფილადელფიაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, იუდეველი რელიგიის მსახურთა უმრავლესობა, 70 პროცენტი მზადაა LGთB პიროვნებების მისაღებად სინაგოგაში. კითხვარები სულ 3000 რაბინს დაეგზავნა, ამერიკაში და კანადაში. აქედან პასუხები სულ 1000 მა გამოაგზავნა. გამოკითხვაში არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.
ახალი ზელანდია – ყველა მამაკაცს, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონია თუნდაც ერთი სეხსუალური კავშირი სხვა მამაკაცთან ამიერიდან ეკრძალება სისიხლის ჩაბარება. სისიხლის დონორობის უფლება გეებს უკვე დიდი ხანია საფრანგეთშიც ეკრძალებათ, ამის წინააღმდეგაც 2009 წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ საფრანგეთის LGთB ორგანიზაციები. საქართველოში ეს პრობლემა არ დგას, ვინაიდან გრაფის შევსებისას ნაკლებად სავარაუდოა რომ ქართველებმა თავისი ნებით მიუთითონ სექსუალური ორიენტაციის შესახებ. :):):)
უგანდა - კამპელაში, სასტუმრო ტრიანგლში 5 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება საერთაშორისქო ანტი გეი კონფერენცია. მასში მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტი მემარჯვენეები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ოჯახის სიწმინდის (???) დამცავი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმრავლესობა ამერიკიდან. ამერიკიდანაა წარმოდგენილი ასევე ყოფილი გეების ასოციაცია (ასეთიც არსებობს თურმე) . დასანანია რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰომოფობების ამ მასკარადზე არ მიუწვევიათ საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.
გეი პარადის მორიგი, რიგით მეოთხე გამოცემა მოსკოვში სპეციალურად დაამთხვიეს ევროვიზიის კონკურსს და იგი 17 მაისის ნაცვლად 16 მაისს ჩატარდება. სტრატეგია კარგადაა გათვლილი, ამ დღეს მოსკოვი მსოფლიო მედიის ყურადრების ცენტრში იქნება, ბოლოსდაბოლოს ათასობით უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს ევროვიზიის კონცერტს. თუმცა ნებართვა წლევანდელ პარადზე, ისევე როგორც წინა წლებში არ გაიცა. ორგანიზატორებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს სასამართლოს და... პასუხი: საქმის განხილვას 5 დან 6 წლამდე დასჭირდება. ამის გამო ერთი კვირის წინ სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობასთან რუსი LGTB მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სავარაუდოდ ისევე როგორც წინა წლებში გეი პარადი მაინც გაიმართება უნებართვოდ, მაღთლმადიდებელი რუსების წივილ-კივილის ფონზე, რაც როგორც წესი პოლიციის მიერ მონაწილეების დაშლით დასრულდება, თუმცა ყოველივე ეს ევროვიზიის ფინალის დღეს უკვე მეტ ინტრიგას იძენს, ასე რომ ევროვიზიის 2009 წლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იქნება. გეი პარადის სკანდალმა შეიძლება ჩვენი სიმღერაც კი დაჩრდილოს :)
ამირიკის კონგრესში ახალი კანონპროექტი შევიდა, უფრო სწორად ძველის შესწორება მოხდება. საქმე ეხება ცვლილებების შეტანას კანონში, რომელიც 1993 წლიდან უფლებას აძლევს გეებს და ლესბოსელებს იმსახურონ არმიაში, ოღონდაც დუმულის სანაცვლოდ, ანუ მხოლოდ მათ ვინც არ განაცხადებს ხმამაღლა თავისი სექსუალური ოროენტაციის შესახებ. 1993 წლის შემდეგ, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა 13 ათასამდე გეი და ლესბოსელი იქნა დათხოვილი არმიიდან, ისინი ვისაც ქამინგ აუთი უკვე ჰქონდათ გაკეთებული. აღნიშნული ცვლილებები ჯერ კიდევ 2006 წლებში იყო წარდგენილი კონგრესში, მაგრამ მაშინ იგი ვერ გავიდა.დროა არმიამ გადახედოს თავის პოლიტიკას და მიიღოს ყველა კადრი კვალიფიკაციის და არა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ასე მოუწოდებს კალიფორნიის წარმომადგენელი კოლეგა კონგრესმენებს. 1993 წელს, ინაოგურაციიდან სულ ცოტა ხანში ბილ კლინტონმა მიმართა პენტაგონს ბოლო მოეღოთ არმიაში აყვანისას არსებულ დისკრიმინაციული ფაქტებისთვის, თუმცა მაშინ კლინტონის ეს ინიციატივა საკმაოდ ცუდად მიიღეს როგორს არმიის ხელმძღვანელობამ ასევე რესპუბლიკელება და არც საზოგადოებრივი აზრი იყო მაინცდამაინც ფავორიტული. საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტი შეირჩა და მიიღეს კანონი რომელიც მართალია უფლებას აძლევს ჰომოსექსუალებს იმსახურონ არმიაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით თუ არ განაცხადებენ თავიანთი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. javascript